Home რუბრიკები საზოგადოება პატივცემულო წიგნის ავტორებო, ცხვარი კი არ კიკინებს, ბღავის

პატივცემულო წიგნის ავტორებო, ცხვარი კი არ კიკინებს, ბღავის

როგორ არ უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა

1529
პატივცემულო წიგნის ავტორებო, ცხვარი კი არ კიკინებს, ბღავის

უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე”, _ ამბობდა დიდი ილია, მაგრამ ახლა ილიას ფრაზებით ბავშვების აღზრდაზე ხელი აგვაღებინეს, რადგან ამგვარი ცოდნით შეიარაღებული ახალგაზრდაჭკუაზე თხლადვერ იქნება და არცსქელი ლიბრი ექნება გონების თვალზე გადაკრული”.

დღეს მეტად მტკივნეული საკითხია, როგორ გავზარდოთ მომავალი თაობა. თავის დროზე ვაჟაფშაველა ურჩევდა თანამემამულეებს: “გავზარდოთ ახალთაობა, ნურაფერს დავიშურებთ სკოლების დასამართად, რადგანაც, როგორც ზევითა ვსთქვით, იმათში იმალება ყოველი ხალხის მომავლის ბედი და უბედობა, თორემ ჩვენზედაც ისრე იტყვიან, როგორც სპარსეთზედ: “სპარსეთის სამთავროს მცხოვრებნი დაემსგავსნენ ცხვრის ფარას, რომელიც თავისუფლათ და გაუწყვეტლივა სძოვდა ტრიალ მინდორზედ მინამ, ბოლოს, საიდგანმე არ გაუჩნდა მგელი და არ იმსხვერპლა”. ესრე მოუვა ყველას და ესრე საანდაზოდ გახდება ის ხალხი, ვინც უარყოფს რიგიან აღზრდას და განათლებას. ხშირად ჭია იმ ფერისა ხდება, რა ფერი ფოთლითაც იკვებება.

 ტყუილად არ უთქვამთ ქართველებსა: ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. როგორიც უნდა მაგარი ხასიათისა იყოს კაცი და სხვა მიმართულების

აღზრდა _ ყოფაქცევის ჩვევები, რომლებსაც იძლევა სკოლა, ოჯახი, გარემო და გამოვლინდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.

აი, რატომ ანიჭებს ჭეშმარიტი პედაგოგიკა უდიდეს მნიშვნელობას დაწყებით სწავლებას.

ვაჟაფშაველასიყრმის დროს მიღებულ შთაბეჭდილებათამნიშვნელობაზე

ხშირად გაგვიგონია, _ აღმზრდელი თავად უნდა იყოს დაჯილდოებული მრავალმხრივი ნიჭით, შეეძლოს სიღრმისეული აზროვნება და ბავშვის შინაგანი სამყაროს წვდომა; რომ …ადამიანის ფიზიკური, მორალური და გონებრივი განვითარება ჯანსაღ გარემოში უნდა მოხდეს, რადგან გარეგანი ფაქტორები და დამკვიდრებული წესები ხშირად განსაზღვრავს ადამიანის პიროვნულ თვისებებს. აღნიშნული საკითხებით ყოველთვის დაინტერესებულნი იყვნენ ერის სასიქადულო შვილები. დიდი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე ვაჟა-ფშაველა 1879 წლიდან “დროებაში” აქვეყნებს წერილებს აღზრდაზე. თავდაპირველად პუბლიკაციები აღმოსავლეთ საქართველოს მთის ხალხთა ცხოვრებას ეხებოდა, მოგვიანებით კი მისი ყურადღების არეში არაერთი საჭირბოროტო საკითხი მოექცა. ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი შესანიშნავი წერილია “საუბარი ბავშვებზედ”, რომელზეც გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ცოტა ხნის წინათ ვისაუბრეთ.

ვაჟა-ფშაველას ინტერესების სფერო მრავალმხრივი გახლდათ: ნაციონალური საკითხები, კოსმოპოლიტიზმი და ნაციონალიზაცია, მთის პრობლემები, მაგრამ მწერლის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები და მასწავლებლად მუშაობისას სულ თავის აღსაზრდელებს დასტრიალებდა თავს; ოცნებობდა, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება და მშობლიური ენის სიყვარული გაეღვივებინა; ფიქრობდა ახალი თაობის სულიერ გაჯანსაღებაზე, აღელვებდა მოზარდთა აღზრდის საკითხები, რადგან მიაჩნდა, რომ ერის სულიერი გამოღვიძება და ხსნა მხოლოდ ჭეშმარიტ ღირებულებებზე აღზრდილ თაობას შეეძლო.

ვაჟა-ფშაველასთვის პედაგოგიური გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა ბავშვის ბუნების შესასწავლად. კაცის სწავლაცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის შენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენ, ძელზეძელს დასდებენ, ან ფიცარს ფიცარზე დააწყობენ, ისე კაცის სწავლაა _ ძველს სწავლას კაცი უმატებს ახალახალს”, _ წერდა მგოსანი.

მოზარდის გონება ყველაფერს ისრუტავს და ინახავს, ნანახსა და გაგონილს ერთმანეთს უხამებს, ადარებს, ამიტომ აღმზრდელობით საქმიანობაში ამის გათვალისწინება აუცილებელიაო.

“ვინც ბალღებს კეთილგონიერად ზრდის, იგია აღმზრდელი და გამაბედნიერებელი ერისა, ვინაიდგან სიყრმის დროს დათესილი კეთილი თესლი დიდობაში უხვად გამოიღებს ნაყოფს. ამიტომ აძლევს ჭეშმარიტი პედაგოგიკა უდიდეს მნიშვნელობას დაწყებით სწავლას, სიყრმის დროს მიღებულ შთაბეჭდილებათა” (ვაჟა-ფშაველა).

ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღევანდელ სკოლაში:

როგორ ასწავლიან პირველ კლასში მოსწავლეებს მნიშვნელობას სიტყვებისა: წინ და უკან

მათემატიკის წიგნის (ფოტო #1) მე-3 გვერდზე (ფოტო #2) ყველაფერი სწორად არის, მაგრამ 94-ე (ფოტო #3) გვერდზე მოცემული გაკვეთილით მასწავლებელი იძულებულია, ანტონიმებად გაასაღოს წინ და მომდევნო:

ფოტო #1
ფოტო #1
ფოტო #2
ფოტო #2
ფოტო #3
ფოტო #3
ფოტო #4
ფოტო #4

ყველას გაგონილი ექნება ქართული ანდაზა: წინა კაცი უკანას ხიდიაო, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის “ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში” ჩავიხედოთ, რაც, ჯობდა, თავის დროზე ამ წიგნის ავტორებს გაეკეთებინათ, სანამ ისეთ სერიოზულ საქმეს შეეჭიდებოდნენ, როგორიც წიგნის გამოცემაა, მით უმეტეს სახელმძღვანელოს შედგენა პირველკლასელთათვის…

“ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი” კი გვეუბნება, რომ წინ და უკან ანტონიმები, ანუ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებია.

იხილეთ ფოტო #4 _ ეს არის ამონარიდი “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” ერთტომეულიდან, რომლის მთავარი რედაქტორია უდიდესი ენათმეცნიერი არნოლდ ჩიქობავა.

წარმოდგენაც კი ძნელია იმ სურათისა, რომელსაც ამ გაკვეთილის ახსნისას კლასში შექმნილი სიტუაცია გამოიწვევს, მაგრამ ონლაინგაკვეთილების წყალობით, მშობლებსაც საშუალება მიეცათ, ამ აბსურდის გამო მასწავლებლისთვის მორიდებით კითხვები დაესვათ: რატომ არის, მაგალითად, 5-ის წინ 4, მომდევნო კი _ 6?!

ზოგიერთმა მორიდებულად შეაპარა კიდეც: ხომ არ აჯობებდა, შეკითხვა ასე დაგვესვა _ რომელი რიცხვია 5-მდე და 5-ის შემდეგო…

პატივცემულო გურამ ბერიშვილო, იათამზე კოტეტიშვილო და ბაკურ სულაკაურო!

ამ კითხვაზე მშობლებს თქვენ გაეცით პასუხი, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაასწორეთ თქვენი დაუდევრობით დაშვებული შეცდომები და მომავალ პირველკლასელებს მსგავსი დილემის წინაშე ნუ დააყენებთ!

პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო”, _ რა შესანიშნავად უთქვამს ქართველ ერს.

ფერადი მარცვლებისმეთოდზე აგებული სახელმძღვანელო

რაც შეეხება პირველი კლასის მშობლიური ენის სახელმძღვანელოებს, რომელთა ავტორები არიან: ნესტან კუპრავა, დოდო ნაზირიშვილი, მზია ფოფხაძე და მაია ხაზიური, თურმე “ფერადი მარცვლების” მეთოდზეა აგებული. ავტორები გვარწმუნებენ, რომ მისი დახმარებით მოსწავლეები ძალიან სწრაფად ეუფლებიან კითხვას. წიგნი გამოირჩევა ტექსტების თემატურ-ჟანრობრივი მრავალფეროვანებით, ხოლო პლასტილინისგან გამოძერწილი ფიგურების სამგანზომილებიანი ილუსტრაციები დადებით ემოციურ ეფექტს ახდენს ბავშვებზეო. კომპლექტში შედის სავარჯიშოებით მდიდარი სამუშაო რვეული და მასწავლებლის წიგნი, რომელშიც დაწვრილებით არის განხილული თითოეული გაკვეთილი.

ეს ის სახელმძღვანელოა, ჩემო მკითხველო, რომელშიც არაერთი სერიოზული შეცდომაა “გაპარული”. გახსოვთ, ალბათ, ცოტა ხნის წინათ აღშფოთება გამოვხატეთ არა მხოლოდ ბავშვებისთვის ასოების მოხაზულობის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზების გამო, არამედ სახელმძღვანელოს პირველ წიგნში “გაპარულ” შეცდომებზეც. მაგალითად, როცა მოსწავლეებს ნახატის მიხედვით პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: ვისი ხმაა? ქვემოთ კი ეხატა ბატი, კატა, ფუტკარი და ცხვარი და ეწერა სიტყვები _ სისინებს, ზუზუნებს, კიკინებს და კნავის. ვისი ხმააო?! მაშინ, როცა მასწავლებელი ეუბნება, რომ კითხვა ვინ მხოლოდ ადამიანს დაესმის…

აქვე ყურადღება მეორე საკითხსაც უნდა მივაქციოთ _ კითხვის სწორად დასმას. აჯობებდა: რა სისინებს? რა კიკინებს? რა კნავის? რა ზუზუნებს?

და არა: რისი ხმაა სისინებს? რისი ხმაა ზუზუნებს და ..

და მესამე _ სამარცხვინო ამბავია ნამდვილად:

პატივცემულო წიგნის ავტორებო, ცხვარი კი არ კიკინებს, ბღავის (იხ. “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი”, 1986 წლის გამოცემა, გვ. 67: “ბღავილი _ ძროხისა და ცხვრის ხმიანობა”), კიკინი კი თხას შეუძლია.

ახლა მშობლიური ენის მეორე წიგნში “გაპარულ უბრალო ლაფსუსებზე” გადავინაცვლოთ, მაგალითად, წიგნის ავტორები:

* ტირესა და დეფისს შორის განსხვავებას რომ ვერ არჩევენ (გვ.17 _ “ხე გადახვევს ხეს ხელს… მუხათხმელას, თხმელამუხას”, უნდა იყოს მუხა _ თხმელას…);

პატივცემულო წიგნის ავტორებო, ცხვარი კი არ კიკინებს, ბღავის

* რომ კუთვნილებით ნაცვალსახელს არსებითთან ერთად ბრუნებისას მიცემით ბრუნვაში აუცილებლად უნდა “ს” (გვ. 26 _ “...ჩემ შხამიან ისარს ჩავასობო”, უნდა იყოს ჩემს ისარს);

* რომ ქართულ სამპირიან ზმნაში ირიბობიექტური პირის ნიშნის უგულებელყოფა შეცდომაა (გვ. 38 _ “მელია დაპირდა”, უნდა იყოს დაჰპირდა);

სასვენ ნიშნებზე აღარაფერს ვიტყვით… და არც იმაზე, რომ “ბებია, პამიდვრის სალათს კი არა, პომიდვრის სალათას დაუმატებდა მწვანილს (მშობლიური ენა, მოსწავლის რვეული, გვ.44).

მათ გასაგონად, ვისაც ჰგონია, რომ ცხვარი კიკინებს, ვიტყვი, რომ მშობლები, რომლებიც დღეს ხმას არ იღებენ, ერთხელაც ცხვარივით გაცხარდებიან.

იაკობ გოგებაშვილისდედა ენა”, რომელიც პირველ კლასში შეუშვეს და არც შეუშვეს

ეს როგორო? _ იკითხავთ. დიახ, ასეც ხდება თურმე! სკოლებში სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეებსდედა ენისწიგნებიც დაურიგეს. ვერ დავიჩემებ, რომ ყველა სკოლაში ასე მოხდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რიგ სკოლებში იაკობ გოგებაშვილისდედაენისთვისხელიც არ უხლიათ და ასე გაპრიალებულგაწკრიალებული, გადაუფურცლავი უკანვე რომ უნდა დაებრუნებინათ მშობლიური სკოლის ბიბლიოთეკებისთვის უკვე მეორე კლასის მოსწავლეებს, უთხრეს, რომ ჩუქნიდნენ. რატომ მაინც და მაინც გოგებაშვილისდედაენას”? ალბათ, იმიტომ, რომ მას არც გაისად და არც შემდეგ ასწავლიან სკოლებში. არადა, ეს არის სახელმძღვანელო, რომელშიც გოგებაშვილის გარდა, მოცემულია აკაკი წერეთლის, შიო მღვიმელის, ვაჟაფშაველას, სულხანსაბა ორბელიანისა და სხვათა ნაწარმოებები, და რომელზეც თაობები გაიზარდნენ საქართველოში.

მერე რა, თუ დღევანდელ პირველკლასელთა თაობას არ ეცოდინება აკაკის “ვაშლი და შაქარა”, სულხან-საბას “ქორი და იხვი”, ვაჟას “ქორი და წიწილა”?! სამაგიეროდ გაეცვნენ მშობლიური ენის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორის: ნესტან კუპრავასა და ზემოხსენებულ კლასიკოსებზე უფრო “დიდი კლასიკოსების” შემოქმედებას.

ჰოდა, მაშინ ნუვჩხუბობთ, ახალგაზრდობა არ გვივარგაო! რას ჰქვია, არ გვივარგა? როგორც გაზარდე, იმნაირია, რას ერჩი ახალგაზრდობას?! კეთილი გენება და დაგეყენებინა გზაზე. ისინი ჩვენგან გაუბედურებული ახალგაზრდები არიან და ახლა არ მოგწონს? “ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი!” იმისთანა წყალწაღებული ერი ვართ, ყოველ გაზეთს აიღებ თუ ჟურნალს, დაუბეჭდე შიგ ილიასბედნიერი ერიდა დაინახავს, რაცა ვართ!.. ვივიწყებთ ამას ჩვენ. “ბაკულას ღორებიგაიხსენე, დავით კლდიაშვილის მოთხრობები. თუ არ წაიკითხავ არაფერს, არ გააცნობიერებ _ ვერაფერს გაიგებგაუნათლებელია ერი და ქვეყანა _ ამაშია საქმე!

განათლება გასართობად კი არაა _ აზროვნებისთვის არის!”

აი, ბატონო, მწარე სიმართლე, ოტია იოსელიანის პირით ნათქვამი. ამაზე უკეთესად იმის გამოხატვა, რაც ჩვენს სიტუაციას მოუხდება, შეუძლებელია!

დღეს ნაკლებად ისმის მსგავსი კრიტიკა თუ გულისტკივილი. თითქოს ყველაფერი აწყობილია _ უცხოელების კარნახით მომავალ თაობებს ვზრდით ლიბერალებად; “ახლებურად მოაზროვნეტოლერანტებად; ილიას, აკაკის, ვაჟას, გოგებაშვილისგარეშე, ხშირად მოზარდის ცუდ ან კარგ საქციელს მაგალითი განსაზღვრავს, ამიტომ არა მგონია, კარგი მაგალითი იყოს სახელოვანი წინაპრების ჯეროვნად არ დაფასება, მათი ღვაწლისა და შემოქმედების იგნორირება.

აი როგორ არ უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა.

ვაჟა-ფშაველა წერდა: ბოროტი არ იბადება არადროს კაცი, მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე”.

ახლი თაობა ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა აღვზარდოთ. მარტოკა კაცს იმდენი ძალღონე არა აქვს, რამდენიც მთელს ხალხის გროვას, კაცობრიობას. მთელს კაცობრიობას შეუძლიან გადასცეს თავისი გამოცდილება ახალ თაობას, ყველა ახალგაზრდას”, _ ამბობდა ვაჟა. შეუძლებელია არ დაეთანხმო, რადგან ქვეყნის, ერის წარმატების საიდუმლო მის წიაღში, განათლებულ, ტრადიციების ერთგულ და პროგრესულად მოაზროვნე ახალ თაობაშია. ერი მაშინ იღუპება, როცა ახალგაზრდობას არ შესწევს ძალა, შექმნილს, უკვე არსებულს გაუფრთხილდეს და მას რაიმე ახალი, საკუთარი ვერ მიუმატოს. ცოდნა და განათლება არის იარაღი, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედებს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here