საბერძნეთში აშშ–ის ელჩი ჯეფრი პაიეტი შეხვდა ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოს იერონიმეს და მადლობა გადაუხადა უკრაინის “რასკოლნიკური” ახალი ეკლესიის აღიარებისთვის.
შეხვედრის შემდეგ პაიეტმა აღნიშნა იერონიმეს გადაწყვეტილების “ისტორიული მნიშვნელობა” და განაცხადა, რომ არქიეპისკოპოსს გადასცა მსოფლიოში რწმენის თავისუფლების საკითხების კურატორ სემუელ ბრაუნბეკის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “აღიარებს იერონიმეს სიბრძნეს”. იერონიმემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პაიეტმა და მან ილაპარაკეს ლტოლვილებისა და უკრაინის პრობლემებზე.