26 იანვარს პარიზში გაიმართა “ნორმანდიული ფორმატის” (რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია) წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც 8 საათს გაგრძელდა.
აი ამ შეხვედრის ძირითადი შედეგები:
* ყველა მხარე შეთანხმდა, რომ მშვიდობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინელ სამხედროებსა და დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების თავდაცვის ძალებს;
* “მინსკის შეთანხმება” უპირობოდ უნდა შესრულდეს _ ეს არის “ოთხეულის” ყველა წევრის აზრი;
* “ნორმანდიული ფორმატის” მონაწილეებმა თავი უნდა დაანებონ “მინსკის შეთანხმების” სხვადასხვანაირად წაკითხვასა და გაგებას. პოზიციების დასაახლოებლად დაინიშნა ახალი შეხვედრა, სავარაუდოდ, 2 კვირის შემდეგ.
მოლაპარაკებების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ის ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. საფრანგეთმა, გერმანიამ და უკრაინამ მოლაპარაკებების 2 კვირით გადაწევა მოითხოვეს. ამ პერიოდში მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაციები დაპირისპირებული მხარეების გამყოფ ხაზზე, ამ პროვოკაციების მიზანი კონფლიქტში დონბასისა და მასთან ერთად რუსეთის ჩართვა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ “ნორმანდიულ ფორმატში” რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი კოზაკმა ერთმანეთთან არ დააკავშირა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი და რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, აშკარაა, რომ უახლოეს დღეებში კრემლი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამომავლო მოქმედებების შესახებ აშშ-ისა და ნატოს “პასუხების” მიმართ.
divanpolitikan.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა