Home სხვადასხვა დაიჯესტი “ნიუკასლის” ექსმწვრთნელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყმაწვილებზე ძალადობისთვის

“ნიუკასლის” ექსმწვრთნელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყმაწვილებზე ძალადობისთვის

665
“ნიუკასლის” ექსმწვრთნელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყმაწვილებზე ძალადობისთვის

2002 წელს იგი ციხეში იჯდა ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით.

ინგლისურ საფეხბურთო კლუბ “ნიუკასლის” ყოფილ მწვრთნელ ჯორჯ ორმონდს 20 წელიწადი მიუსაჯეს ყმაწვილებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, _ იუწყება ბი-ბი-სი. ბავშვებს შორის უმცროსი მხოლოდ 11 წლისა იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ 62 წლის ორმონდი დამნაშავეა წარდგენილ 35 პუნქტში.

2016 წელს, როცა აგორდა სკანდალი ინგლისურ ფეხბურთში პედოფილიის არსებობის შესახებ, ბავშვების მწვრთნელ ბარი ბენელს 31 წლით პატიმრობა მიესაჯა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here