Home ახალი ამბები “”ნაციონალურ მოძრაობას”სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, მაგრამ უნიჭოები არიან

“”ნაციონალურ მოძრაობას”სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, მაგრამ უნიჭოები არიან

1087

”ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურს, აქაც მზად ვართ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნაზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით რიგგარეშე საგანგებო სხდომა ჩატარდეს.

კახა კალაძის თქმით, გუშინ თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობას იღებდა თბილისის მერიის ამ საკითხში ყველა კომპეტენტური პირი და თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს რაიმე შეკითხვები გააჩნდათ, შეეძლოთ მათთვის დაესვათ.

”ერთია, გაღელვებდეს და გული შეგტკიოდეს დედაქალაქზე განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე და მეორეა, შენი ვიწრო გონებით მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებისკენ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვართ, თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან ვინც კონსტრუქციულია. ვისაც გული შესტკივა დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე, ყველასთვის კარი ღიაა, მაგრამ ამ ადამიანებს გარკვეული სატელევიზიო შოუების მოწყობა სურთ, თუმცა აქაც ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უნიჭოები არიან, ესეც არ გამოსდით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here