ლისის ტბაზე რამდენიმე დღის წინათ გამართულ გაურკვეველი წარმოშობის ფესტივალზე, რომელსაც „თბილისი ოუფენ ეარ” – ს უწოდებენ და, რომელზეც ახალგაზრდები ყირაზე გადადიან, ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილე ერეკლე გეწაძემ რუსეთის ფედერაციის დროშაზე სახალხოდ მოშარდა.
ამ ფაქტს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ყველა რუსული საინფორმაციო საშუალება განიხილავდა. რუსული მხარის აღშფოთებას მალე რეაგირებაც მოჰყვა _ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა „რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება გასცა”.
„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ გამომძიებლებს დაავალა, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რათა დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ”, _ ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მიუხედვად იმისა, რომ გეწაძის საქციელი დაგმო ქართველმა საზოგადოებამ, ქვეყნის ხელისუფლებას გეწაძის წინააღმდეგ არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გაუტარებია…
თბილისში მომხდარ ვანდალურ აქტზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოში გაურკვეველმა პიროვნებამ გაურკვეველ ფესტივალზე რუსეთის დროშას მიაშარდა. ეს საშინელებაა!..
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ მარია ზახაროვას მყისიერი განცხადება მომხდარის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამარცხვინო საქციელით, რომელიც ერთმა ადამიანმა ჩაიდინა, მთელი ერი გაისვარა. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეუძლია ერთ ტალახიან ღორს მთელი ერის გასვრა. ბინძურმა, მდაბიო ადამიანმა წარმოაჩინა, რომ ქართველ ერს შეუძლია ამის ჩადენა.
ოკუპანტის დროშას დააშარდაო, _ თავს იმართლებენ, მაგრამ მათ ვეტყვი: თუ ოკუპანტია, რამის თავის თუ გაქვს, წადი უკრაინაში და იომე, 2008 წელს ომი გვქონდა, გეომა… მაგრამ მათ ბრძოლა არ შეუძლიათ, მათ მხოლოდ სიბინძურის ჩადენა და სამშობლოს ღალატი შეუძლიათ. სამშობლოს ღალატი მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემა კი არა, მეზობელი ქვეყნის კულტურაზე, სახელმწიფოს სიმბოლოზე დარტყმაც არის. გეწაძეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. დაუშვებელია, ერთმა ღორმა მთელი ერი გასვაროს, ამის უფლება არავის აქვს…
_ რამდენიმე წლის წინათ მცხეთაში ახალგაზრდა კაცი, მცირეწლოვანი შვილების პატრონი, ევროკავშირის დროშის ჩამოხევისთვის დააპატიმრეს. ამ ფაქტს იმხანად დიდი ამბავი მოჰყვა. ეს ახალგაზრდა დიდი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, რუსეთის დროშაზე დამშარდავი გეწაძე კი დასჯილი არ არის…
_ ეს ორი დროშა შინაარსობრივად განსხვავებულია. ევროკავშირის დროშა არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის, ამ დროშის დაწვის ან დახევის გამო შეურაცხყოფილი არავინ რჩება… გეწაძემ კი რუსეთის, კონკრეტული ქვეყნის, დროშა შეურაცხყო. ასეთი ქმედება უნდა დაისაჯოს!
_ რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყებისას, როდესაც საქართველოში ბევრმა გამოფინა უკრაინის დროშა, ერთმა ქართველმა უკრაინის დროშა ჩამოხსნა და დახია. ეს ადამიანი საშინელ დღეში ჩააგდეს _ უზარმაზარი ჯარიმა გადაახდევინეს… ახლა კი რუსეთის დროშის შეურაცხყოფის გამო ხელისუფლებას შეშფოთების მეტი არაფერი გამოუთქვამს…
_ ეს ხელისუფლების წარმომადგენელთა პრობლემაა, მათ პიარზე აგებული მიდგომები აქვთ. ის, რაც ვიღაც გეწაძემ ჩაიდინა, პიარის გამო არ დაიგმო… გვყავს კი ჩვენ რომელიმე მეზობელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები არ აქვს მისაკუთრებული? ახლა აქ ამის ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ყველამ კარგად ვიცით. საინტერესოა, წლებს აქვს მნიშვნელობა – რომელმა ქვეყანამ რა დროს წაგვართვა ტერიტორია? მტერი მტერია… დღევანდელი პოლიტიკისთვის თურმე დროს აქვს მნიშვნელობა, გავა წლები და რუსეთიც ისეთივე მეგობარი იქნება, როგორიც თურქეთია… ასე აზროვნებენ და არ ფიქრობენ ტერიტორიების დაბრუნების გზებზე.
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ქვეყანა დაზიანდა; ვერ მიხვდნენ, რომ იმ ერთმა პიროვნებამ ერი დააზიანა. პიარის კარნახით მოქმედებენ და ვერ ხვდებიან, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი.
ძალიან გაასაზიზღრეს ყველაფერი ლიბერალ-ფაშისტებმა, გაასაზიზღეს ისე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სიმპათიაც კი უჩნდება დამპყრობლისადმი. ამაზრზენი ადამიანების მდაბიო საქციელებმა გვიჩვენეს, რომ ,,დამპყრობელი” ჩვენზე უკეთესია. ჩვენ გაცილებით ამაზრზენად გამოვიყურებით, ვიდრე ის ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო. ეს ღალატია, ძალიან დიდი ღალატი.
_ ერთმა ღორმა გასვარა ჩვენი ერიო, _ თქვით, მაგრამ რუსულ არხებზე განაცხადეს, რომ ქართველი ხალხი შეშფოთებულია, რომ ვიღაც გეწაძეს მხარს არ უჭერენ, მაგრამ ელოდებიან ხელისფლების შესაბამის რეაგირებას, რომელიც არ ჩანს…
_ ხელისუფლება, როგორ ზემოთ აღვნიშნე, ლიბერალ-ფაშიტების პიარის მსხვერპლია. იმის ნაცვლად, რომ გააანალიზოს, რა პროცესებია დასაწყები რუსეთთან ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად, იმის ნაცვლად, რომ ტელევიზიებში დებატები მოაწყონ თემაზე _ რა დავაკელით ქვეყანას, რა გვაქვს გასაკეთებელი, სიბნელის პროპაგანდას ეწევიან არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოში. სამწუხაროდ, საქართველოზე დიდი ყურადღებაა მოპყრობილი და ყველა დეტალს აშუქებენ უცხოური ტელევიზიები.
საქართველოში საჭიროა პოლიტიკის შეცვლა. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით კონფლიქტის დროს. ქვეყანა, რომლის მოსახლეობა სამი მილიონია, 150-მილიონიან უძლიერეს სახელმწიფოს ვერ შეებრძოლება _ ეს ფაქტია, ამიტომ ჩვენ, დიალოგის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს _ აი ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ, ხოლო ვიღაცის მიერ დროშაზე მიშარდვა ჩვენი განსჯის საგანი არ უნდა იყოს. ამის გამკეთებელი უსწრაფესად უნდა დასჯილიყო…
_ რუსეთის ფედერაციის დროშის შეურაცხმყოფლის წინააღმდეგ თვითონ რუსეთის სპეცსამსახურები იმუშავებენ, ამის შესახებ უკვე განცხადეს…
_ ეს ფაქტი კიდევ უფრო ართულებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებას. ეს საფრთხის შემცველია, რადგან, თუკი რუსეთმა აქ თვითონ დაიწყო ასეთი ადამიანების დასჯა, კარგს არაფერს მოგვიტანს. უზნეო ქართველმა თავი მოგვჭრა. ეს ჩვენი ქვეყნის ტრგედიაა… გეწაძემ ღირსება შეულახა ქართველ ერს, ეს ძალიან მკაცრად უნდა შეფასდეს.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაშიც ბევრია ფაშისტ-ლებერალების მხარდამჭერი. როგორ მოხვდნენ ისინი იქ, არავინ იცის. ალბათ, ესეც გამოსაძიებელია… ავადმყოფებს, კრიმინალებს ხელისუფლებაშიც ჰყავს მხარდამჭერები, ეს ძალიან საშიში ვითარებაა!
რუსეთი, ალბათ, პრაგმატულად მიუდგება ამ კონკრეტულ საკითხს. არ მგონია, რომ საქართველოს დაარტყას ერთი უზნეო ადამიანის გამო, მაგრამ ცუდია, რომ თვითონ შეიძლება შეეცადოს მსგავსი ფაქტების აღკვეთას…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი