ნანა კაკაბაძე: რატომ უპირისპირდება პროდასავლური საქართველო დასავლეთს

    “სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 3,5-მილიონიან საქართველოს დაახლოებით 25 ათასი პატიმარი ჰყავდა, რომლითაც მსოფლიოში ლიდერის ადგილს იკავებდა 100 ათას მოსახლეზე 500-ზე მეტი პატიმრის რაოდენობით”

    22

    2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საქართველოში ჩატარდა პლებისციტი საკითხზე _ გვინდა თუ არა ნატოში გაწევრება. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, მაგრამ მაშინვე ითქვა, რომ არჩევნებიც გაყალბებული იყო და პლებისციტის შედეგებიციმ დღიდან საქართველო პროდასავლურ კურსს ადგას, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ დასავლეთი არც ისეთი კეთილი მეგობარია, როგორადაც წარმოგვიჩენდნენადამიანის უფლებათა დამცველმა ნანა კაკაბაძემ სწორედ ამ საკითხზე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “2003-2012 წლებში საქართველოს მართავდა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ეს ხელისუფლება და მათი ლობისტები საერთაშორისო საზოგადოებას რეგულარული პროპაგანდით თავს ახვევდნენ ცრუ ნარატივს, რომ თითქოს ისინი იყვნენ რეფორმატორები, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების დამცველები. საქართველოს მოსახლეობისთვის კი ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ, ჩამოეყალიბებინათ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების შესახებ ყალბი სტერეოტიპები.  ჩვენი ბევრი დასავლელი მეგობარი ვერ ხედავდა ან თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ ამ ცრუ პროპაგანდის უკან იდგა საქართველოშინაციონალური მოძრაობისმიერ დამყარებული ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომელიც მმართველობის 9 წლის განმავლობაში ფაშისტური მეთოდებით სასტიკად ახშობდა დემოკრატიის ყველა ფორმას და უხეშად ლახავდა ადამიანის უფლებებს.

    დასავლეთის მიერ სააკაშვილის ხელისუფლების ფავორიტად არჩევის მიზეზი იყო ამ რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი ლიდერის მხრიდან პროდასავლური და ანტირუსული რიტორიკა, რომლის გამოც ჩვენი ბევრი დასავლელი კოლეგა თვალს ხუჭავდა იმდროინდელი ხელისუფლების მკვეთრად გამოხატულ ანტიდემოკრატიულ საშინაო პოლიტიკაზე. ამის ნათელი დადასტურება იყო 2005 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტი, რომლის დროსაც მან სააკაშვილის რეჟიმს საჯარო გამოსვლაში „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. ამის შემდეგ ბუშის ეს გამონათქვამი დროშასავით ააფრიალა სააკაშვილის ხელისუფლებამ და თავისი ანტიდემოკრატიული ქმედებების მიმართ გამოთქმულ ყველა კრიტიკის დამცავ ფარად იყენებდა. სინამდვილეში სააკაშვილის გუნდის მხრიდან წარმოებული პროდასავლური და ანტირუსული რიტორიკის მიღმა იდგა რუსეთისათვის ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტის გადაცემაანტიდემოკრატიული მეთოდებით ქვეყნის მართვა და ვითომ ანტირუსული პოლიტიკის გატარების შედეგად რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის საშუალების მიცემა.

    მართალია, დასავლეთი ამ ყველაფერზე თითქმის 10 წლის განმავლობაში თვალს ხუჭავდა, მაგრამ, რაც უნდა ლამაზი ფრაზეოლოგიით შეეკაზმა საკუთარი ქმედებები, ქართველმა საზოგადოებამ, ანუ იმ ხალხმა, რომლის კისერზეც გადაიარა “დემოკრატიის შუქურად” წოდებულთა 9-წლიანმა სისხლიანმა ტერორმა, “ ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდს ერთმნიშვნელოვნად უწოდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ფუნდამენტური პრინციპების მიწასთან გასწორების ხანა და “ავტორიტარული სისხლიანი 9 წელიწადი”.

    სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სრულიად იგნორირებული და ფორმალური ხასიათის მქონე იყო დემოკრატიის საფუძველთა საფუძველი _ ხელისუფლების 3 შტოდ (საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად) დანაწილების პრინციპი – მათი დამოუკიდებლობა, ურთიერთდაბალანსება და ურთიერთკონტროლი, ასევე აშკარა იყო კონსტიტუციისა და კანონების ჭრა-კერვა და საკუთარ ტანზე მორგება პირველი პირის ნება-სურვილითა და ხუშტურებით, სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდნენ მხოლოდ აგიტაცია-პროპაგანდის იარაღად ქცეული სახელისუფლო ტელევიზიები, ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნა და მისთვის მტრული ქვეყნის აგენტის იარლიყის მიკერება და ა. შ.

    სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის ნების წინააღმდეგ ვერც პარლამენტი გადადგამდა ნაბიჯს და ვერც სასამართლო. მათი ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვადაში იღებდა პრეზიდენტ სააკაშვილისგან ნაკარნახევ ნებისმიერ კანონს. უზენაესი საბჭოს ტიპის ნაცების ბუტაფორიული პარლამენტის არსებობა რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს, რადგან იმჟამინდელ საქართველოშიადამიანის უფლებების, დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული ღირებულებების დაცვადმიიჩნეოდა ხელისუფლების მხრიდან მმართველი პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან და იმის მუდმივი პროპაგანდა, რომ, რაც კარგია მმართველი პარტიისთვის, ის კარგია ქვეყნისთვის და რომ ამიტომ ნებისმიერი კანონი უნდა მოერგოს მმართველი პარტიის ინტერესებს. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ ითვლებოდა ნებისმიერი დონის არჩევნებში ყველანაირი უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მმართველი პარტიის გამარჯვების დასაფიქსირებლად, რადგანაც “მხოლოდ “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცოდა ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა” და ამიტომ ნებისმიერ არჩევნებში წარმატების მისაღწევად სრულიად გამართლებულად ითვლებოდა მთელი სახელმწიფო რესურსების (სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფო ფინანსები, რეპრესიული მეთოდები, უსამართლო სასამართლო და ა. შ.) გამოყენება.

    სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან პერიოდში მიმდინარეობდა ბიზნესმენების დევნა და მათი დარეკეტება. ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, მაგრამ ისე წარმოჩენა, რომ ნებაყოფლობით დათმო; მათ, ვინც ამას ნებაყოფლობით არ თანხმდებობდნენ, გამოგონილი ბრალდებებით აპატიმრებდნენ, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ კი „ჭკუაზე მოჰყავდათ“, რის შემდეგაც პატიმარი ბიზნესმენები იქით ეხვეწებოდნენ ხელისუფლებას, ოღონდ გაგვათავისუფლე და იმაზე მეტ ქონებას გადავცემ სახელმწიფოს, ვიდრე დაპატიმრებამდე ჩემგან მოითხოვდითო. ამის მიზეზი იყო პენიტენციურ სისტემაში შექმნილი გაუსაძლილი პირობები, პატიმართა საკნების გადატვირთულობა, თანამშრომელთა მხრიდან მორალური, ფიზიკური და სექსუალური ზემოქმედება პატიმრებზე და ამიტომ პატიმართა უმრავლესობა ყველანაირად ცდილობდა, თავი დაეღწია პენიტენციური ჯოჯოხეთისთვის.

     9 წლის განმავლობაში, ნოტარიუსების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების მხრიდან კერძო საკუთრებების (სახლების, მიწის ნაკვეთების, ქარხნების, მანქანების და ..) გადაცემაჩუქება სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლების მიერ მითითებულ პირებზე. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 3,5-მილიონიან საქართველოს დაახლოებით 25 ათასი პატიმარი ჰყავდა, რომლითაც მსოფლიოში ლიდერის ადგილს იკავებდა 100 ათას მოსახლეზე 500-ზე მეტი პატიმრის რაოდენობით. პატიმართა საყოველთაო აღიარებისა და ასეულობით ჩვენების საფუძველზე დადასტურდა წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში სისტემური წამებისა და სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პენიტენციური სისტემის ასეულობით ხელმძღვანელი გაასამართლეს.

    საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად სააკაშვილის ხელისუფლება არ ერიდებოდა ეჭვმიტანილი ან რეჟიმის ოპონენტი პირების გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე პირდაპირ ქუჩებში ჩახოცვას. ამას შემდეგ იმით ამართლებდნენ, რომ თითქოს ისინი პოლიციას უწევდნენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. სააკაშვილის ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში ქუჩებში ჩახოცა 150-ზე მეტი ახალგაზრდა.

    სასამართლო ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პროკურატურის დანამატს წარმოადგენდა, რის გამოც, პრაქტიკულად, არ არსებობდა გამამართლებელი განაჩენები, კანონმდებლობა გახდა უკიდურესად სასტიკი, რის გამოც ხელისუფლების მხრიდან ყველა უსამართლობა და უკეთურობა სწორედ კანონისა და სამართლიანობის სახელით ხორციელდებოდა. რეჟიმის მმართველობის 9-წლიან პერიოდში სასამართლო პროცესებზე აკრძალული იყო არა მხოლოდ ჟურნალისტების დასწრება, არამედ დამსწრეების მიერ მობილური ტელეფონების სასამართლო დარბაზში შეტანაც ი. რეჟიმის შეცვლის შემდეგ სასამართლოები გაიხსნა ჟურნალისტებისთვისაც და სატელევიზიო კამერებისთვისაც. ასევე ნებადართულია მობილური ტელეფონებით ნებისმიერი მსურველის პროცესზე დასწრება.

    სააკაშვილის რეჟიმის 9-წლიან პერიოდში საქართველოში “ადამიანის უფლებების, დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული ღირებულებების დაცვად” მიიჩნეოდა ნებისმიერი უსამართლობის კანონის სახელით განხორციელება, ხოლო ამის პარალელურად ბოლშევიკურ სტილში, აღმატებულ ხარისხში საუბრით მოსახლეობისათვის ტვინების გამორეცხვა იმით, რომ თითქოს ქვეყანა აღმშენებლობის გზით მიდიოდა, იზრდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი, შენდებოდა გზები, სკოლები, საავადმყოფოები, ძლევამოსილი ხდებოდა არმია და პოლიცია, “მარცხდებოდა” კორუფცია, ქვეყანა წინ მიდიოდა გაერთიანების, ბედნიერების, ნათელი მომავლისა და აყვავების მიმართულებით და ა. შ. ამ ფონზე კი ხდებოდა ქვეყანაში დანერგილი იმ უკანონობის, უსამართლობის, ელიტარული კორუფციისა და სხვა მრავალი მანკიერი მხარის დამალვა და მიფუჩეჩება, რაც იწვევდა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს.

    გთავაზობთ სააკაშვილის პარტიის მმართველობის წლების ყველაზე გახმაურებული და დადასტურებული ფაქტებისა და მოვლენების ნაწილის მხოლოდ ზედაპირულ ჩამონათვალს და მკითხველისთვის ნათელი გახდება, თუ რატომ იბრძვის ქართველი საზოგადოების უმრავლესობა, რომ სააკაშვილსა და მის პარტიას არ მიეცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა:

    1. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე “ნაცმოძრაობამ” შექმნა „პოლიციისა და პროკურატურის განვითარების“ არალეგალური ფონდები, რომლებშიც დაპატიმრებულთა უმრავლესობას არიცხვინებდნენ სოლიდურ თანხებს, რომლებიც არ მიემართებოდა ბიუჯეტში, და პარტია ამ თანხებს იყენებდა საკუთარი საჭიროებისთვის. ფულს არიცხვინებდნენ საქმეებთან კავშირში არმყოფი მესამე პირების სახელით, რათა ვერ მოხერხებულიყო იმის იდენტიფიცირება, რომელი სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა ამ ფონდებში თანხის გადარიცხვა;

    2. დღეს მიხეილ სააკაშვილი სამართლდება ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტის (დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარი) მითვისებისთვის;

    3. მსოფლიომ შეიტყო შევარდნაძის ხელისუფლების კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სააკაშვილთან პირადად დაპირისპირებული სულხან მოლაშვილის პატიმრობაში ყოფნისას მისი სასტიკი წამების შესახებ, რომლის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის (პოლიტიკური დისკრიმინაცია) დარღვევა, მისი დაპატიმრების, წამებისა და დასჯის დადასტურებულ მიზეზად გამოაცხადა  პოლიტიკური ინტერესი;

    4. სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ახალგაზრდა ბანკირ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართვა მკვლელების შესაბამისი პასუხისმგებლობისგან არიდების საქმეზე ასევე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამივე შტო და პირადად პრეზიდენტი ჩართული იყო იმაში, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება. აღნიშნულ საქმეზეც სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

    5. სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის დავალების საქმეზე, დეპუტატი სიკვდილისაგან იხსნა მხოლოდ დროულმა სამედიცინო ჩარევამ;

    6. 20 წლის ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის, ქუჩაში ჩაცხრილვის საქმეზე მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა დამნაშავეების გასამართლება და პოლიციის მაღალჩინოსნებისათვის სასჯელის შეფარდება;

    7.  2006 წლის 12 იანვარს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, ძმებმა დავით და ბაჩანა ახალაიებმა სისასტიკის დემონსტრირებით ძალაუფლების განმტკიცებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საყოველთაო შიშის დანერგვის მიზნით თბილისში არნახული სისასტიკით ჩაცხრილეს ქ. რუსთავის ციხეზე თავდასხმის მომმზადებლებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი  სრულიად უდანაშაულო  სამი ახალგაზრდა – შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ბაჩანა ახალაიას, ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება. მართალია, ბაჩანა ახალაიას დაკავება და მისი მსჯავრდება ამ და სხვა საქმეებზე მოხერხდა, მან უკვე მოიხადა 7-წლიანი სასჯელი, მაგრამ მისი ძმა, დაუსწრებლად მსჯავრდებული დათა ახალაია, დღემდე თავისუფლად ცხოვრობს ევროკავშირის ტერიტორიაზე და მისი გადმოცემისაგან ევროპული ქვეყნები თავს იკავებენ იმ მოტივით, რომ თითქოს მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა; 

    8. ასევე, გახმაურებული იყო სამხედრო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეზე ციხეში განხორციელებული წამება პოლიტიკური ნიშნით და ამ წამების შედეგად  მისი გარდაცვალება;

    9. სააკაშვილის მაღალჩინოსნების დავალებით მოხდა ახალგაზრდების _ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის ქუჩაში ჩაცხრილვა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა მოკლულის მომჩივანი ოჯახის სასარგებლოდ;

    10. ასევე, საყოველთაოდ ცნობილია სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანების მიერ 2007 წლის 7 ნოემბრისა და  2011 წლის 26 მაისის სასტიკი და არაადამიანური მასობრივი დარბევები პოლიტიკური ოპონენტების მიერ მოწყობილი მრავალათასიანი დემონსტრაციების დროს, როცა მოხდა 2 პირის ნიკა კვინტრაძისა და გიორგი ასათიანის მკვლელობა და ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება;

    11. დანაშაულთან ბრძოლის საბაბით, არაადამიანური მეთოდებით, ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელის გამოყენებით, უშუალოდ სააკაშვილის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ჩატარდა სპეცოპერაცია მაღალმთიან სვანეთში აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ. მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ჩაცხრილეს მისი ბაბუა, მამა და ბიძა, რასაც შედეგად მოჰყვა ამ ბავშვის დედის ფსიქიკური აშლილობა;

    12. საზოგადოების დაშინების მიზანი ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლების პირველივე თვეებში ჩატარებულ ტელედაპატიმრებებს, რომელშიც შედიოდა შოუები ღამით ოჯახებში შევარდნით და თითქმის შიშველი, მძინარე ადამიანების დაწიოკების ჩვენებით;

    13. საკუთარი ძლევამოსილების დასამტკიცებლად სააკაშვილმა ბრძანა ქუთაისში საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების ძეგლის დემონსტრაციული აფეთქება, რასაც იქვე ახლოს მყოფი დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა;

    14. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამეგრელოს რეგიონში აღმოჩნდა ათასობით კასეტა, რომლებზეც ჩაწერილი იყო დაკავებულთა წამების, მათზე სექსუალური ძალადობის ასეულობით ფაქტის ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც გაუპატიურებულის დასაშანტაჟებლად იყენებდა სააკაშვილის ხელისუფლება;

    15.  2012 წელს, სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, შსს-ში აღმოაჩინეს თვალთვალისა და მიყურადების დამადასტურებელი ათასობით ფაილი, მათ შორის იყო სექსუალური შინაარსის ასეულობით  ფაილი, რომლებიც ელჩებისა და ექსპერტების თანდასწრებით განადგურდა;

    16. ასეთ მოქმედებებს ახალისებდა პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის საჯარო გამონათქვამები, რომლებიც პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდებდა სამართალდამცველებს, ტყვია არ დაეშურებინათ მოწინააღმდეგეების მიმართ, ხოლო დანარჩენები ციხეში გაეშვათ. ცნობილია მისი საჯარო მოწოდება: „ყველანი ციხეში!“, ასევე საყოველთაოდ ცნობილი იყო  სააკაშვილის რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრის მოწოდება: „ესროლეთ დამიზნებით!“, აგრეთვე, ამ უკანასკნელის ბრძანება და მოთხოვნა ხელქვეითებისადმი: „ორი გვამი მინდა!“, რომელიც მან გასცა ერთ-ერთი ოპერაციის დროს;

    17. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კანონში შეიტანეს  ცვლილება, რომლითაც სავალდებულო შეიქნა ყველა დანაშაულის შეკრებითობა, რამაც გამოიწვია უმცირეს დანაშაულებზეც კი უდიდესი სასჯელების შეფარდება, ქონებების გაყიდვა და თავის დახსნა, წამების, გაუპატიურებისა და სიკვდილის შიშით საპროცესო შეთანხმებების მასობრივად გაფორმებები. ამ ყველაფერმა ადვოკატის ინსტიტუტის არსებობას მნიშვნელობა დაუკარგა და ფარსად აქცია;

    18. მოსამართლეებისათვის შემოიღდეს ე. წ. გაიდლაინების გამოყენების სავალდებულობა, რამაც, ფაქტობრივად, მორჩილი მოსამართლეების არსებობაც კი ფორმალობად აქცია, რადგან “გაიდლაინები”  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის ფარგლებშიც კი ითვალისწინებდა მოსამართლის შეზღუდვას. პირობითი ან მსუბუქი სასჯელების შეფარდება შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურატურის ნებართვით;

    19. ასე დამყარდა სააკაშვილისეული ფაშისტური რეჟიმი, რომელიც გერმანული ფაშიზმისგან განსხვავებით საკუთარ ერს – ქართველებს ანადგურებდა. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმ ბოროტებისა, ადამიანის უფლებების ხელყოფისა, რომლებიც ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. უფრო მეტს და უფრო მეტი ტკივილით ამ და სხვა უამრავ ფაქტებზე თვითონ ქართველი ხალხი გიამბობთ, თუკი დაინტერესდებით, ჩამორძანდებით  საქართველოში და შეხვდებით  სააკაშვილის რეჟიმის მიერ 9-წლიანი ბოროტებით დაზარალებულ მოსახლეობას;

    20. ამ ყველაფერს დასავლეთი ან აქებდა, ან დუმდა, ვინაიდან გერმანული ფაშიზმისგან განსხვავებით ეს მათ არ შეხებია. ეს მხოლოდ საქართველოს შეეხო და ამის შემდეგ სწორედ ამ რეჟიმის ჩამოშორების მიზნით პოლიტიკაში შემოსულ მილიარდერს მთელი საქართველო გაჰყვა და 2012 წელს უპრეცედენტო აქტივობით ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა და 2012 წლის მერე ჩატარებულ ყველა არჩევნებში, რომლებიც დასავლეთის მიერ იყო ლეგიტიმურად და დემოკრატიულად შეფასებული, ნაცოპოზიცია ყოველთვის სასტიკად მარცხდებოდა;

    21. ამიტომ სააკაშვილისნაცმოძრაობამდა მისგან ფორმალურად გამოყოფილმა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებაში მოსასვლელად აირჩიეს არა კონსტიტუციურ არჩევნებში გამარჯვება, არამედ დესტაბილიზაცია, გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ამ გზას ადგანან ისინი დღესაც და რაოდენ სავალალოა პროევროპულად განწყობილი ქართველი ხალხისთვის, ევროპის არაობიექტური, ადამიანის უფლებათა დარღვევით, საქართველის სუვერენიტეტის ხელყოფით უხეში ჩარევა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ნაცკრიმინალების მხარდაჭერის მიზნით, რათა ისინი, როგორც დასავლეთის ყურმოჭრილი მონები და ყველა უკანონო რეკომენდაციისა თუ ბრძანების შემსრულებლები, ქართველი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ დააბრუნონ ხელისუფლებაში.

    როგორც აღვნიშნეთ, ქართველმა ხალხმა საკუთარ ზურგზე გადაიტანა სააკაშვილის მმართველობისას დამყარებული სასტიკი რეჟიმი; დაინახა, რომ ევროპულ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამ რეჟიმის აპელირება მხოლოდ მათ მიერ დამყარებული ანტიდემოკრატიული რეჟიმის ლამაზად შეფუთვის მცდელობა იყო. რეჟიმის ლამაზად შეფუთვას ქართველმა ხალხმა „ფასადური დემოკრატია“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 9-წლიანი მმართველობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში რეჟიმის მიერ ხდებოდა არჩევნების მასობრივი გაყალბება, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა დიდი უპირატესობით დაამარცხეს დიქტატურა. ამის შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ ადგილობრივ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო 8 არჩევნებში ქართველი ამომრჩეველი მუდამ დიდი უპირატესობით ამარცხებდა სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას.

    ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტები მაინც თავგამოდებით იცავდნენ ამ პარტიას, ცდილობდნენ მის გათეთრებას, ვერ ხედავდნენ მის ანტიდემოკრატიულ ხასიათს და დღემდე დაჟინებით უმტკიცებენ ქართველ ხალხს, რომ სწორედ ეს პარტიაა დასავლური იდეების მატარებელი და ყველანაირად უწყობენ ხელს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ დამნაშავე პარტიის რეანიმაციასა და რეაბილიტაციას. ამ ფერხულში ჩაბმულია საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც დასავლეთიდან ზეწოლის შედეგად შეწყალებით ათავისუფლებს კრიმინალებს, რის გამოც ვერ ხდება დაზარალებულთა უფლებების სრულფასოვანი დაცვა და კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს მრუდე  პროცესი იწვევს საზოგადოების უკმაყოფილებას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.

    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი, დღევანდელი ხელისუფლების დაპირებებში ისევ გაჩნდასამართლიანობის აღდგენადა რეჟიმის გასამართლება. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ისევე, როგორც ყველა დემოკრატიული ქვეყნის მმართველობები, საქართველოს ხელისუფლებაც გასცემს იმ დაპირებას, რომელსაც ხალხი ელის მისგან.

    სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიმართ დასავლეთის ლოიალური დამოკიდებულება საფუძვლად დაედო საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილის ფრუსტრაციას ევროპისადმი და, ზოგადად, დასავლეთისადმი. იმის მიუხედავად, რომ ქართველი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი პროდასავლური განწყობისაა, სწორედ დასავლელი ლობისტების მხრიდან იმის დაჟინებულმა მტკიცებამ, რომ სააკაშვილისნაციონალური მოძრაობააპროდასავლური პარტია და კვლავაც ეს პარტია მიიჩნევა მათ მიერდემოკრატიის შუქურად“, ქართველი მოსახლეობის უდიდეს ნაწილში გამოიწვია იმ აზრის დომინირება, რომ, თუ ანტიდემოკრატიული, სადისტური რეჟიმი ითვლება პროდასავლურად, მაშინ ჩვენ არაფერი გვესაქმება დასავლეთში, ამიტომ დაუპირისპირდა დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ დასავლეთს, რომელიც მათ თვალში მხარს უჭერს არა ანტიდემოკრატიული, დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას, არამედ ამ რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებას.

    ასე გაიგივდა ქართველი ხალხის მიერ სააკაშვილის ანტიდემოკრატიული, დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლასთან, რაც თავიდან ბოლომდე იმ დასავლელი პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური ანგარების გამო უპირისპირდებიან ქართველი ხალხის პოზიციას ანტიდემოკრატიული რეჟიმის შეფასების საქმეში და, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას.

    სააკაშვილის დასავლელ ლობისტებს არ აინტერესებთ, რომ დღევანდელი საქართველოფრიდომ ჰაუსისინდექსით მიჩნეულია სრულიად თავისუფალ ქვეყნად. მათ არც ის აინტერესებთ, რომ არათუ ჩვენს სამეზობლოს, არამედ თითქმის ნახევარ ევროპას უსწრებს კორუფციის ინდექსით ჩვენი ქვეყანადღევანდელი შეფასებებით, საქართველო ევროპის ბევრ და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე წინ არის ბიზნესის კეთების თავისუფლების, ეკონომიკური ზრდისა და ტრანსფარენტულობის ინდექსებით; არც ის აინტერესებთ, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო ხმას აძლევს უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, იღებს  ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და პატრონობას უწევს, რომ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ხელმოწერას, ასევე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ბოლოს, სწორედ მან მიიღო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. და ეს ხდება ევროპული კრიტერიუმებით და არა ვინმეს საშეღავათო შეფასებებით. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მიმართ არის სრულიად არაობიექტურო, მიკერძოებული და უსამართლო დამოკიდებულება, რასაც მწვავედ განიცდის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი.

    მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ევროპელი ექსპერტების შეფასებით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ლიდერია პროდასავლური გარდაქმნების საკითხში, დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან მხოლოდ კრიტიკასა და „პრორუსულის“ იარლიყის მიკერებას იმსახურებს, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც ანტიდემოკრატიული მმართველობისა და ავტორიტარიზმის აშკარა ნიმუში იყო, დასავლეთი აქებდა და „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა? ვფიქრობთ, ამის მიზეზი იმაში უნდა ვეძებოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების პრიორიტეტულად წარმოჩენას, რაც ზოგჯერ ეწინააღმდეგება დასავლეთის გლობალურ ინტერესებს, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლება დასავლეთის ყველა მითითებასა თუ მოთხოვნას უსიტყვოდ ასრულებდა, თუნდაც ეს მოთხოვნები საქართველოს ინტერესებთან წინააღმდეგობაში ყოფილიყო. მაგალითად, დასავლეთის გავლენიანმა წრეებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მოსთხოვეს საქართველოს, რომ რუსეთისთვის ჩვენი ტერიტორიიდან გაეხსნათ მეორე ფრონტი, უკრაინელების დასახმარებლად ხელისუფლებას გაეგზავნა ომში ქართველი “ბოევიკები”, რუსეთისთვის დაეწესებინა სანქციები, არ მიეღო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონები და ა. შ. ყველა ამ მოთხოვნაზე საქართველოს ხელისუფლებამ უარით უპასუხა, რითაც დასავლეთის გავლენიანი წრეების გაღიზიანება გამოიწვია და მტრულად განაწყო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. სააკაშვილი და მისი გუნდი კი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არათუ უარს არ ეტყოდა დასავლეთს ამ მოთხოვნების შესრულებაზე, არამედ თვითონვე გამოიჩენდა ინიციატივას, რომ ეს ნაბიჯები გადაედგა, რადგან დაინახავდა, რომ საქართველოს მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმა დასავლეთის ინტერესებში შედიოდა. დასავლეთი ამისათვის ლანძღავს „ქართული ოცნების“ დემოკრატიულ ხელისუფლებას და აქებდა და დღესაც აქებს ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური მმართველობის ფორმებითა და მეთოდებით გამორჩეულ „ნაციონალური მოძრაობის“.

    სწორედ ამით აიხსნება იმ ფაქტის კურიოზულობა, რომ, ერთი მხრივ, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა თავისი ტრადიციებით, კულტურითა და მენტალიტეტით პროდასავლური და, ძირითადად, დასავლური ღირებულებების მქონეა, ხოლო, მეორე მხრივ, ის უპირისპირდება დასავლეთის იმ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც უამრავი ფაქტის არსებობის საწინააღმდეგოდ, წლების განმავლობაში (და დღესაც) მხარს უჭერენ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს, მის პარტიას და დღესაც ამტკიცებენ, რომ სწორედ ის არის პროდასავლური და დემოკრატიული ძალა. ამ ძალის ანტიადამიანური ქმედებების საკუთარ ზურგზე გადამტანი ქართველი ხალხის უმრავლესობა კი არასოდეს გააიგივებს ამ პარტიას დასავლეთთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან, ვინაიდან, თუ რამ არის ანტიდასავლური, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოში 2003-2012 წლებში დამყარებული რეჟიმი იყო”.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here