კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, ლიცეუმების და ა.შ. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება მათემატიკაში ონლაინ-ტესტირების ფორმით. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
კონკურსში მონაწილეობისთვის ონლაინ რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და დამთავრდება ა.წ. 15 აპრილს. საკუთრივ კონკურსი გაიმართება 17 აპრილს, შედეგები გამოცხადდება 28 აპრილს.
გამარჯვებულებს გამოეყოფათ ხუთი საბიუჯეტო ადგილი ბაკალავრიატის შემდეგ მიმართულებებზე:
08.03.01 მშენებლობა, პროფილით “ავტოსაგზაო ხიდები და გვირაბები”; “საავტომობილო გზები”; “აეროდრომები”.
13.03.02 ელექტროენერგეტიკა და ელექტროტექნიკა, პროფილით “ავტომობილების ელექტრომოწყობილობა და ელექტრომობილები”.
23.03.01 სატრანსპორტო პროცესების ტექნოლოგია, პროფილით სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა”; “საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია და უსაფრთხოება”.
23.03.03 სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანების და კომპლექსების მართვა, პროფილით “საავტომობილო სერვისი”.
38.03.02 მენეჯმენტი, პროფილით “მიწოდებათა ჯაჭვების ლოგისტიკა და მართვა”; “ორგანიზაციის მენეჯმენტი”, “პროექტის მართვა”.
სტუდენტებს გამოეყოფათ ადგილი საერთო საცხოვრებელში, სწავლის პერიოდში მიიღებენ სტიპენდიას.
გაიმარჯვეთ კონკურსში და ჩამობრძანდით მოსკოვში უფასოდ სასწავლებლად!
რეგისტრაცია კონკურსში მონაწილეობისთვის ვებ–გვერდზე: grant.madi.ru
საკონტაქტო ელ. ფოსტა: : grant@madi.ru
კონკურსის ცხელი ხაზი: +7-499-155-0171 / +7-928-497-5555 (WhatsApp / Telegram / Viber).
მოსკოვის საავტომობილო–საგზაო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (madi) შესახებ საერთო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ვებ–გვერდზე: madi.ru