Home სხვადასხვა დაიჯესტი მონსტრი: ინდონეზიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დიდ ბრიტანეთში 48 მამაკაცის გაუპატიურებისთვის

მონსტრი: ინდონეზიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დიდ ბრიტანეთში 48 მამაკაცის გაუპატიურებისთვის

647
მონსტრი: ინდონეზიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დიდ ბრიტანეთში 48 მამაკაცის გაუპატიურებისთვის

ეს ინდონეზიელი 36 წლის რეინჰარდ სინაგაა, რომელსაც დიდ ბრიტანეთშიქვეყნის ისტორიაში ყველაზე აქტიურ მოძალადედმიიჩნევენ, _ იუწყება ABC News.

გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ ამ მონსტრს 48 დანაშაულზე გაცილებით მეტი აქვს ჩადენილი: მსხვერპლთა რაოდენობა დაახლოებით 195 მამაკაცია. მათი გაუპატიურების სცენები ვიდეოზე არის ჩაწერილი და აშკარად ჩანს, რომ ისინი გონებაგათიშულები არიან.

მოსამართლე სუზანა გოდარდმა განაცხადა, რომ სინაგას მსხვერპლთა რაოდენობას ვერავინ ვერასოდეს დაადგენს.

“თქვენ ბოროტი სექსუალური მტაცებელი ცხოველი ხართ, მხეცი, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებზე ნადირობდა, იმათზე, ვინც ქალაქის ცენტრში დასასვენებლად მოდიოდა. მსხვერპლთაგან ერთ-ერთმა თქვენ დაგახასიათათ, როგორც მონსტრი. თქვენი მხეცური “საქმიანობის” სისასტიკე და მასშტაბი ადასტურებს, რომ ეს დახასიათება (მონსტრი) ზუსტია”, _ თქვა მოსამართლემ და დაასკვნა, რომ გაუპატიურების ასეთი “ხანგრძლივი კამპანია”, ეეჭვება, ოდესმე განეხილათ ბრიტანეთის რომელიმე სასამართლოში.

პროკურორების აზრით, სინაგა არ ტოვებდა ბოროტი ადამიანის შთაბეჭდილებას, როცა ახალგაზრდა მამაკაცებს ეცნობოდა, მათ შორის ალკოჰოლური სიმთვრალის დროს და სთავაზობდა ღამე მის ბინაში გაეთენებინათ. თავისი ძალადობრივი სექსუალური კონტაქტების დიდ ნაწილს ბოროტმოქმედი ვიდეოზე იწერდა.

სინაგა დიდ ბრიტანეთში 2007 წელს მშობლიური ინდონეზიიდან სტუდენტური ვიზით ჩავიდა. მანჩესტერის უნივერსიტეტში დაიცვა ორი ხარისხი სოციოლოგიასა და და გეგმარებაში, დაპატიმრებამდე ლიდსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტურანტურაში სწავლობდა. მისი სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდება იყო “სექსუალობა და ყოველდღიური ტრანსნაციონალიზმი. სამხრეთაზიელი გეები და ბისექსუალები მანჩესტერში”.

BBC იუწყება, რომ სასამართლომ სინაგა დამნაშავედ ცნო სექსუალური ძალადობის 14 შემთხვევაში და ერთხელ _ სექსუალურ ძალადობაში, რომლის მიზანი იყო გაუპატიურება. ამასთან, საერთო ჯამში დაუდასტურდა 48 ადამიანის გაუპატიურება.

სინაგა უარყოფდა მისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას, ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ სექსუალური ურთიერთობა ორმხრივი თანხმობით ხორციელდებოდა და ყველა მამაკაცი თავს წაიმძინარებდა ვიდეოგადაღების დროს, რომელზეც წინასწარ თანხმობა ჰქონდა მიცემული.

იგი დააპატიმრეს 2017 წლის ივნისში, როცა მის მიერ გაბრუებული მამაკაცი უცებ გამოფხიზლდა, დაჯაბნა მოძალადე და გამოიძახა პოლიცია.

პოლიციელებმა გამოძიების დროს აღმოუჩინეს მას ტელეფონზე ჩაწერილი გაუპატიურების ყველა ფაქტი, რომელთა საერთო ხანგრძლივობა ასობით საათი იყო.

მანჩესტერის პოლიციის უფროსის მოადგილე მებს ჰუსეინის თქმით, სინაგას მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის დადგენა, ალბათ, შეუძლებელი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here