Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდოვის არჩევნებში დოდონის გამარჯვებისთვის ხელის შეშლის მიზნით უცხოეთში მცხოვრები დიასპორა გამოიყენეს

მოლდოვის არჩევნებში დოდონის გამარჯვებისთვის ხელის შეშლის მიზნით უცხოეთში მცხოვრები დიასპორა გამოიყენეს

2057
მოლდოვის არჩევნებში დოდონის გამარჯვებისთვის ხელის შეშლის მიზნით უცხოეთში მცხოვრები დიასპორა გამოიყენეს

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ნოემბერს, ბიულეტენების 100%-ით გაანალიზების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა (არჩევნები 1 ნოემბერს ჩატარდა). პირველ ტურში ლიდერობს მემარჯვენე ევროპული პარტიამოქმედება და სოლიდარობისთავმჯდომარე, ექსპრემიერი მაია სანდუ.

მოლდოვის ექსპრემიერმა ხმების 36,16% (487 635) მიიღო. მოქმედმა სახელმწიფო მეთაურმა იგორ დოდონმა, რომელიც მეორედ იყრის კენჭს _ 32,61% (439 866), მესამეა “ჩვენი პარტიის” ლიდერი რენატო უსატი _ 16,9% (227 938).

საარჩევნო კომისიის განცხადებით, დოდონი გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა, ხმები მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით რომ დათვლილიყო, დიასპორის ხმების გაუთვალისწინებლად. რესპუბლიკაში იგორ დოდონს 434 427-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი, მაია სანდუს _ 383 300-მა. თანაც დოდონს მხარი დაუჭირეს ქვეყნის ყველა რაიონში, მაია სანდუს კი _ უცხოეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ადგილობრივებზე ნაკლებად იციან, რა ხდება ქვეყანაში.

შედეგად, განსხვავება მაია სანდუსა და იგორ დოდონს შორის 3,5 პროცენტს შეადგენს. ასეა _ მოლდოვაში დასავლეთის კანდიდატის გასამარჯვებლად უკვე ახალი მეთოდი აამუშავეს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here