იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი შეიქნა კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.
მმართველი გუნდი მთავარი პროკურორის პოსტზე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
უწყებას ერთთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ პარლამენტს სამი კანდიდატი წარუდგინოს, რომელთაგან დეპუტატები ერთს აირჩევენ.