მიხეილ ჟღენტი: როგორც უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, მომავალი პარლამენტი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე განწირულია

    “ყველაზე სახიფათო იქნება, როდესაც დასავლეთი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე გააკეთებს განცხადებას. ეს მომიტინგეთა რაოდენობას გაზრდის, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს 100-150 ათასი ადამიანის კონცენტრაციას და მანამდე მიიღებს პრევენციულ ზომებს”

    682
    მიხეილ ჟღენტი
    მიხეილ ჟღენტი

    რამდენიმე დღით რეგიონში მომიწია ყოფნა და ვნახე, რომ რაიონულ ცენტრებში საარჩევნო კამპანია სერიოზული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად საქართველოში  ვითარება უფრო და უფრო იძაბება, .. ოპოზიციურ პარტიებს დიდ ძალას აძლევს დასავლეთის მხარდაჭერა, დაწესებული სანქციები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მძიმედ აწვება _ ეცემა  ლარის კურსი, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და პროდუქტზე მატულობს ფასები, რაც სახელისუფლო გუნდს ურტყამს. 26 ოქტომბრის შემდეგ არეულობის დაწყება რეალური ხდება

    რა უშველის აშშსა და ევროკავშირთან  დაპირისპირებულ საქართველოს ხელისუფლებას 26 ოქტომბერს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისთავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ ნებისმიერი სახელმწიფო გადატრიალება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლებას უნდა ან დავალებული აქვს პატრონისგან.

    ჩვენ გვაქვს ბელარუსის, სირიის, ვენესუელის მაგალითები, რომელთა ხელისუფლებებმა ძალა კანონიერად გამოიყენეს და აღკვეთეს რევოლუციები.

    თუ  “ქართულ ოცნებასსურვილი და პოლიტიკური ნება ექნება და ძალა ეყოფა, მარტივად დაძლევს ამ კრიზისს, მით უფრო, რომ რეგიონში გეოპოლიტიკა ელვის სისწრაფით იცვლება. იგი მზად უნდა იყოს დასავლეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. თუქართული ოცნებავერ მოახერხებს ამ კრიზისის დაძლევას, საქართველო, როგორც ქვეყანა, საბოლოოდ დაიშლება.

    “ოცნებამ” მკვეთრად უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა და ეს არა არჩევნების შემდეგ, არამედ მანამდე უნდა გააკეთოს, მით უფრო, რომ ბატონი ივანიშვილის გაბედული განცხადება ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისტორიულ შანსს გვაძლევს, თავი დავაღწიოთ დასავლეთის 32-წლიან დიქტატს. თუ გავითვალისწინებთ ბატონ კარასინის _ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ასევე რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვის რეაქციას ამ განცხადებაზე, ახლა “ოცნებამ” უნდა გადადგას შემდგომი მკვეთრი ნაბიჯი და განაცხადოს თავისი კურსის ცვლილების შესახებ. ერთსაც დავძენ: როგორც უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, მომავალი პარლამენტი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე განწირულია და უნდა ვემზადოთ რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომელიც, არავინ იცის, როგორ  ფონზე ჩატარდება. ვგულისხმობ ეკონომოკურ და პოლიტიკურ კრიზისს. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ პროცესები, რომლებიც მსოფლიოში ვითარდება, ამაზე მიგვანიშნებს. ქმედებები დაგვიანებულია, მაგრამ უიმედოდ არ ვარ, რადგან ჯერ კიდევ არის ცოტა დრო და მისი გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასი იქნება.

    _ დასავლეთის წინააღმდეგ  “ქართული ოცნებისრადიკალიზმი სერიოზულად ურტყამს საქართველოს მოქალაქეებს _ ლარის კურსი ეცემა, სოცლიალური ფონი მძიმდება. ეს არჩევნებზე გავლენას იქონიებს, თანაც სერიოზულს

    _ ჯერ სად ვართ… 27 ოქტომბერს მიტინგები რომ დაიწყება, მერე ვნახოთ ლარის კატასტროფა, პროდუქტებზე ფასების აწევა, პანიკა და ეკონომიკური კოლაფსი. ვიმედოვნებ, რომ “ოცნებას” რადიკალურად დაპირისპირების ფონზე მოძებნილი აქვს სათადარიგო აეროდრომი, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.

    ყველაზე სახიფათო იქნება, როდესაც დასავლეთი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე გააკეთებს განცხადებას. ეს მომიტინგეთა რაოდენობას გაზრდის, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს 100-150 ათასი ადამიანის კონცენტრაციას და მანამდე მიიღებს პრევენციულ ზომებს.  ანგლოსაქსები არ ცვლიან მეთოდებს, მით უფრო, რომ “ოცნების” “საჩუქარი”, სალომე ზურაბიშვილი, მზად არის, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, სათავეში ჩაუდგეს ხელისუფლების დამხობის პროცესს.

    სცენარი ცნობილია და ამაზე აღარ შეგაწყენთ თავს. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ: დასავლეთი მიდის კავკასიიდან და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, სისხლით წავა თუ ცოტა გალახულს დაგვტოვებს. არჩევანი ჩვენზეა და მერე ნურავის დავაბრალებთ, რაც მოხდება. მოგვატყუეს, გვეგონა, არ ვიცოდით _ ეს უკვე გავლილი გვაქვს 1988-1991 წლებში.

    საბედნიეროდ, დიაგნოზი დასმულია, მკურნალობის მეთოდიც არსებობს, მაგრამ, თუ ავადმყოფს სიკვდილი უნდა, ვერაფერი შეაჩერებს… მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ მირჩევნია, ვცდებოდე, ვიდრე ნირვანაში ვიყოთ.

    _ რამდენიმეჯერ გაგვაფრთხილა რუსეთის ფედერაციამ არჩევნების შემდგომ მოსალოდნელი არეულობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აქაური ვითარებით დაინტერესებულია და არეულობას, სავარაუდოდ, არ დაუშვებს

    _ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს. რუსეთის დაზვერვას არაერთი ხელისუფლება გაუფრთხილებია და გადაურჩენია მოსალოდნელი არეულობებისგან; მაგალითისთვის თურქეთიც კმარა, ჩვენზე გაცილებით ძლიერი და გავლენიანი ქვეყანაა, მაგრამ მასაც დასჭირდა რუსეთის დახმარება. იმედი მაქვს, როგორც ერდოღანმა გაითვალისწინა რუსეთის რჩევა, ასევე ჩვენც გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს და გამოვალთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში არეულობა, რომელიც ავტომატურად გადაედება ჩრდილოკავკასიას. ახალი დაძაბულობის კერა ნამდვილად არ სჭირდება რუსეთს. მას კარგად ახსოვს ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, რომელთა დასრულებაც დიდი ძალისხმევით შეძლო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველდღე მოსალოდნელია ევროპასთან დიდი ომის დაწყება და ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდგებით. რეგიონი დენთის კასრს ჰგავს, რომლის გარშემოც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ანთებული ჩირაღდნებით დარბიან. სამწუხაროა, რომ დასავლეთს დაბალი პასუხისმგემლობის მქონე ლიდერები ჰყავს, როგორებიც აქამდე არასოდეს ჰყოლია. მათი უპასუხისმგებლობა კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს და კატასტროფას აახლოვებს…

    _ საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს განაცხადის შეტანას არც ბრიჩსში და არც “3+3” ფორმატში, რისი იმედი აქვსოცნებას”?

    _ ზემოთ აღვნიშნე, რომ დიაგნოზი დასმულია და რეცეპტიც არსებობს. მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, “გეორგიევსკის ტრაქტატის” აღნიშვნისას, პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ ქალაქ თელავიდან მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ საჭიროა “ახალი გეორგიევსკი”, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვითა და ახალი გააზრებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებასა და მომავლის ახალ ხედვაზე. ამავე კონტექსტში განსახილველია “3+3” ფორმატი, რომელიც ახალ პერსპექტივებს გამოაჩენს ჩვენი ქვეყნისათვის. ჟენევისა და ყველა სხვა ფორმატი, ჩემი აზრით, მხოლოდ იმისთვის არის, რომ არ მოხდეს ქართველების, ოსებისა და აფხაზების დაახლოება.  საჭიროა ახალი ფორმატი, ეს იქნება სოჭის, მოსკოვის, მინსკის, თბილისისა თუ სხვა, სახელს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მხარეებს შორის და, პირველ რიგში, რუსეთთან ნდობის ჯერ დაბრუნება და მერე წინსვლა.

    “3+3” ფორმატი, ბრიჩსი თუ სხვა ახალი ფორმატები რუსეთის გარეშე მიუწვდომელია საქართველოსთვის. მერწმუნეთ, ამ ორგანიზაციებში შემავალი ქვეყნები რუსეთის გარეშე არ ითანამშრომლებენ ჩვენთან ისე, როგორც წარმოგვიდგენია.

    რაც შეეხება, ვაგვიანებთ თუ არა, დიახ, ვაგვიანებთ. ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ და სხვა გაერთიანებებში შესვლა, მაგრამ საქმე ის არის, დიალოგს რა პოზიციით დავიწყებთ _ მხარგაშლილები, დარცხვენილები თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, მუხლებზე მდგომნი. მერწმუნეთ, არც ჩვენ და არც ჩვენს მომავალ პარტნიორებს არ სურთ დამცირებული საქართველოს ხილვა. ვისაც ეს უნდა, დასავლეთია, რომელმაც 35 წლის განმავლობაში საქართველოსგან ანტირუსეთი შექმნა და დღეს ბატონ ივანიშვილს, როცა ცდილობს ვითარების გამოსწორებას, მოღალატეს უწოდებენ.

    ბოდიში არ არის სირცხვილი, სირცხვილი ქვეყნის დაჩოქება და პირად გამდიდრებაზე ზრუნვაა, რასაც ჩვენი ლიბერალები, 32 წელიწადია, აკეთებენ. მათ დააჩოქეს ქვეყანა, თვითონ კი  უზრუნველად ცხოვრობენ. სწორედ ამის დაკარგვის ცხოველური შიში აიძულებთ, კიდევ ერთხელ გახვიონ ქვეყანა ცეცხლის ალში.

    ჩვენი განცხადება ახალი “გეორგიევსკის” შესახებ რუსულ სოცქსელებში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. თანაც, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკით არიან დაინტერესებულნი და ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, ამის გაუთვალისწინებლობა დანაშაულია…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here