Home სხვადასხვა Facebook ფრაზები მეჭიაური: უნდა შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია, დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ერთი პარაზიტი...

მეჭიაური: უნდა შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია, დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტს, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც მეჭიაური, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, შესაბამისმა ორგანოებმა ქუცნაშვილის მიერ წამოყენებული  ბრალდებები უნდა გამოიძიოს.

„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები. დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!“ ,- წერს მეჭიაური.

ამასთან, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თუ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მისდამი წამოყენებელი ერთი ბრალდება მაინც დადასტურდება, მზად არის პასუხი აგოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here