Home ახალი ამბები მეუფე: ზღაპარია, რომ პატრიარქს ქამარზე სეიფის გასაღები ჰკიდია, რომელშიც ანდერძია

მეუფე: ზღაპარია, რომ პატრიარქს ქამარზე სეიფის გასაღები ჰკიდია, რომელშიც ანდერძია

809

 

მეუფე დიმიტრის განცხადებით, არ არსებობს არანაირი ქამარი და გასაღები, რომელზე წვდომაც მხოლოდ სოსო ოხანაშვილს აქვს. 
მეუფე დიმიტრიმ სასჯელაღსრულების #9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ იმ პროცედურებზე დეტალურად ისაუბრა, რომელიც პატრიარქის ანდერძს უკავშირდება. 

 მეუფეს განმარტებით, ანდერძი უბრალოდ პატრიარქის ერთი ხმაა, რეალურად კი გადაწყვეტილებას მოსაყდრის მიერ მოწვეული კრება იღებს.

„ბოლოს ვნახე ტარას შავშიშვილის განცხადება და გამაოგნა, რომ ვითომ პატრიარქს ქამარი აქვს და რომ ამ ქამარზე სეიფის გასაღები ჰკიდია, რომელზეც ხელი მხოლოდ სოსო ოხანაშვილს მიუწვდება. ამ სეიფში კი ანდერძია. ეს ყველაფერი უცნაურია, ასეთი რამ მე ზღაპრებში წამიკითხავს, ეს იმდენად სასაცილო რამეა და მოგონილი თემაა. პატრიარქი ტოვებს ანდერძს, ხოლო ეს არის მისი ერთი ხმა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევაში, როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, ეს მოსაყდრე იწვევს კრებას პატრიარქის ასარჩევად და მიწას უნდა მიაბაროს გარდაცვლილი. ეს არის სულ მისი ფუნქცია და ეს არის თუ არა სოსო ოხანაშვილთან შეთანხმებული, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მეუფე დიმიტრი და დეკანოზი რევაზ სახარულიძე დაახლოებით ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here