რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ უცხოეთში რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების ქონების დაყადაღებას სიმეტრიული პასუხი უნდა გაეცეს და ეს იქნება რუსეთში უცხოელთა ქონების დაპატიმრება–დაყადაღება.
რფ-ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მოსკოვისთვის დაწესებული ახალი სანქციების ფონზე არ გამორიცხავს იმ პირების ქონების ნაციონალიზაციას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აშშ-ში, ევროკავშირსა და სხვა მტრულად განწყობილ იურისდიქციებში.
ამასთანავე, უკრაინის საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების შემდეგ მედვედევმა განაცხადა, რომ ეს არის საბაბი, აღდგეს სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. მისი თქმით, სიკვდილით დასჯას იყენებენ აშშ-სა და ჩინეთში.
tass.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ