Home ახალი ამბები მეგობარი დოდო გუგეშაშვილზე: თუ გონზე მოდის, პირველი შეკითხვა არის – შვილი როგორაა?!

მეგობარი დოდო გუგეშაშვილზე: თუ გონზე მოდის, პირველი შეკითხვა არის – შვილი როგორაა?!

1211

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, დავით მუხიგულის თქმით, დოდო გუგეშაშვილს ანტიბიოტიკებს უკეთებენ, რათა სეფსისი არ განვითარდეს.

მისი ვარაუდით, გუგეშაშვილი სამართალდამცველებთან გასაუბრებას ხვალ შეძლებს, როცა პალატაში გადაიყვანენ.

მე ვიყავი რეანიმაციის პალატასთან, ექიმსაც ვესაუბრე. ტყვიის ჭრილობა არის ძალიან მძიმე. რაც მთავარია არტერიას აცდა. გონზე მთლად მოსული არ არის. თუ გონზე მოდის, პირველი შეკითხვა არის – შვილი როგორაა. ერთი ვიცი, რომ აქ რომ მოვიდა თავის სამეგობროს უთხრა ბიჭს მიმიხედეთო”, – განაცხადა მუხიგულმა.

დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი  მეგობარი რეჟისორი გოგა ჭყონიას განცხადებით,თავდასხმა სავარაუდოდ მიზანმიმართული იყო ნოდარ გუგეშაშვილზე.

ამის შესახებ ჭყონიამ, ტელეკომპანია „იბერია“-ს გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

დოდოს მეგობრები და მებრძოლები, მთელი დღე საავადმყოფოსთან ვიყავით. თავზარდაცემული ვართ. მომხდარს კონკრეტულს ვერაფერს ვუკავშირებთ. მე უფრო ვიხრები იმისკენ, რომ ნოდარიკოზე იყო თავდასხმა, რადგან მას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, დოდოს კი მხოლოდ ერთი გამჭოლი ჭრილობა აქვს გულთან ახლოს. თუმცა მიზეზს ვერ მოგახსენებთ, რადგან მეც დაბნეული და თავზარდაცემული ვარ. ნოდარიკო ძალიან კარგად აღზრდილი, ვაჟკაცი და პატრიოტი ბიჭი იყო. არასდროს ყოფილა კრიმინალურ რაღაცებში შემჩნეული, მუშაობდა, დედას ეხმარებოდა, ყველაფერი კარგად იყო“, – განაცხადა გოგა ჭყონიამ.

7 თებერვლის დილას მხედრიონის ერთ-ერთ ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის ოჯახს საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. მოკლეს მისი 3წ წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო თვითონ დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაჭრეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here