Home ახალი ამბები მეგის ქარდავამ შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს

მეგის ქარდავამ შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი არ გამორიცხავს, მეგის ქარდავამ უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

ადვოკატის თქმით, მეგის ქარდავა თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და მოთხოვნის ვარაუდი ამას ემყარება. მალხაზ ველიჯანაშვილი უკრაინის სასამართლოსგან ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ ელოდება:

“პოლიტიკურ თავშესაფარს თუ მიიღებს, ინტერპოლის ძებნიდან მოხსნიან. ამ საკითხზე მასთან არასდროს მისაუბრია. კომუნიკაცია არ მაქვს, მაგრამ მისი პოზიცია მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. ექსტრადირება ბევრ პროცედურას მოიცავს, უნდა დრო, მინიმუმ 5-6 თვე”,-განმარტა ადვოკატმა.

ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here