Home ახალი ამბები “მდინარაძემ განაცხადა, რომ ზოიძე ბარიგებისგან მფარველობაში ფულს იღებს და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აფერხებს”

“მდინარაძემ განაცხადა, რომ ზოიძე ბარიგებისგან მფარველობაში ფულს იღებს და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აფერხებს”

2721
ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, მარშის მიერ შემუშავებულ ნარკოპოლიტიკის ალტერნატიულ  კანონპროექტს მხარს უჭერს.
ბრეგაძის ინფორმაციით, მდინარაძემ კონკრეტული პირები დაასახელა, ვინც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას უშლიან ხელს და ამის სანაცვლოდ ბარიგებისგან, ქრთამს იღებენ.
აღნიშნულ საკითხზე მან სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა.

„ხალხმა უნდა იცოდეს –  ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 2 კვირის წინ მივიდა ქართული მარშის ერთ-ერთ დამფუძნებელთან კონსტანტინე მორგოშიასთან და უთხრა, რომ მას და ოცნების დეპუტატების ნაწილს სურვილი აქვს გაამკაცრონ ნარკოპოლიტიკის კანონი, მაგრამ თეთრი ხმაური, ჩუგოშვილი-ზოიძე-კობახიძე ხელს უშლიდნენ ამ საქმეში, მან თხოვა მორგოშიას, რომ თუ ქართულ მარშს ქონდა ნარკოპოლიტიკაზე კანონი შეგვეტანა და ის მხარს დაგვიჭერდა.

ისიც დაამატა, რომ ზოიძე ბარიგებისგან ფულს იღებს მფარველობაში და ასე წამლავს ახალგაზრდობას.

ქართულმა მარშმა შეიტანა კანონი ნარკორეალიზატორების სამუდამო პატიმრობით დასჯის შესახებ.

ახლა ველოდებით მდინარაძის და მისი თანაგუნდელების მხარდაჭერას,იმედია რომ ისინიც არ აიღებენ ქრთამს ნარკობარონებისგან და არ შეცვლიან პოზიციას.დანარჩენი-თუ როგორ ჭამენ ერთმანეთს ოცნებაში,რა ინტრიგებს ხლართავენ,ეს ჩვენ არც გვეხება და არც გვაინტერესებს.

სასწრაფოდ მიიღეთ ბარიგების სამუდამო პატიმრობით დასჯის კანონი”, – წერს ბრეგაძე.

აღნიშნულ საკითხზე „საქართველო და მსოფლიო“ მამუკა მდინარაძეს დაუკავშირდა.

გუშინ, რაღაც სტატუსზე მითხრეს და მაგაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა მდინარაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here