ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში უხუცესი წყვილი ცხოვრობს _ ნოე და მარიამ მუმლაძეები, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვარს ასი წელი შეუსრულდათ, მათგან 75 წელიწადი ცოლ–ქმარი არიან.
100 წლის მარიამი და ნოე ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ჰყავთ ხუთი შვილი (უფროსი შვილი 72 წლისაა, უმცროსი _ 63 წლის), 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი. ახლა ყველა მათგანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, მოხუცმა ცოლ-ქმარმა კი მშობლიურ სოფელში დარჩენა ამჯობინეს.
“სპუტნიკ-საქართველო”