Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): აი, ეს არის ამათი რეალური სახე, – პარლამენტში გარყვნილების...

მამა გიორგი (რაზმაძე): აი, ეს არის ამათი რეალური სახე, – პარლამენტში გარყვნილების დაკანონება, გარეთ – ეროვნული ტანსაცმელი

1217
მამა გიორგი (რაზმაძე)
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი: მამა გიორგი (რაზმაძე)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვამჯდომარე მამუკა მდინარაძე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თუ კი საქართველოს კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას კონკრეტული შენიშვნები ექნება, ხელისუფლება ასეთი ცვლილებების განხორციელებაზე უარს იტყვის. მისი თქმით, არის საკითხები, რომლის გარშემოც იქნება დისკუსიები და მსჯელომა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოზიციების შეჯერების შემდეგ მოხდება: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, მათ შორის ყველა საკითხთან მიმართებით, მაგრამ თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

კონკრეტულად რა სახის დისკუსიებზეა საუბარი, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას და რატომ არის ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის პოზიცია ამდენად მნიშვნელოვანი, „საქართველო და მსოფლიო კომენტარისთვის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა.

მამა გიორგი (რაზმაძე): ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს, თუ კი ეს ხელისუფლება არ დაემორჩილება ვენეციის კომისიას და არა მარტო ვენეციის კომისიას, საერთოდ იმ დასავლურ ფსევდოლიბერალურ ძალებს, რომლებიც ასე თავგადაკლული იცავენ ჩვენს ქვეყანაში თითქოსდა დემოკრატიას, ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. აი, ეს არის მათთვის მთავარი და ყველა მათი გადაწყვეტილება გამომდინარეობს ამ ინტერესიდან. ამიტომ ვიმეორებ ხოლმე ხაზგასმით ყველგან, სადაც კი ამის საშუალება მომეცემა, რომ დღეს ფაქტობრივად საქართველოს ხელიდუფლება არ ჰყავს. ესენი არიან დასავლეთის გლობალისტური ძალების ყურმოჭრილი კმონები, ფულსა და ძალეუფლებას დახამებული გამყიდველები, რომლებსაც ხალხი საერთოდ ადამიანებად არ მიაჩნიათ.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს – ვენეციის კომისიის „რეკომენდაციებს“ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, ამთავითვე ცხადია, რა ფორმით იქნება ეს „რეკომენდაციები“, რა შინაარსის „რჩევებს“ მიიღებენ ჩვენი კანონმდებლები და რა მონდომებითაც შეეცდებიან ამ ყველაფრის სირულეში მოყვანას, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს პროცესი დასრულდება სრული კრახით. არამარტო პროცესი, ამ ხელისუფლების არსებობაც და თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე ჩვენ ვნახავთ ამათ პოლიტიკურ დასამარებას; ზუსტად ისე, როგორც მათ წინამორბედ ხელისუფლებას დაემართა. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ რასაც ესენი დღეს აკეთებენ, თუნდაც იგივე მიწის უცხოელებზე გასხვისება რომ ავიღოთ, არის იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა ცხრა წლის მანძილზე.

– მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ხელისუფლება ალბათ მაინც გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის „რეკომენდაციებს“ და კონსტიტუციაში ზედმიწევნით შევა ყველა ცვლილება, რომელიც აღნიშნული „რეკომენდაციით“ იქნება გათვალისწინებული. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოხდეს საბოლოოდ ვთქვათ უცხოელებზე მიწის გასხვისების დაკანონება, ან კანონში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?

– ერთ მაგალითს მოვიყვან, მოგეხსენებათ, 17 მაისი პატრიარქის კურთხევით ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, 18 მაისი კიდევ ეროვნული სამოსის დღეა, დეპუტატები, რომლებმაც თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, ამ დღეს ეროვნული ტანსაცმლით გამოვიდნენ. ამით გვითხრეს, რომ ვითომ ისინიც ქართველი კაცები არიან. აი, ეს არის ამათი რეალური სახე, – პარლამენტში გარყვნილების დაკანონება, გარეთ – ეროვნული ტანსაცმელი; და რა გიკვირთ. მათ სინდისი და ნამუსი არ გააჩნიათ, მათი მორალი არის ფული.

რაც შეეხება საზოგადოებას, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კონსტიტუციაში არ შევიდეს გარკვეული ცვლილებები, ცხადია, უნდა იყოს ძალიან დიდი პროტესტი და წნეხი ხალხისგან. მმართველი გუნდი უნდა გრძნობდეს, რომ საზოგადოება მას არაფერს აპატიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ თავიდან ბოლომდე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუცია, რაც დაანგრევს ქვეყანას. ეს ერთი და რაც მთავარია, დამტკიცების მერე კონსტიტუციის ხელახლა განხილვა და შეცვლა ძალიან რთული იქნება.

აქვე არ შემიძლია, ძალიან მოკლედ არ შევეხო მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს, ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ბოროტება, რომელიც შემოგდებულია საქართველოს და ქართველი ხალხის მტრების მიერ. იმ დროს, როცა ქართველები საზღვარგარეთ გარბიან და სოფლები დაცლილია უკვე, ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი ამ ხალხის დაბრუნება უნდა იყოს. ამ დროს რა ხდება, შემოყავთ ფულიანი უცხოელები და საუკეთესო მიწებს ჩალის ფასად ყიდიან. ორ-სამ წელიწადში ქართველ გლეხს გოჯი მიწა აღარ დარჩება. აბა რა ქვია ამას, ეს არ არის ღალატი?! იმაზე დიდი ბოროტება და მოღალატეობა რა უნდა იყოს, როცა სამშობლოს ყიდი. სამშობლოს გაყიდვაა ეს ჩემთვის; და ყველა დეპუტატმა, რომელიც თავს დებს ტრადიციულობაზე, მაგრამ საქმით სულ სხვას ამტკიცებს, უნდა იცოდეს, რომ სამოსი ვერ შენიღბავს მათ მოღალატეობრივ პოლიტიკას. 18 მაისს კი არა, წელიწადში 365 დღე რომ ჩოხით იარონ, რეალობას ვერ დამალავენ, ყველაფერი ჩანს და ყველა ყველაფერს ხედავს, არაფერია დამალული, რაც უნდა ნაცარი შეაყარონ ხალხს თვალებში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. Mamao dadekit tkven ertad da gaudzexit kartvel ers . ess tkveni valdebulebaa itvirtot eris da kveknis gadarchena. amas upalil dagipasebt. mouxmet ers ertad . axalgazrdas tu dzvelgazrdas. amis meti agaraperi dagvrchenia. xalxi unda shekrat ise rogorc erti da saerto dzalit vebrdzolot upro did mters vidre “chevni ” mtavrobaa. egeni arian monebi da mat dzala ar gaachniat. mtruli dzala modis dasavletidan. an gavckdett an davrchet. aseti monuri mdgomaroba kartvelebistvis miugebelia oditganve.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here