Home ახალი ამბები მალხაზ მაჩალიკაშვილი: კარგად არ ვიცი ქართული, რომ სრულყოფილად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი,არასოდეს წავალ...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: კარგად არ ვიცი ქართული, რომ სრულყოფილად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი,არასოდეს წავალ ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში,ანტიტერორისტული  სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას  “თუ სპეცოპერაციის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს” კიდევ ერთხელ ეხმაურება.

“იმდენად კარგად არ ვიცი ქართული, რომ სრულყოფილად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. ამ სიტყვებში მხოლოდ ნდობის დაკარგვა იგულისხმებოდა. თუ პანკისის მცხოვრებლებს ხელისუფლებისადმი ნდობა აღარ ექნებათ და ქისტი მოსახლეობა ნელ – ნელა დატოვებს ხეობას, პანკისის ხეობა ქისტი მოსახლეობის გარეშე დაიკარგება – მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. ჩემი განცხადება ვისაც როგორ აწყობდა, ისე გაიგო, მე არასოდეს წავალ ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალზახ მაჩალიკაშვილის განცხადებას “იბერიას” ეთერში “თუ სპეცოპერაციის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს”, საზოგადოების მკვეთრი რეაქციები მოყვა, რის შემდეგ მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო,რომ განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, ხელისუფლებისადმი ხეობაში მცხოვრებთა ნდობის პრობლემას უსვამდა ხაზს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ხოლო 10 იანვარს თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here