ბელარუსში მზად ვართ, ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები, ოღონდ აშშ–ში ახალი არჩევნების პარალელურად, _ განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
“მე მომხრე ვარ. ამას საჯაროდ ვამბობ. თანახმა ვარ, ჩატარდეს არჩევნები, რასაც ისინი ითხოვენ. გადავიტან ყველაფერს, გადავაბიჯებ იმას, რომ დამოუკიდებლები არ ვართ. მე მზად ვარ. პარალელურად, ამერიკელებმა დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და ჩვენც ბელარუსში იმავე დღეს დავნიშნავთ”, _ განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა, ამასთანავე, ყველას შეახსენა, როგორ მიმდინარეობდა აშშ-ში საარჩევნო კამპანია: ადამიანები ხმას აძლევდნენ ფოსტის მეშვეობით; ბიულეტენები, რომლებითაც ხმას ტრამპს აძლევდნენ, ნაგვის ურნებში ჩაყარეს.
“მათ ფეხები გაიწმინდეს მოქმედ პრეზიდენტზე. ისინი აქამდე არ აძლევენ “ტვიტერში” სიტყვის თქმის უფლებას. ის დაბლოკეს. მასობრივი ინფორმაციის რომელ ხელმისაწვდომობაზეა ლაპარაკი?” _ დასვა კითხვა ალექსანდრე ლუკაშნკომ.
შეგახსენებთ: დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს; არჩევნების, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ლუკაშენკომ. აშშ დ ევროკავშირი მხარს უჭერენ ბელარუსულ ოპოზიციას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
Eadaily.com- ზეგამოქეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ