მოსკოვში ძალოსნობაში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნის ტრიუმფით დასრულდა.
დასკვნით დღეს ყველაზე ბოლოს ფიცარნაგზე უმძიმესი წონითი კატეგორიის (+109 კგ) მამაკაცები გავიდნენ და მსოფლიო ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ თავის მდიდარ მონაგარს ევროპის ჩემპიონის (მეხუთედ) კიდევ ერთი ტიტული მიამატა. ამავე დროს დაამყარა ორი ახალი მსოფლიო რეკორდი.