Home სხვადასხვა დაიჯესტი “კლინტონს უყვარდა იგი”. ტრამპმა თქვა, რასაც ჰარვი ვაინშტეინზე ფიქრობდა

“კლინტონს უყვარდა იგი”. ტრამპმა თქვა, რასაც ჰარვი ვაინშტეინზე ფიქრობდა

866
“კლინტონს უყვარდა იგი”. ტრამპმა თქვა, რასაც ჰარვი ვაინშტეინზე ფიქრობდა

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას არასოდეს მოსწონდა ამერიკელი პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი. ამასთანავე, მან ხელიდან არ გაუშვა შანსი, კბილი გაეკრა დემოკრატებისთვის, რომელთა ხელგაშლილი სპონსორი წლების განმავლობაში იყო ჰოლივუდელი მაგნატი.

_ მე არასოდეს ვყოფილვარ ჰარვი ვაინშტეინის ფანატი… არ მიყვარდა იგი… ვისაც იგი უყვარდა, დემოკრატები იყვნენ. მიშელ ობამას უყვარდა, ჰილარი კლინტონს უყვარდა. იგი უამრავ ფულს აძლევდა დემოკრატებს. მაინტერესებს, მოთხოვენ თუ არა დემოკრატებს, დააბრუნონ ეს ფული? _ უთხრა ჟურნალისტებს ამერიკის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ჰოლივუდის მსახიობებმა ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. მათ შორის იყვნენ ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და სელმა ჰაიეკი. სკანდალის ფონზე იგი გააძევეს საკუთარი კომპანიიდან, მიატოვა ცოლმა. 2018 წლის მაისში წაუყენეს ბრალდება ძალადობასა და გაუპატიურებაში. სასამართლო პროცედურების დამთავრებამდე იგი ერთი მილიონი დოლარის გირაოთი თავდებით გაათავისუფლეს.

2020 წლის 24 თებერვალს სასამართლომ იგი 5 პუნქტიდან ორში დამნაშავედ სცნო და მარტის დასაწყისში 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ვაინშტეინს ელოდება კიდევ ერთი სასამართლო სხვა ფაქტებზე იმავე ხასიათის ბრალდებით, რომელიც სულ მალე გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here