გელა დაიაურმა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღე სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიულოცა.
“კი, ვიცოდი, რომ თბილი იყავი, მაგრამ თუ უშენოდ ესე ეციებოდა, არ მეგონა..
კი, ვიცოდი, რომ მავსებდი სიყვარულით, იმედით, ხალისით, მაგრამ უშენოდ ასე თუ დავიშრიტებოდი, არ მეგონა…
კი, ვიცოდი, რომ მაძლიერებდი, რწმენას მმატებდი, მაგრამ უშენოდ თუ ესეთი ნისლი და არაფერი იქნებოდა ჰორიზონტზე, არ მეგონა…
სიზმრებშიღა ვარ ბედნიერი… ვცდილობ, კარგად ვიყო, ვიცი, შენ გაგიხარდებოდა… მაგრამ სულ მტკივა და მტკივა, მინდა მივეჩვიო ამ ტკივილს, თითქმის მივეჩვიე, მაგრამ ზოგჯერ ისე წამომივლის, აქ აღარ მინდა ხოლმე…
34-ე დაბადების დღის იუბილეს გილოცავ, ჩემო კუნწულა, ჩემო თეო…
და სულ ვძლიერდები ამ ფიქრით… შენ ერთმა მაინც იცი, როგორ მიყვარდი და მიყვარხარ…
უფალი გფარავდეთ”, – წერს დაიაური.
2010 წლის 22 ივლისს თეონა და მისი ახლობლები მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა. ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,მათ შორის იყვნენ თეონა და მისი პატარა შვილები.