საქართველოში მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად რომ მიმდინარეობდეს, კვლევის თანახმად, სასამართლო სისტემაში დამატებით დაახლოებით 100 მოსამართლეა საჭირო, _ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ კვლევის “მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში” შეფასებისას.
დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში საქმეების გადატვირთულობის აღმოფხვრის მიზნით მოსამართლეთა რაოდენობა 310-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა საერთო სასამართლოების სისტემისთვის და ამ შედეგების მიხედვით ჩვენ უნდა დავგეგმოთ მომავალი მოქმედებები, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა”, _ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.