Home ახალი ამბები კვლევა: დის ყოლა ადამიანს უფრო მხიარულს და ბედნიერს ხდის

კვლევა: დის ყოლა ადამიანს უფრო მხიარულს და ბედნიერს ხდის

1061

ფსიქოლოგების თქმით, დის ყოლა ადამიანს უფრო მხიარულს, ბედნიერსა და ოპტიმისტს ხდის, რომელსაც პრობლემების არ ეშინია და დაბრკოლების შემთხვევაში, მაშინე გადაჭრის გზებზე იწყებს ფიქრს.

კვლევის ფარგლებში 17-დან 25 წლამდე 571 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ერთერთ- ავტორის, Ulster-ის უნივერსიტეტის პროფესორის, ტონი კასიდის თქმით, შედეგების თანახმად გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც დასთან ერთად გაიზრდნენ უფრო მხიარულები და ბედნიერები არიან. გაირკვა ისიც, რომ რომ დის ყოლა ჯანსაღ ფსიქიკას, ეფექტურ კომუნიკაციას და ემოციების გამოხატვის თავისუფლებას უწყობს ხელს.

„დები, ოჯახში ღია კომუნიკაციასა და ერთობას უწყობს ხელს. ამავდროულად, ერთმანეთის მთავარი და ძლიერი მხარდამჭერები არიან. გამოკითხულთა უმრავლესობას, რომლებსაც სამსახური ჰქონდათ და რეალიზებულები იყვნენ, დები ჰყავდათ“ – ამბობს ტონი.

მისივე თქმით, იდეალურია, როდესაც დები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. ამით მათ ჰყავთ ადამიანი, რომელთანაც საუბარი შეუძლიათ, ისინი ბავშვობიდან სწავლობენ საკუთარი გრძნობების, ემოციების გაზიარებას და მენტალურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here