“გაზპრომის”, “ნაფტოგაზის” და ევროკომისიის სამმხრივი შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შენარჩუნების და შესაბამისი კონტრაქტის ხელმოწერისთვის მზადყოფნის შესახებ.
“უკრაინსკიე ნოვოსტი” უკრაინის ენერგეტიკული უწყების ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახალი კონტრაქტი დაიდება ხუთი წლის ვადით და გახანგრძლივების შესაძლებლობით.
გარდა ამისა, რუსეთმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მზად არის გადაუხადოს უკრაინას სამი მილიარდი დოლარი იმ პირობით, თუ ყველა სასამართლო დავა “გაზპრომსა” და “ნაფტოგაზს” შორის ამით ამოიწურება.