Home სხვადასხვა დაიჯესტი კალიფორნია, როგორც აშშ-ის, ანუ გლობალიზმის კატასტროფა

კალიფორნია, როგორც აშშ-ის, ანუ გლობალიზმის კატასტროფა

2988
კალიფორნია

ბევრისთვის, ალბათ, ძნელი წარმოსადგენიააშშის ოქროს შტატიდანადამიანების გაქცევა, კიდევ უფრო რთულია წარმოდგენა იმისა, რომ კალიფორნია არა მხოლოდ ამერიკელი დემოკრატების (რომლებსაც იქ ხელთ უპყრიათ ძალაუფლება), არამედ გლობალური მსოფლიოს იდეალური მოდელის ეპიკური ჩაფლავების მაგალითია.

თუმცა ვნახოთ, რას ამბობენ ამ საკითხზე ამერიკელი კონსერვატორები, რომლებსაც თავიანთი ანგარიში აქვთ კალიფორნიის მიმართ.

საიდან წარმოიქმნა ეს ანგარიში, გასაგებია. ამერიკელთა ნახევარი (ტრამპის ამომრჩევლები) ამბობს, რომყველანაირი საზიზღრობა და სიბინძურე კალიფორნიიდან მოდის”.

საზიზღრობა _ ეს არის უამრავი კომპანია, რომლებიც დაკავებულია ტვინების აგრესიული დამუშავებითა და ადამიანების დაშინებით. აქ შედის ისეთი უმნიშვნელო მოთხოვნა, როგორიც არის უარი ბუნებრივ ტყავზე (ცხოველები იტანჯებიან), აგრეთვე, სერიოზული რაღაცებიც მაგალითად, ფემინისტური ტერორი, რომელიც დაიწყო ჰოლივუდში ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ. ასეთი კამპანია ყოველთვის იწყება ამ შტატში, ვრცელდება სრულიად ამერიკაში და გადადის სხვა ანგლოსაქსურ საზოგადოებაში, შემდეგ შესაძლებლობის მიხედვით, ყველგან.

ანუ, პოლიტოლოგების ენით რომ ვთქვათ, კალიფორნიაში ყალიბდება გლობალიზმის იდეოლოგიის ნებისმიერი მიმართულება, რომელმაც პლანეტის მასშტაბით უნდა შექმნას “ლიბერალური” ადამიანი.

აი ამერიკული მასმედიის ორი მასალა. ერთში ლაპარაკია, რომ სრულიად ამერიკა უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის კალიფორნია; მეორეში კი მოთხრობილია, როგორია ეს შტატი დღეს.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ამ შტატში ცალკეულ ტერიტორიაზე სიღარიბის ყველაზე მაღალი დონე აღინიშნება.

სან-ფრანცისკო ცნობილია, როგორც კოშმარული ქალაქი საცხოვრებლის მხრივ. აქ საშუალო კლასის წარმომადგენელი ადამიანისთვის მისაღები საცხოვრებლის პოვნა შეუძლებელია. ამასთანავე, იქ 2017 წელს 20%-ით მოიმატა კერძო საკუთრების ქურდობამ, როცა მთლიანად აშშ-ში ეს მაჩვენებელი მცირდება.

კალიფორნიიდან გარბიან ადამიანები, უწინარესად, საშუალო კლასის წარმომადგენლები, რომლებიც წელიწადში 55 ათას დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ; გარბიან რესპუბლიკელების შტატ ტეხასში, სადაც მოქმედებს ექსკალიფორნიელების ასოციაციები, რომლებიც მათ ადაპტაციაში ეხმარება. თანაც ესგაქცევა”, უკვე ათწლეულებია, მიმდინარეობს. კალიფორნიაში მიემართება სხვა ნაკადი მდიდრების, რომელთა შემოსავალი წელიწადში 200 ათასზე მეტია. ამასთანავე, ის მიგრანტების შტატიც არის. სწორედ იქ შეაქვთ სარჩელები რესპუბლიკური ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ამერიკის ტერიტორიაზე მიგრანტების არალეგალურად ცხოვრება აღკვეთოს.

ანუ კალიფორნია ჰგავს მონათმფლობელურ რომს კრახის წინ _ ძალიან მდიდრები და მათი მოსამსახურეები. პლუს შესაბამისი იდეოლოგია, რომლისთვისაც, ვიღაცას ძალიან სურს “ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების” დარქმევა. არანაირი ეროვნული, რელიგიური და ოჯახური ფასეულობა, თვით სქესის ცნებაც აღარ არსებობს, სამაგიეროდ, არის აკრძალვა “არატოლერანტულ გამონათქვამებზე”.

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ასეთი შტატი პლანეტაზე. ამერიკელ დემოკრატებსა და გლობალისტებს აქვთ კიდევ მეორე ციხესიმაგრე ნიუ-იორკი, აგრეთვე, ლონდონი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. ასეთი ციხესიმაგრე, მოვლენების ცუდი განვითარების პირობებში, მოსკოვიც შეიძლება ყოფილიყო, ანუ ლაპარაკია გლობალისტურ სამოთხეებზე, რომლებშიც ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრების თავიანთი სტილით და რომელიც სულაც არ ჰგავს ასეთი ოაზისის გარშემო ქვეყნის ცხოვრებას. და რადგან ასეთ ანკლავებში მცხოვრებთ სრულიად სამართლიანად ეშინიათ გარემოცვის, ისინი რეგულარულად იგონებენ ახალ აგრესიულ კამპანიებს თანამემამულეთა ცხოვრების სტილის შესაცვლელად, და არა მხოლოდ მათი…

თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ კალიფორნია მხოლოდ ჰოლივუდი და უმდიდრესი ადამიანების მამულებისა და აგარაკების ანკლავი არ არის, არც მხოლოდ Iთ-ინდუსტრიის გენიოსთა “ჭიანჭველების ბუდე” და უნივერსიტეტებია, რომლებშიც ყალიბდება “გლობალური სოფლის” მცხოვრებთა იდეოლოგია. როგორც გაირკვა, შტატში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ არიან ასეთები ჩრდილოეთსა და ცენტრში, მათ სძულთ “სამოთხის” საზოგადოება. მაგალითად, ცნობილია მოძრაობა, რომელიც იბრძვის აშშ-ისგან კალიფორნიის გამოყოფისთვის.

რაც შეეხება პოლიტიკას, კალიფორნია დემოკრატების ციხესიმაგრეა, ისეთივე, როგორიც ნიუიორკი და კიდევ რამდენიმე შტატი, რომლებშიც თითქმის ყოველთვის დემოკრატები იმარჯვებენ არჩევნებში. მოკლედ, ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს არაფერი ესაქმება.

კალიფორნიამ შექმნა თავისი ერთპარტიული სისტემა და ცდილობს, ეს სისტემა ქვეყანაში დაამკვიდროს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის საზოგადოებისთვის მისაღებია ერთპარტიული სისტემა, როდესაც მთავარი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს ერთი დიდი პარტიის შიგნით, მაგრამ აშშ-ში სრულიად სხვა საზოგადოებაა, იქ მიჩვეულნი არიან ორ პარტიას შორის არჩევანს. სწორედ ამ სისტემის დანგრევას ცდილობს კალიფორნია.

მეტიც, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისა და ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტების მოლოდინის პერიოდში დემოკრატების იდეოლოგები ემზადებოდნენ თავიანთი გამოცდილების დასანერგავად სრულიად ამერიკაში.

დროა, აქ ითქვას იმ ორ მასალაზეც, რომლებიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ.

მათგან ერთი, რომელშიც მოყვანილია ფაქტები კალიფორნიულ საშინელებებზე, გამოაქვეყნა კონსერვატიულმა Daily Signal-მა სათაურით “გარდაქმნები, რომლებმაც კალიფორნია ლიბერალიზმის ჩაფლავებად აქციეს”. ეს სტატია პოლემიკას მართავს მეორესთან, რომელიც გავრცელდა “ტვიტერის” მეშვეობით და რომელიც მოუწოდებს სრულიად ქვეყანაში დემოკრატიის დიქტატურის დამყარებისკენ. ამ “შედევრის” სათაურია “კალიფორნიის დიდი გაკვეთილი აშშ-ის ახალი სამოქალაქო ომისთვის”.

თუმცა ისედაც ჩანს, რაც ხდება: ეს არის ომი, რომელშიც დემოკრატები თავის დასაცავად მზად არ არიან, ამიტომაც უტევენ.

მომზადებულია RUSVESNA.RU-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here