Home რუბრიკები პოლიტიკა ისტორიული პანღური

ისტორიული პანღური

ამერიკელებმა საქართველოს თავი კუნძზე დაადებინეს

900
ისტორიული პანღური

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეშვიდე გამოშვება

ძალადობის ურიცხვი ფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქცევს თანამედროვეობის აბსოლუტურ ბოროტ ძალად!” სტანისლავ ლემი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა: ჩვენ აღარ შევუდგებით დემოკრატიის გავრცელებას ძვირად ღირებული სამხედრო ინტერვენციით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალადობრივი დამხობის გზით. ჩვენ წარსულში ასე ვიქცეოდით. როგორი კეთილი განზრახვითაც უნდა ყოფილიყო გაჯერებული ეს ტაქტიკა, მან არ იმუშავა. მან მთელ მსოფლიოში სახელი გაგვიტეხა და ამერიკის მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვია. ახლა ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით”.

როგორ მოგწონთ? აშშ-ის პირველი დიპლომატი და საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამცველ სახელმწიფოდ ასაღებს თავს, დემოკრატიის გავრცელების მოტივით სამხედრო ინტერვენციას მიმართავდა და, სადაც საჭიროდ ჩათვლიდა, სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობდა. ამიერიდანო, _ აცხადებს ბლინკენი, _ სხვაგვარად მოვიქცევითო. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ რაკი ესოდენ მაღალი ტრიბუნიდან ესოდენ მძიმე დანაშაულის აღიარება მოხდა, მას მოჰყვება პირობის დადება, რომ მსგავსი რამ ამერიკის საგარეო ურთიერთობების პრაქტიკიდან ამოღებული იქნება. გეთანხმებით, ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება იმ აღიარებისა, რომელიც ბატონ ბლინკენის პირიდან მოვისმინეთ, მაგრამ ერთია ლოგიკა და მეორეა ამერიკული პოლიტიკური ლოგიკა. ამერიკული პოლიტიკური ლოგიკა არ ცნობს და არ აღიარებს ლოგიკის აქამდე ცნობილ არც ერთ მიმართულებას _ არც ფორმალურს, არც მათემატიკურს, არც დიალექტიკურს… ამერიკული ლოგიკა ლოგიკის მიღმა არსებული რეალობის ლოგიკაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტალოგიკაა, რომელიც ეფუძნება პრინციპს _ ამერიკა ყოველთვის მართალია! მერე რა, რომ ეს პრინციპი არც აქსიომაა და არც ლოგიკურ მტკიცებას ექვემდებარება; მერე რა, რომ ეს, როგორც ვთქვით, მეტალოგიკაა, ძალისა და ძალადობის ლოგიკაა. მთავარია, მან იმუშავოს.

* ამერიკული პოლიტიკური ლოგიკის მიხედვით, ეს სახელმწიფო მართალი იყო, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის სახელით სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობდა ან ომებს იწყებდა (ირანი, ვიეტნამი, კორეა, კუბა, კამბოჯა, პანამა, ლაოსი, მექსიკა, იუგოსლავია და მრავალი სხვა. თავისი არსებობის განმავლობაში აშშ-მა სამოცზე მეტ სახელმწიფოში იომა);

* მართალი იყო მაშინაც, როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში მშვიდობიან მოსახლეობას თავზე ატომურ ბომბებს აყრიდა;

* მართალი იყო მაშინაც, როდესაც ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩო, ლიბიის პრეზიდენტი მუამარ კადაფი ლინჩის წესით გაასამართლა, იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის საპყრობილეში მოკლა, საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაამხო, შემდეგ კი ან მოკლა, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ამერიკული პოლიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა, ომობს, კლავს, ხოცავს, ანგრევს თუ ანადგურებს, ყოველთვის “მართლია”, “ცამდე მართალი”, რადგან ყოველივე ამას დემოკრატიის სახელით, თავისუფლების სახელით, ადამიანის უფლებების სახელით აკეთებს… ჰოდა, ახლა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ამ მეთოდებზე უარს ვაცხადებთო, რა უნდა ვიფიქროთ, გარდა იმისა, რომ ეს, ალბათ, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის დანაშაულებრივ პრაქტიკაზე უარის თქმას ნიშნავს, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ და ბატონ ბლინკენს ბოლომდე მოვუსმინოთ: ჩვენ სხვანაირად მოვიქცევით. ვაშინგტონი დემოკრატიას მხარს დაუჭერს მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორ? ჩვენ სხვებს ვუბიძგებთ, რომ გაატარონ რეფორმები, შეცვალონ უვარგისი კანონები, ებრძოლონ კორუფციას, ჩვენ მოვახდენთ დემოკრატიული ქცევების სტიმულირებას”. აი, თურმე, რას აპირებენ და როგორ მოიქცევიან ისინი მომავალში. როგორც ირკვევა, სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევისგან ხელის აღებას კი არ აპირებენ, მხოლოდ მეთოდებს ცვლიან. გაიხსენეთ, ზემოთ რა იყო ნათქვამი: ჩვენ აღარ შევუდგებით დემოკრატიის გავრცელებას ძვირად ღირებული სამხედრო ინტერვეციით”. როგორც ჩანს, ბინძურ საქმიანობას კი არ თაკილობენ, უბრალოდ, ძველი მეთოდები ეძვირათ და უფრო იაფი მეთოდების დანერგვას აპირებენ, ანუ ისევ “ფერადი რევოლუციები” და მისი ჯანი… რამე ხომ არ გენიშნათ? საქართველოში დაწყებულმა პროცესებმა ხომ არაფერზე მიგითითათ? გაყალბებულ არჩევნებზე ყვირილმა, რუსთაველის პროსპექტზე გაშლილმა კარვებმა, და ბოლოს, ფარული სატელეფონო მოსმენების გამოჩენამ ქართულენოვან ამერიკულ ტელეარხებზე იმ აზრისკენ ხომ არ გიბიძგათ, რომ საქართველოში რაღაც ბინძური სცენარის გათამაშება ხელახლა იწყება?

გაიხსენეთ ახლო წარსული. ჯერ ე.წ. ეროვნული მოძრაობა დარბოდა ბრეზენტის კარვებით. გამსახურდიას კარვის ქალები ხომ ცალკე შესასწავლი ფსიქიატრიული ფენომენია. მოგვიანებით ძმებმა გაჩეჩილაძეებმა მოჰფინეს თბილისი კარვებით და ახლა სააკაშვილი მიდის მეორე თუ მესამე წრეზე. არც სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენების ჩანაწერთა ეთერში გამოყრაა ახალი, ესეც მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილი მეთოდია, რომლის უკან ისევ და ისევ ამერიკული სპეცსამსხურები დგანან. ვის შეეძლოტვ პირველისთვისიმ აუდიომასალის მიწოდება, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძესთან ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერებია? არავის, გარდა სპეცსამსახურებისა, რომლებსაც თავიდან ბოლომდე ამერიკელები აკონტროლებენ. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები? შეაწუხათ ქართული ბომონდის უზნეო საქციელმა? შეშფოთდნენ, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის პირიდან ეს რა საშინელება მოვისმინეთო?

შეშფოთებაზე თუ არის ლაპარაკი, მაშინვე რატომ არ შეშფოთდნენ, ეს ამბები როდესაც ხდებოდა (ერთი ვერსიით, ეს ჩანაწერი 2017 წელსაა გაკეთებული, მეორე ვერსიით, 2010 წელს), მაშინვე რატომ არ ატეხეს განგაში, რას უნახავდნენ აქამდე? საქმე ისაა, რომ ისინი ბევრ ასეთ ჩანაწერს ინახავენ. ინახავენ იქამდე, სანამ მათი გამოყენების საჭიროება დაუდგებათ. ეს ჩანაწერები რაკი ახლა გამოაჩინეს, მაშასადამე, ფიქრობენ, რომ მათი ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის ჟამმა უკვე ჩამოჰკრა. როგორც ჩანს, დამდგარა დრო, როდესაც ამერიკელებმა საქართველოშიდემოკრატიის მხარდასაჭერადკიდევ ერთი რევოლუცია (სახელმწიფო გადატრიალება) უნდა განახორციელონ. განა ამის უტყუარი დასტური არ არის ივანიშვილის მოულოდნელი გაქცევა ბრძოლის ველიდან?! როგორც ჩანს, მან უკვე იცოდა აშშ-დან მისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ, რის გამოც, როგორც შევარდნაძემ გამოაცხადა თვრამეტი წლის წინათ, სახლში მივდივარო, მანაც მისი უზარმაზარი კაპიტალი ოჯახის წევრებს გადაუნაწილა, მერე დაიხურა ქუდი და წავიდა სახლში. ისე, უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ ხომ არ გადადგამდა ამ ნაბიჯს კაცი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერის ამპლუაში ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს?! დავუშვათ, რომ მისი ეს ნაბიჯი უკვე ასაკშეპარული მდიდარი კაცის ხუშტურები იყო (დავუშვათ-მეთქი), პრემიერმინისტრი გახარია სად მირბოდა, მას რა ბზიკმა უკბინა, ივანიშვილის წასვლიდან სულ მალე კისრისტეხით რომ გავარდა და ქვეყნის მართვის სადავეები ღარიბაშვილს შეაჩეჩა ხელში? ამ შემთხვევაშიც ხომ ვერ ვიტყვით, რომ ასაკშეპარული მილიარდერის სინდრომმა იჩინა თავი? სხვა რაღაცაშია საქმე. ეს სხვა რაღაცაც გამოჩნდა _ ფარული ჩანაწერები, ივანიშვილის ოჯახის მაკომპრომეტებელი მასალები და .. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ დიდი და მძლავრი მექანიზმი ამუშავდა. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მხოლოდ შეკითხვების დასმა და ვარაუდების გამოთქმაა შესაძლებელი:

* ეს ის მექანიზმი ხომ არ არის, რომელმაც თავის დროზე გამსახურდია დაამხო და შევარდნაძე მოიყვანა?

* ეს ის მექანიზმი ხომ არ არის, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ შევარდნაძეც დაამხო და სააკაშვილი მოიყვანა?

* ეს ის მექანიზმი ხომ არ არის, რომელმაც ათი წლის შემდეგ, გარკვეულ გარემოებათა გამო, სააკაშვილი ივანიშვილით ჩაანაცვლა?

* ბოლოს, ეს ის მექანიზმი ხომ არ არის, რომელიც ახლა იმისთვის ამოქმედდა, რომ ივანიშვილი, ფორმალურად კი არა, ნამდვილად გაუშვას სახლში?

ასეთი შეკითხვაც დავსვათ _ ქვეყნის გარეთ ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი და ვისი ხელწერაა ეს?

იმისათვის, რომ დასმულ შეკითხვას სწორად ვუპასუხოთ, ირგვლივ მიმოვიხედოთ და დავაკვირდეთ, ვთქვათ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. კიევში გაჩნდა ლოზუნგი: დავიბრუნოთ დონბასი ძალის გამოყენებით!

პენტაგონმა კი კიევს 125 მილიონი დოლარი გამოუყო. ამ არცთუ მცირე ოდენობის თანხის გამოყოფა პენტაგონის მიერ ასეა ფორმულირებული: “უსაფრთხოების სფეროში დახმარების პაკეტში შედის მომზადება, შეიარაღება, კონსულტაცია. ეს ადასტურებს აშშ-ის მზადყოფნას, შეაიარაღოს უკრაინა, რათა მან უფრო ეფექტურად დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან”. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უკიდურესად იძაბება. პრეზიდენტი ბაიდენი კი პირდაპირ აცხადებს: პრეზიდენტი პუტინი მივახვედრე, რომ მე ჩემს წინამორბედს არ ვგავარ. ის დრო, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიაზე თვალს ხუჭავდა, წავიდა”. არ სჭირდება განსაკუთრებული უნარი იმის მიხვედრას, რომ ამერიკელები რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებს, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმავენ, მათ შორის კი, უპირატესად, უკრაინასა და საქართველოში, ვინაიდან ანტირუსული ისტერიის გაღვივება მათ ყველაზე მეტად ამ ქვეყნებში მოახერხეს. ამერიკელები ხედავენ, რომ ანტირუსული აგრესიის თვალსაზრისით ივანიშვილი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ საქართველოში მათ სჭირდებათ ანტირუსული განწყობის გაღვივება იმ დონეზე, რა დონეზეც ეს უკრაინაში მოახერხეს, რაც ყველაზე მეტად სააკაშვილსა და მის “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის მოსვლისთანავე ივანიშვილის გადაბარგება არაფორმალური მმართველობის რეჟიმში და გახარიას გაქცევა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან საქართველოში უკვე დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების შემადგენელი ნაწილი იყო; სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელსაც შედეგად სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” აღზევება უნდა მოჰყვეს.

ისტორიული პანღური

საქართველოს ყელზე ყულფი ვიწროვდება. ეს ამერიკული ყულფია. ფარულ ჩანაწერებში, რომლებიც ივანიშვილის ოჯახს ეხება და რომელთა გამოქვეყნება უკვე დაიწყეს, სხვა რომელიმე სახელმწიფოს ხელი თუ ურევია. ეს სახელმწიფო, პირველ რიგში, ამერიკაა, ვინაიდან მის ინტერესებში შედის არსებული ხელისუფლების ნაციონალური ხელისუფლებით ჩანაცვლება. რუსეთი არ დაუპირისპირდებოდა ივანიშვილს, რადგან საქართველოში არ არსებობს რუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მიერ ივანიშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლა დიდი სისულელე იქნება, რადგან ეს რუსეთისთვის გაცილებით უფრო მეტი პრობლემების შემქმნელი პოლიტიკური ძალისთვის ხელის შეწყობა გამოვა, რასაც იგი, ბუნებრივია, არ გააკეთებს. აქედან გამომდინარე, დღესავით ნათელია, რომ ივანიშვილსა დაქართულ ოცნებასაშშ უპირისპირდება და არა სხვა ვინმე, მაგრამქართულ ოცნებაშიიხტიბარს არ იტეხენ და კენჭებს, ამერიკის ნაცვლად, რუსეთის ბოსტანში ისვრიან, რითაც ქართველი ხალხისთვის თავგზის ბნევას ცდილობენ. სამაგალითოდ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის კომენტარს მოვიტან: ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ეს არის კაგებეშნიკურად დამონტაჟებული მასალა”. საოცარია. რატომ, კაგებეშნიკურად ან რას ნიშნავს კაგებეშნიკურად? ამერიკის ან ევროპული სახელმწიფოების უშიშროების სამსახურებში აუდიო და ვიდეომასალის მონტაჟი არ იციან, მიყურადებასა და მოსმენებისგან თავს იკავებენ თუ ფაბრიკაციასა და შეთითხვნას არ იკადრებენ? ამერიკის ამმეხუთე კოლონისწარმომადგენლებს მუდამ ენის წვერზე რატომ აქვთ კაგებე, რომელიც, დიდი ხანია, აღარ არსებობს (არ არსებობს თვით ის სახელმწიფოც, რომლის უშიშროებასაც გარკვეულ პერიოდში ერქვა _ КГБ) და რატომ ავიწყდებათ, ვთქვათ, ამერიკის ცენტრალური საგამოძიებო სამმართველო, რომელიც დიდი ხანია, რაც საქართველოს ყველა სტრუქტურაშია ჩამჯდარი?! ესეც ამერიკელების ნამუშევარია. ისინი ანტირუსული საწამლავით მთელი საუკუნის განმავლობაში კვებავენ მთელ მსოფლიოს. რუსეთისგან მათ შექმნეს მთელი კაცობრიობისთვის ზოგადი საფრთხის მქონე მტრის ხატი, რომლითაც ცდილობენ, მოხერხებულად შენიღბონ საკუთარი აგრესიული ბუნება, მსოფლიოს დაჩოქებისა და მასზე გაბატონების ვერაგული იდეოლოგია, რომლითაც გაჟღენთილია მათი პოლიტიკა და ცხოვრების წესი. ეს რომ ასეა, უკვე საიდუმლო არავისთვისაა. ამ თემებზე ღიად საუბრობენ თვითონ ამერიკელები. აი, მაგალითად, რას ამბობს სტივენ კოენი, რუსეთის კვლევების ნიუ-იორკისა და პრინსტონის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი: რუსეთი აიძულეს, მოიქცეს ისე, რომ ახლა უკვე საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ არავითარი რუსული საფრთხე არ არსებოდა იქამდე, სანამ მისი პროვოცირება ჩვენ თვითონ არ მოვახდინეთ და საფრთხე ჩვენივე ხელებით არ შევქმენით”. დააკვირდით, რა ზუსტი შეფასებაა. რუსეთი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა საფრანგეთისთვის, სანამ ნაპოლეონმა რუსეთზე თავდასხმით თავად არ შექმნა ეს საფრთხე. საბჭოთა კავშირი (რუსეთი) არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა გერმანიისთვის, სანამ საბჭოთა კავშირზე თავდასხმით თავად ფაშისტურმა გერმანიამ არ შექმნა ეს საფრთხე. ანალოგიურ საფრთხეს ქმნიდნენ დიდი ბრიტანეთი და აშშ, როდესაც ჰიტლერს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აქეზებდნენ, აფინანსებდნენ და აიარაღებდნენ, მაგრამ ბოლოს იძულებულნი შეიქნენ, საბჭოთა კავშირის მოკავშირეების როლი არცთუ დიდი ხალისით შეესრულებინათ. დიდი ბრიტანეთი საბჭოთა (რუსულ) საფრთხეს ქმნიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც, როდესაც ჩერჩილი აშშ-ის პრეზიდენტ ტრუმენს არწმუნებდა საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის აუცილებლობაში. კოლექტიური დასავლეთი რუსეთისგან საფრთხეს ჰქმნის დღესაც, როდესაც ნატოს გაფართოების მსოფლიოსთვის სახიფათო გეგმით რუსეთის ალყაში მოქცევას ცდილობს და მას თავდაცვისთვის სამხედრო სტრატეგიის გარდა სხვა გზას არ უტოვებს. რუსეთს თავი ბევრჯერ დაუცავს და, საჭიროების შემთხვევაში, მომავალშიც დაიცავს, მაგრამ ვის სჭირდება ეს? საით მიჰყავს ამას მთელი მსოფლიო? ეს შეკითხვები მთელ მსოფლიოს უნდა აწუხებდეს და აწუხებს კიდეც, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოდიან ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებსაც არ ადარდებთ არც საკუთარი ქვეყნებისა და არც მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხები, არ ადარდებთ კაცობრიობის ხვალინდელი დღე, ისინი მზად არიან, ხელისუფლების მოპოვებისა თუ ხელისუფლების შენარჩუნების მერკანტილურ ზრახვას საკუთარი ქვეყნისა და, თუ გნებავთ, მთელი პლანეტის ბედი გადააყოლონ. ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ხელშია საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. ამ ვერაგული იდეოლოგიისა და ბინძური საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ის პროცესი, რომელიც საქართველოში ახლა მიმდინარეობს, მაგრამ დიდი ხნის წინათ დაიწყო. საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები გაგრძელებაა უსინდისობითა და უპასუხისმგებლობით გამორჩეული იმ პოლიტიკისა, რომელსაც აშშ საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის წინააღმდეგ, საერთოდ, სოციალური სამართლიანობის ნებისმიერი გამოვლენის წინააღმდეგ აწარმოებდა. ამაზე ერთმნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს როჯერ რობინსონი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში: დირექტივა აშშის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ (#66, 1982 .) აღწერს საბჭოთა კავშირის განადგურების ფინანსურ და ეკონომიკურ ასპექტებს, ხოლო დირექტივა აშშის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ (#75) აღწერს საბჭოთა კავშირთან დამოკიდებულების სტრატეგიას. დოკუმენტში გაწერილი იყო ზომები საბჭოთა კავშირის ფინანსური და ეკონომიკური შეზღუდვის, ზოგადად მის შესაძლებლობათა შეზღუდვის შესახებ მთელ მსოფლიოში. დოკუმენტში ნათქვამი იყო საბჭოთა კავშირთან დამოკიდებულებაში აშშის პოლიტიკის უფრო ღია და სწორხაზოვანი პოლიტიკით შეცვლის აუცილებლობის შესახებ. ეს იყო დირექტივა საბჭოთა კავშირის, როგორც სახელმწიფოს მკვლელობის შესახებ. ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო ერთ დოკუმენტში, რომლის ეკონომიკური ნაწილის დაწერის პატივი მე მხვდა წილად”.

საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ აშშ-ის ეს მგლური პოლიტიკა არსად წასულა, ვინაიდან საბჭოთა კავშირს რუსეთის სახით დარჩა სამართალმემკვიდრე, რომელიც მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონების გზაზე აშშ-ისთვის ისეთივე დაუძლეველი ბარიერია, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. აშშ-ს ბრძოლის მეთოდებიც არ შეუცვლია. კი გამოაცხადა ბატონმა ბლინკენმა, მიდგომებს ვცვლითო, მაგრამ იქვე, იმავე განცხადებაში ისიც თქვა, რომ რეალურად არაფერს ცვლიან. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც იმას გვიდასტურებს, რომ ამერიკელები არაფრის შეცვლას არ აპირებენ, კვლავ ფარული მოსმენები, კვლავ მაკომპრომეტებელი მასალების შექმნა და კვლავ საზოგადოების ზომბირება. შედეგად ვიღებთ აბსურდს. წესით, კი უნდა გვრცხვენოდეს, მაგრამ არ გვრცხვენია. დიახ, პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა რცხვენოდეს, რომ იმ მართლაც ძალიან ცუდი შინაარსის მქონე ჩანაწერის გამო, რომელიც საზოგადოების წინაშე ახლახან გამოიტანეს, ის “ნაციონალური მოძრაობა” გაჰყვირის, რომელმაც მისი ზეობის პერიოდში ადამიანებზე მასობრივი ძალადობის, პატიმართა წამება-გაუპატიურებისა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე იერიშის მიტანის აწ უკვე კლასიკად ქცეული მაგალითებით შეგვძრა. ეს ვირთხები, რომლებიც ადამიანებს ლოგინში უძვრებოდნენ და პირადი ცხოვრებისთვის, სივრცეს კი არა, ჭუჭრუტანასაც არ უტოვებდნენ, დღეს მორალისტებად გვევლინებიან. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ საზოგადოება არ ვარგა. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ქართველი საზოგადოება ისე მოაქციეს წნეხში და ისე დაიმორჩილეს, რომ მას არ შესწევს ძალა, ამ .. ხელისუფლებასა და .. ოპოზიციას, როგორც ერთნაირად უვარგისსა და მიუღებელს, უარი უთხრას. დღეს საზოგადოება იმის შესახებ კი არ უნდა მსჯელობდეს, რომელია უფრო მისაღები ან მიუღებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის (ეს ამერიკელთა წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს), არამედ მხოლოდ იმ სულისკვეთებით უნდა იწვოდეს, რომ ორივეს ის ისტორიული პანღური უთავაზოს, რომელიც მათ, დიდი ხანია, დაიმსახურეს.

P.S. ცნობილმა ექიმმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც მართლა გმირულად იდგა თანამემამულეების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე, ამას წინათ შემზარავი პოლიტიკური განცხადება გააკეთა: “რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ იმიტომ, რომ ნდობას არ იმსახურებს და, რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია. რუსული ვაქცინა კარგიც რომ აღმოჩნდეს, საქართველო მასზე, ალბათ, უარს იტყვის”.

ექიმი, ჰიპოკრატეს ფიცის დამდები კაცი, ნაცვლად იმისა, რომ ექიმის, წამლისა და ჰუმანისტური იდეალებისთვის საზღვრების დაწესებას ებრძოდეს, რუსულ ვაქცინაზე, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა, როგორც ერთერთი საუკეთესო, პოლიტიკური ნიშნით უარს ვაცხადებო, _ ამბობს. ექიმის ამ შეცდომაზე აქ იმიტომ კი არ გავამახვილე ყურადღება, რომ ამ შესანიშნავ სპეციალისტს პოლიტიკური ლაფსუსი არ მივუტევო და ჩავწიხლო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა, თუ რა ძალითაა შემოჭრილი ანტირუსული ბაცილა, რომლითაც იმდენად დაგვასნებოვნეს ამერიკელებმა, რომ იქაც კი იჩინა თავი, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

საქმეს მხოლოდ პოლიტიკური ძალებისთვის ამორტყმული ისტორიული პანღური არ უშველის, ათეული წლების განმავლობაში ამერიკელების მიერ შემოტანილსა და ცნობიერების დამაზიანებელ იმ პოლიტიკურ შაბლონებს უნდა ვუთხრათ მტკიცე უარი, რომლებმაც საქართველო უფსკრულში გადაჩეხა.

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here