Home ახალი ამბები მსოფლიო ირლანდიელებმა განაახლეს ბრძოლა ბრიტანული ოკუპაციის წინააღმდეგ

ირლანდიელებმა განაახლეს ბრძოლა ბრიტანული ოკუპაციის წინააღმდეგ

86
ირლანდიელებმა განაახლეს ბრძოლა ბრიტანული ოკუპაციის წინააღმდეგ

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში მოსახლეობა სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. დაპატიმრებულია 10 ადამიანი, დაჭრილია პოლიციელი.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ასეთი მასშტაბური შეტაკება მრავალი წლის განმავლობაში არ მომხდარა. პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, ბოთლებს, მოლოტოვის კოქტეილებს, დაწვეს ავტობუსი, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი, ჩამსხვრეულია მაღაზიების ვიტრინები, თავს დაესხნენ ერთ-ერთ ჟურნალისტს.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალადობის ახალი ტალღა მარტის ბოლოს დაიწყო. ლონდონდერიში, კერიკფერგუსში და სხვა დასახლებულ პუნქტებში არეულობების შედეგად 50-ზე მეტი პოლიციელი დაიჭრა. მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ეჭვმიტანილნი არიან ოლსტერის დაცვის ასოციაციის დაჯგუფებები. პოლიციამ განსაკუთრებული კონტროლი დააწესა ქვეყნის პოტენციურად საშიშ რაიონებზე.

“ძალიან გაგვიმართლა, რომ არავინ დაღუპულა და არც სერიოზულად დაჭრილა, როდესაც ბენზინიან ბოთლებსა და ქვებს გვესროდნენ”, _ განაცხადა საპოლიციო ძალების მეთაურის მოადგილე ჯონათან რობერტსმა. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ირლანდიის ქუჩებში შეიარაღებული “ბოევიკების” გამოჩენის რისკი, რობერტსმა უპასუხა: “ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიის გათვალისწინებით, ეს არის ის, რაზეც ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ”.

ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომელიც ოკუპირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ, რეგულარულად ხდება შეტაკება დამოუკიდებლობის მომხრეთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის. მოსახლეობა გაყოფილია რელიგიური ნიშნით. ირლანდიელები კათოლიკები არიან, ინგლისელები და შოტლანდიელები _ ანგლიკანები და პროტესტანტები.

ჩრდილოეთ ირლანდიელთა 56% მხარს არ უჭერდა დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან, რადგან ეს ჩრდილოეთ ირლანდიას კიდევ უფრო დააშორებს დანარჩენ ირლანდიას _ პრობლემები შეიქმნება საზღვრის გადაკვეთისას, ტვირთების გადატანისა და სამუშაოს მოძიებისას.

არეულობები ბელნესტში პროვოცირებულია, აგრეთვე, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვებითა და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლით ჩრდილოეთ ირლანდიელთა ინტერესების გაუთვალისწინებლად.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here