Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა...

ირაკლი კობახიძე – საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა

საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

„გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები – ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო, აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იყალთოსა და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის. მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები, თუმცა, ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და, მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემას. ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისთვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here