Home სხვადასხვა დაიჯესტი ინდოეთში ჩამოახრჩვეს ოთხი კაცი, რომლებმაც გააუპატიურეს და მოკლეს სტუდენტი ქალიშვილი

ინდოეთში ჩამოახრჩვეს ოთხი კაცი, რომლებმაც გააუპატიურეს და მოკლეს სტუდენტი ქალიშვილი

538
ინდოეთში ჩამოახრჩვეს ოთხი კაცი, რომლებმაც გააუპატიურეს და მოკლეს სტუდენტი ქალიშვილი

ეს საშინელი დანაშაული მოხდა 2013 წელს _ ქალიშვილი ავტობუსში გააუპატიურა ოთხმა კაცმა. ოთხივე _ აქშაი თხაკური, ვინაი შარმა, ფავან გუფთა და მუკეშ სინგთი _ თიჰარის ციხეში ჩამოახრჩვეს.

“ჩემმა ქალიშვილმა, ბოლოს და ბოლოს, შვიდი წლის შემდეგ იპოვა სამართალი”, _ განაცხადა 23 წლის დაღუპული სტუდენტი ქალიშვილის _ ჯიოთი სინგჰ ფანდეის დედამ. _ ამ დანაშაულმა მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადამიანები მართავდნენ მიტინგებს და მოითხოვდნენ “მხეცების” სანიმუშოდ დასჯას.

ნორჩი ფანდეი მეგობართან ერთად კინოთეატრიდან შინ ბრუნდებოდა. ექვსმა მამაკაცმა ალყაში მოიქცია წყვილი, დაუნდობლად სცემა ბიჭი და გოგო ავტობუსის უკანა ბაქანში შეათრია. მხეცური გაუპატიურების შემდეგ ორივენი ავტობუსიდან გადააგდეს. ქალიშვილი და მისი მეგობარი ყმაწვილი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოასწრო თავდამსხმელთა ამოცნობა. გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსივე კაცი დააპატიმრეს, ორი ჩამოხრჩობას გადაურჩა: ერთს, რომელიც არასრულწლოვანი იყო, მცირე ვადით ციხე მიუსაჯეს, მეორემ ციხის საკანში თავი მოიკლა, _ იუწყება Daily Star..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here