ორგანიზაცია SIPRI-ს მონაცემებით, რომელიც იარაღის კონტროლზეა სპეციალიზებული, პირველ ადგილს იარაღის გაყიდვით აშშ იკავებს. ანგარიშში 42 ამერიკული კომპანია მოხვდა, რომლებმაც 2017 წელს 226,6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდეს.
მეორე ადგილზე კი ბრიტანეთი რუსეთმა ჩაანაცვლა. სიაში ათი რუსული კომპანია მოხვდა, რომლებმაც 2017 წელს 37,7 მილიარდი დოლარის იარაღი გაყიდეს.