Home რუბრიკები საზოგადოება თუ კეთება არ შეგიძლია _ გაჩერდი, თუ აკეთებ _ ნუ გვაყვედრი: უკეთესი,...

თუ კეთება არ შეგიძლია _ გაჩერდი, თუ აკეთებ _ ნუ გვაყვედრი: უკეთესი, მიდი აბა, შენ გააკეთეო

ეს ერთი შეხედვით პროპაგანდისტული კლიპი გამოვიდა შარჟი იმისა, რაც უნდა ყოფილიყო

1474
თუ კეთება არ შეგიძლია _ გაჩერდი, თუ აკეთებ _ ნუ გვაყვედრი: უკეთესი, მიდი აბა, შენ გააკეთეო

იზოლაციაში მყოფი ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რამე მოიფიქრონ და გაერთონ. სოციალურ ქსელებში ათასნაირი საინტერესო თუ უინტერესო აქტივობები ვრცელდება და ყველა ცდილობს, ყოფა შეიმსუბუქოს. ჰოდა, საქართველოს მოსახლეობის გახალისებაზე ქართველმა მომღერლებმა იზრუნეს და გადაიღეს კლიპი, რომელსაცშტოპ ჩოვიდ-19 _ დარჩი სახლშიჰქვია. იდეის ავტორია სოფო ბედია, მუსიკა კაკი ბოლქვაძეს დაუწერია, ტექსტი _ ნანა ცინცაძეს, კლიპის რეჟისორი კი ბესარიონ კვარაცხელიაა. ეს ისე, ცნობისთვის, რომ იცოდეთ, ვის შემოქმედებასა და ნაშრომს უსმენთ.

არანაირი პრეტენზია არ მაქვს მუსიკისმცოდნეობაზე, არც იმას ვამბობ, რომ “მრავალჟამიერის” მომღერლებს ხმას ავაყოლებ-მეთქი, მაგრამ მე, როგორც მუსიკის მიმართულებით რიგით მოკვდავს, იმის პრეტენზია მაქვს, რომ გემოვნებიანი და უგემოვნო ერთმანეთისგან გავარჩიო. ასეც რომ არ იყოს, მჯერა სოფო ხალვაშის, გოგონასი, რომელმაც ჯერ ქვეყნის შიგნით გაითქვა სახელი სიმღერით, შემდეგ _ ქვეყნის გარეთ და ის ამ კლიპში მონაწილეობს. და სწორედ სოფომ თქვა: კლიპი მეც არ მომწონს, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გავუტეხეო. რა გამოდის? _ სოფომ იცოდა, რომ უგემოვნო (გემოვნებაზე ყველაზე მეტს დავობენ) კლიპი კეთდებოდა და მონაწილეობა მაინც მიიღო? მეგობრისთვის თავი გაწირა თუ არ სურდა, საერთო ფერხულს ჩამორჩენოდა? მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სიმღერა იწყება სიტყვებით: “გათენდება, ოცნების მზე ანათებს”? ან კიდევ ის, რომ ამ კლიპში მხოლოდ ხელისუფლებასთან ასოცირებული მომღერლები არიან და არა ისინი, ვინც დღესაცნაციონალურ მოძრაობასუჭერს მხარს? თუ ეს იმის მცდელობაა, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ნამღერივაჩუქოთ ერთმანეთს ტიტებიგავიმეოროთ და ამ სიმღერის დარი პოპულარობა მოიპოვოს ამ ტექსტმაც?!

ამ ყველაფერში კარგი ის არის, რომ თურმე არც ტექსტი, არც მომღერლების მონაწილეობა და არც რეჟისურა არაფერი არ დაჯდა. ყველა უანგაროდ გაისარჯა და საზოგადოებას აჩუქა. პრინციპით _ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, კი უნდა ყოფილიყო საზოგადოება ჩუმად, მაგრამ… ისე, კლიპში მონაწილე მომღერლებიდან ერთ-ერთმა (მაპატიეთ, არ მახსოვს, რომელმა) თქვა: სტინგს რატომ არ დასცინით, მანაც მიუძღვნა სიმღერა ვირუსთან ბრძოლასო. ჰოი, საოცრებავ! ხალხო, თქვენ თუ სტინგის სიმღერებს უსმენთ და მის კლიპებს უყურებთ, ეს რამ გაგაკეთებინათ?! არა, ძალიან კარგია, სტინგს რომ ეტოლებით და არა _ გია სურამელაშვილს. ისე, სურამელაშვილი რატომ არ არის ამ კლიპში, ამიხსნის ვინმე? რა, პირს ვერ გააღებდა თუ სხვაზე ნაკლები ფოტოგენურია?!

ხუმრობა იქით იყოს და, ერთი უკურნებელი სენი გვჭირს ქართველებს, ისტორიის სახელმძღვანელოში წერია, _ ქართველები ბრძოლაში სიმღერით მიდიოდნენო. არ უნდა იყოს ეს ამბავი ტყუილი. სიმღერით თავის გამხნევება და საბრძოლო სულის ამაღლება მხოლოდ ქართველებს არ გვჩვევია, მაგრამ ისტორიის ვერც ერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ, შუა ბრძოლის დროს ქართველები ჩერდებოდნენ და სიმღერას იწყებდნენო. ბრძოლის დროს ბრძოლა გვმართებს და ახლა ბევრი კრიტიკოსი გამოჩნდება, მაგრამ, სიამაყით რომ ვყვებით, 9 აპრილს ვმღეროდითო, არ იყო მაშინ სამღერი, არა! საომარი იყო და უნდა გვეომა. არც აგვისტოს ომის დღეებში იყო სიმღერის დრო და სატაშფანდურო შუა რუსთაველზე, მაგრამ სხვანაირად ვერგააპრავასააკაშვილმა მაშინ თავისი სიგიჟე და ხან გვამღერა და ხან კიდევსარკოსარკოგვაძახებინა. სხვათა შორის, ისსარკო”, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ალაპარაკდა და ძალიან მკაფიოდ და გასაგებად თქვა, საქართველოსა და უკრაინას ნატოში არასდროს მიიღებენ, აჯობებს, ამ სახელმწიფოებმა ცალკე კავშირი შექმნანო. ჰო, “სარკომის თქვა, რაც რეალობაა, და ამის თქმის უფლება თავს მას შემდეგ მისცა, რაც პოსტიდან წავიდა, თორემ, როცა რუსთაველზე ქვემოდან შევბღაოდით, ის ზემოდან დაგვბღაოდა: ნატოს კარი ღიაა, მალე მიგიღებთო.

ჰო, მოდურ ტრენდად იქცა ისიც, რომ, თუ შინ ყოფნისას ერთვები ეთერში, აუცილებლად ხატების ფონზე უნდა იყო და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მორწმუნე ხარ. მოდურია სარწმუნოება და ბევრი სწორედ მოდის გამო დადის ეკლესიაში. ბორის ბედია ავიღოთ, ხატების ფონზე რომ მღერის ამ კლიპში და… “რაც ჩემს სახლში ბოზები და “ნაშები” მიმიყვანია, მაგდენი თმა არ გვაქვს თავზე…” _ ეს ამონარიდია ბორიას ინტერვიუდან და თვითონ განსაჯეთ, როგორ უთავსდება ხატების ფონზე სიმღერა და ეს სიტყვები ერთმანეთს. და ამ მძიმე მარხვაში ტაშფანდური და სიმღერამოსულათუ, წესითა და რიგით, ლოცვაზე უნდა ვფიქრობდეთ? თუ მაინცდამაინც ზედ სააღდგომო ლიტურგიის წინ უნდა ვეჭიდაოთ პოლიციას, ჩვენიძაან რწმენარომ დავამტკიცოთ და საზოგადოებამ დაგვინახოს, რომ ეკლესიურები ვართ?! თვითონ პატრიარქმა ბრძანა ერთ-ერთი წირვის წინ: ექიმმა მირჩია და წირვას ამიტომ არ დავესწარიო, ე.ი., ექიმის რეკომენდაცია შევასრულეო და ახლა პატრიარქზე მეტად მორწმუნეები თუ ხართ, მაშინ გავჩუმდები. სწორედ ექიმები გვეუბნებიან, სახლში დარჩითო და საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ძალადობს, მაინც უნდა გამოჩნდეს, დაანახვოს ყველას, რომ “არ ეშინია”, და მერე რა, თუ ახალი კლასტერის წყარო ან წევრი გახდება.

ეს, ერთი შეხედვით, პროპაგანდისტული კლიპი გამოვიდა შარჟი იმისა, რაც უნდა ყოფილიყო. რაღაცას როცა აკეთებ და მერე ამბობ, უფასო იყო და უკეთესი შენ გააკეთეო, არ არის მართალი. თუ კეთება არ შეგიძლია _ გაჩერდი და, თუ აკეთებ _ ნუ გვაყვედრი: უკეთესი, მიდი აბა, შენ გააკეთეო.

ერთხელ, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წააგო და გაბრაზებულმა გულშემატკივარმა ობსტრუქცია მოუწყო, ფეხბურთელების ნაწილმა თქვა: უკეთესად, თუ შეგიძლიათ, თქვენ ითამაშეთო. ბიჭო, უკეთესად რომ არ შემიძლია, იმიტომ ვარ მე ტრიბუნაზე და შენ _ მოედანზე და, თუ შენც არ შეგიძლია, გადმოინაცვლე მაყურებლებში, ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ანალოგიურ რამეს ვეტყვი მომღერლებსაც: რომ არ შეგვიძლია, იმიტომ ვართ მსმენელები და თქვენც თუ არ შეგიძლიათ, გადმოინაცვლეთ მსმენელებში, თორემ ფონოგრამაზე პირის გაღება ჩემმა შვილმაც იცის, სტინგის სიმღერებს რომ ჩავურთავთ ხოლმე.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ მდარე მუსიკაზე. ერი უნდა მიხვდეს, რომ საფრთხის მომენტში სიმღერა და ტაშ-ფანდური კი არა, მოქმედებაა საჭირო. ამ მომღერლებს ერთობლივად რომ ჩაეწერათ ტექსტი და ეთქვათ ორად ორი სიტყვა _ “დარჩი სახლში”, უფრო მისაღები და მარტივად აღსაქმელი იქნებოდა, არც ბორის ბედიას გაუხსენებდნენ იმას, რომ სახლში თურმე “ბოზები და ნაშები” აჰყავდა (ისე, ბორია, ეგ ერთი და იგივეა), არც მუსიკის ავტორზე იკითხავდნენ: ნეტავ, ეს ვინ არისო, და არც ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაშს მოუწევდა უსუსურად თავის მართლება: მეგობარს უარი ვერ ვკადრე, თორემ კლიპი და სიმღერა არც მე მომწონსო. თქვენ თუ არ მოგწონთ, შემქნელებს, ჩვენ რატომ გვტენით და რატომ გვეუბნებით, რომ უნდა მოგვეწონოს? ან პარალელს “ტიტებთან” რომ ავლებთ, გადახედეთ იმჟამინდელ შემადგენლობას და მერე ამ “სასტავს”, რომელიც ახალ კლიპშია, და სხვაობა დაახლოებით ისეთი იქნება, სტინგსა და მერაბ კაშიას შორის რომ არის.

წინ დიდი ხუთშაბათი, წითელი პარასკევი და აღდგომა გველის. იმედია, წითელ პარასკევს არ მივულოცავთ ერთმანეთს (ყოფილა ასეც) და მშვიდად ვიქნებით იმ ნაჭუჭში გამოკეტილი, სახლი რომ ჰქვია. აღდგომას კი ისე ვიზეიმებთ, რომ საფრთხე არც საკუთარ თავს შევუქმნათ და არც გარშემო მყოფთ. აგერ, რუსეთში, აღდგომას საფლავებზე გასვლა ოფიციალურად, კანონის ძალით აიკრძალა და კარგი იქნება, თუ ანალოგიური აკრძალვა ჩვენთანაც შემოვა. საკურთხი მიცვალებულს სახლიდანაც მიუვა და ჩვენც ისედაც გადაღლილ ექიმებს საქმეს არ დავუმატებთ.

სხვა, აბა, რა გითხრათ: ისევ გათენდება, მაგრამ, როგორ გაანათებს ოცნების მზე, სხვა საკითხია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here