თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს. საქართველოს მოქალაქე და ბავშვი დააკავეს.
დაკავებულის თქმით, ბავშვი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად მიდიოდა.თურქული მედია არ აკონკრეტებს, ბავშვი ეროვნებით თურქია თუ ქართველი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ოქტომბრის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდა.