თურქეთის უდიდესი ქალაქების ქუჩებში ათასობოთ ადამიანმა ქვეყნის „სტამბოლის კონვენციიდან” გასვლის გამო საპროტესტო აქციები გამართა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
1 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები, შეიკრიბა სტამბოლში. საპროტესტო აქცია გაიმართა დედაქალაქ ანკარაშიც, სადაც მონაწილეები სკანდირებდნენ : ”არ გავჩუმდებით, არ შეგვეშინდება და არ დავნებდებით”. ქალთა უფლებების დაცვის ევროპული შეთანხმებს დატოვება გააპროტესტეს იზმირსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. საპროტესტო აქციების დროს დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული შეთანხმება, „სტამბოლის კონვენცია“ ოფიციალურად გუშინ დატოვა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “სტამბოლის კონვენციის” რატიფიცირების გაუქმების შესახებ განკარგულება მარტში გამოსცა.
10 წლის წინ თურქეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ამ ევროპულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.