Home რუბრიკები პოლიტიკა თინა ხიდაშელი და “ნორლანდის პრინციპი”, ანუ რა დაავიწყდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს

თინა ხიდაშელი და “ნორლანდის პრინციპი”, ანუ რა დაავიწყდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს

1781
თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროშიგაუგონარი კუთხურობა სუფევს და უწყებაში დაწინაურების პრინციპია, ლევან იზორიას სოფლიდან რამდენ კილომეტრში არის ადამიანი დაბადებული”.

“მე ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს დროს დაწინაურდნენ, ან სახლში გაუშვეს, ან დააქვეითეს. ბატონი იზორია მინისტრობის პირველი თვეების განმავლობაში იმით იყო დაკავებული, გაერკვია, ვის როგორი ემოციური განწყობა ჰქონდა ჩემ მიმართ. ეს თავდაცვაში ძალიან სასაცილოა, რადგან თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ ოფიცრები, რომლებიც ვარდიკო ნადიბაიძისა და ბატონი თევზაძის დროიდან არიან იქ და ყველანაირი მინისტრის ხელში გაიარეს. ისინი არიან კარიერული ოფიცრები და ამას არაფერი საერთო არ აქვს, ვინ არის მინისტრი. თუ დაინახავ ადამიანის შესაძლებლობებს, ის დაწინაურდება იმიტომ, რომ მას აქვს ეს შესაძლებლობები. მე ასეთი პრინციპით ვხელმძღვანელობდი. როგორც მეუბნებიან, ბატონი იზორიას პრინციპით, იმის მიხედვით წინაურდები, რაც უფრო ახლოს ხარ მის სოფელთან დაბადებული. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი წუხილი, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროდან ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ იქ სუფევს გაუგონარი კუთხურობა და მიკერძოება სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე. ეს პრემიერის და მისი პრობლემა არის დიდწილად. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი საჯაროდ გამოვიტანოთ, თუმცა შემდეგ ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ეტყობა, ქალბატონ თინას დაავიწყდა, თვითონ როგორ ჩაასკუპეს თავდაცვის მინისტრის სავარძელში აშშის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის ბიძინა ივანიშვილთანყავის დასალევადმისვლიდან მეორე დღეს, ისე, რომქართველ ხალხს არ გაუკეთებია არჩევანი”, მინისტრის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ კი რამდენი ადამიანი გაუშვა თავდაცვის უწყებიდან. ეს, რა თქმა უნდა, არ არისკუთხურობა”, ესნორლანდის პრინციპია”.

არადა, თინა ხიდაშელი მაროკოში დაბადებული რიჩარდ ნორლანდის სოფლიდან საკმაოდ შორსაა დაბადებული.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here