კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან და თეთრი სახლის ყოფილმა ექიმმა რონი ჯექსონმა შეშფოთება გამოთქვა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გონებრივი მდგომარეობის გამო. მისი თქმით, ლაპარაკია ჯო ბაიდენის “გარკვეულ გონებრივ პრობლემაზე”.
გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსისთვის” 7 აპრილს მიცემულ ინტერვიუში ჯექსონმა განაცხადა: “აშშ-ის სახელმწიფო მეთაურის გონებრივი მდგომარეობა ბოლო ხანს ისე გაუარესდა, რომ უკვე ლაპარაკია “ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაზე”.
“არ ვცდილობ დიაგნოზის დასმას, მაგრამ, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ მას პრობლემები აქვს”, _ თქვა კონგრესმენმა. ჯეკსონის აზრით, ბაიდენს უნდა ჩაუტარდეს გონებრივ შესაძლებლობებზე ტესტი, რომელიც მას ბოლო სამედიცინო შემოწმებისას არ გაუვლია, არადა, ახლა “რუსეთთან ომის რისკი მოითხოვს, რომ აშშ-ს ჰყავდეს საზრიანი პრეზიდენტი”.
უფრო ადრე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა აშშ გაცილებით მეტად დააზარალა, ვიდრე ბოლო ათწლეულების ყველა პრეზიდენტმა ერთად.
rg.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა