Home რუბრიკები პოლიტიკა თაღლითურ-რევოლუციური მედიაავანტიურა და თვითგაფარჩაკებული ჟურნალისტები

თაღლითურ-რევოლუციური მედიაავანტიურა და თვითგაფარჩაკებული ჟურნალისტები

ნიკა გვარამიამ სათავე დაუდო უხამს ტელელექსიკას მსოფლიოში

4911
ნიკა გვარამია

დილიდან ვფიქრობ _ ნეტავ, რა ჩანაწერი, რა აუდიო თუ ვიდეოფირი შეიძლება წარმოადგინონ მაყურებლისა და მსმენელის წინაშე ნიკა გვარამიამ და მისმა სამარცხვინო კანტორამ ისეთი, რომ მათ დაძახილზე და მათ უკან მდგომი გაფარჩაკებული პოლიტიკური პარტიის მოწოდებაზე ხალხის სერიოზული მასა გამოვიდეს ქუჩაში?!

დავუშვათ, მოიპოვონ ვიდეომასალა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი საუზმობს ახალდაბადებული ჩვილების გულ-ღვიძლით, ამ შემთხვევაში მაინც თუ დაიწყება ამ ქვეყანაში ქუჩის აქციებისა და სერიოზული პროტესტის ტალღა?

მესმის, რომ ძალიან შავბნელი და, ალბათ, ცოტა არაკორექტული მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ მიმიტევეთ, უბრალოდ, მინდოდა, მთელი სიმძაფრით წარმომეჩინა, მართლა რა მაგრად და რა ღრმად ზის ნიკა გვარამია თავისი უკვე საბოლოოდ გადაფარჩაკებული “რუსთავი 2”-ით, მის უკან მდგომი გამარგინალებული პოლიტიკური პარტიითა და მისი ლიდერებით სწორედ იქ, სადაც თავადვე ბრძანა.

რამდენიმე დღეა, ტვინი წაიღო ნაცებისა და მათ მიერ მოსყიდული ე.წ. ჟურნალისტების წიკვინმა: ხალხო! თუკი 2012 წელს ციხის კადრების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში უკვე სავსე იყო ქუჩები და ხალხი სპონტანურად გამოდიოდა სახლებიდან და მირბოდა რუსთაველზე, ახლა რომ გამოქვეყნდა ეს ფარული ჩანაწერები, რატომ არ გამოდიხართ ქუჩაში?”

მაგალითისთვის მოვიყვანოთ ერთ-ერთი ასეთი პირწმინდად მოსყიდული “ჟურნალისტის” მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი. კიდევ რა ჩანაწერები უნდა მოისმინოთ და ნახოთ, რომ რუსთაველი ხალხით გადაივსოს? აუდიტორია 115 სადაა? პროფკავშირები სადაა? სტუდენტებო, სად ხართ?” _ მოთქვამს ეს საყოველთაოდ ცნობილი ინტრიგანი, რომელსაც რატომღაც ჩვენში “ჟურნალისტად” მოიხსენიებენ და სხვადასხვა თოქშოუში ჭკუასაც კი ეკითხებიან.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ: მთელი ეს ცირკი, რომელიც საქართველოში, უკვე რამდენიმე თვეა, თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, ძალიან ტრაგიკულ ფაქტებსაც კი აუფასურებს, ერთი მთლიანი სცენარის ძირითადი ხაზია. ოღონდ ვერ ვიტყვით, რომ ამ ტრაგიკომედიის სცენარისტი ნიჭიერია ან ოდნავ მაინც რეალურად და სწორად აზროვნებს.

პირდაპირ ვიტყვი ჩემს ეჭვსაც: დღეს საქართველოში “ჟურნალისტების რევოლუციის” მცდელობაა, რადგან აქ გაცილებით დიდი როლი აქვთ დაკისრებული ჟურნალისტებსა და მედიას, ვიდრე ეს ჰქონდა 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს “რუსთავი 2”-ს.

როგორც ჩანს, სცენარიც სწორედ ამ ჟურნალისტების შექმნილია დაპატრონისთვისპირობაც აქვთ მიცემული _ ქვეყანაში დიდ არეულობებს, შფოთს, მრავალრიცხოვან აქციებსა და მიტინგებს გამოვიწვევთო.

სწორედ ამის შედეგია ის, რომ ქართულ ტელეეთერებში უკვე ხშირად ვხედავთ წყობიდან გამოსულ, გამწარებულ, ლამის ჭკუიდან გადასულ ჟურნალისტებს. ფაქტია, რომ მათი გათვლა აბსოლუტურად მცდარი გამოდგა, ისინი ვერ უსრულებენ “პატრონს” იმას, რასაც შეჰპირდნენ და რაშიც, სავარაუდოდ, დიდძალი ფულიც აიღეს. “პატრონი” კი, რა თქმა უნდა, ითხოვს.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ “რუსთავი 2”-ის ყველა გადაცემის წამყვანი და თან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში წყობიდან გამოვიდა და საქვეყნოდ გაჰყვიროდა: “მძღ…ში ვზივართო”. მოგვიანებით მას არც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ჩამორჩა და ჟურნალისტ-რესპონდენტიანად, ორივემ “ყვე…ის” თემაზე განაგრძეს საუბარი. ბოდიშს ვიხდით მკითხველთან, მაგრამ, ვინაიდან ამ ორმა ძალიან “კულტურულმა” ახალგაზრდამ ზუსტად ამ სიტყვებით ისაუბრა, ალბათ, არასწორი იქნება, ჩვენ ისინი შედარებით კორექტული შესატყვისებით ჩავანაცვლოდ. დამეთანხმებით, უპრეცენდენტო შემთხვევაა და ნიკა გვარამამ სათავე დაუდო უხამს ტელელექსიკას მსოფლიოში. კი, გინება და სხვა სახის უხამსობები ტელეეკრანიდან ადრეც გვსმენია, მაგრამ ეს არის ან ფილმში, ან რომელიმე რესპონდენტს წამოსცდება ხოლმე, ან ჩხუბისა და შეხლა-შემოხლისას გადაღებულ კადრებში გაიპარება. ტელეგადაცემის წამყვანს კი, მით უფრო ამავე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ასეთი სიტყვებით ესაუბროს ეთერში, არ მახსენდება. გვარამიას გააფთრება სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ იგი ვერ ამართლებს ავანსად გაცემულ დაპირებას: მომეცით დიდი ფული და ქვეყანაში სიტუაციას ავაფეთქებ!”

დიახ, ალბათ, გეხსომებათ, არც ისე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას ეს მუქარა პირველად გაისმა, როდესაც მან ეთერში თქვა: ბიძინა ივანიშვილო და ოცნების ხელისუფლებავ, მე გპირდებით, რომ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ და სიტუაციას აგიფეთქებთ!”

საწყის ეტაპზე, როდესაც საზოგადოების მოტყუებული ნაწილი გამოვიდა ქუჩაში უსამართლოდ დაჩაგრული შვილმოკლული მამის მხარდასაჭერად, გამოუვიდათ კიდეც ავანტიურისტ ჟურნალისტებს სიტუაციის “დამუხტვა”, თუმცა “აფეთქებამდე” საქმე ვერ მივიდა და ამის მიზეზი რამდენიმე იყო: პირველ რიგში, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ ხელისუფალთა დინჯი და სწორი ნაბიჯები _ მირზა სუბელიანის დაპატიმრებით დაწყებული, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნით დამთავრებული.

ყველაზე მთავარი ფაქტორი, რატომაცმუხტიარ გადაიზარდააფეთქებაში”, რა თქმა უნდა, ნაცების ფაქტორია. ვერაფრით ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდებოდა იმის დამალვა, რომ ამ აქციების უკან სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” დგას, რადგან, როგორც ჩანს, ისინი არ ელოდნენ გენერალური პროკურორის გადადგომას, სხვა დამთმობ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან და სრულიად მოუმზადებელი შეხვდნენ ასეთ რეალობას. ნაცებმა თავიანთი მმართველობისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეზე გათვალეს და ვერ წარმოიდგინეს, რომ მოქმედი ხელისუფლება გენერალურ პროკურორსა და თითქმის მთელ მთავრობას გაწირავდა

ამიტომ სრულიად არაადეკვატური შეიქნა მათი მოთხოვნები “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თაობაზე. აკი, ეს მოთხოვნა უნდა ყოფილიყო იქიდან გამომდინარე, რომ “ქართული ოცნება” არაფერს დათმობდა, შვილმოკლულ მამას არც ერთ მოთხოვნას არ შეუსრულებდა და ხალხსაც ფეხებზე დაიკიდებდა! აი, ამის გამო უნდა გაეხმაურებინათ რადიკალური მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა. მათთვის მოულოდნელად, “ოცნებამ” ნაცების სტილში არ იმოქმედა და საკმაოდ ბევრი რამე დათმო. ამ ფონზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მაინც ჯიუტად მოთხოვნამ, კეთლგონიერ საზოგადოებაში უკვე სერიოზული ეჭვი გააჩინა. ყოველივე საბოლოოდ მიშა სააკაშვილის უცხოეთიდან ხშირმა ჩართვებმა დაადასტურა დაასაფეთქებელი დენთიცდაიცალა, ანუ ქუჩა ხალხისგან გაიცალარაც შეეხება მცდელობას, რომოცნებისხელისუფლების წინააღმდეგ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები ნაცებისდროინდელ ციხის კადრებს, პოლიციის მიერ ადამიანების მკვლელობის ფაქტებსა და ბიზნესისახევებსგაუტოლონ, სრულიად წარუმატებელი და უაზროა. ჯერ ერთი _ ციხის საშინელებებთან ეს გვარამიული აუდიოთამაშები ახლოსაც ვერ მივა თავისი სიმძიმით, მეორეც _ ყოფილი პროკურორი სუბელიანი, მართალია, საუბრობს რომ იგი ცემითა და დაშინებით სძალავდა ჩვენებას ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში საქმე ეხება იმ პერსონებს, რომლებიც ნაცების პერიოდში ძალადობრივ დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი. სუბელიანის საუბარი მართალიც რომ იყოს და არა დადგმული, გამოდის, რომ ის სცემდა იმ ეჭვმიტანილებს, რომლებიც ნაცების ზეობის ხანაში თვითონ აწამებდნენ პატიმრებს, ანუ ახალაიას, კოდუას, ქარდავას დავალებების შემსრულებლებს. მართალია, ნებისმიერი ეჭვმიტანილის წამება გაუმართლებელია, მაგრამ საზოგადოების თვალში იმხელა აღშფოთებას რომ ვერ გამოიწვევს, როგორიც გამოიწვია სრულიად უდანაშაულო და უბრალო მოქალაქეების წამებამ, ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს. ასევეა საქმე ბიზნესის ახევის ბრალდების შემთხვევაშიც. ჯერ ერთი, ნაცების პერიოდში ბიზნესის უკანონოდ წართმევას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, ასეთი დაზარალებული ბიზნესმენები ასობით იყვნენ, რომელთა დიდი ნაწილი უცხოეთში გარბოდა და იქიდან ტეხდა ხმაურს, ხოლო “ოცნებისგან დატერორებული” მხოლოდ ორადორი კომპანია იპოვეს “ნაცჟურნალისტებმა” – “ომეგა” და “სვეტი”. ისიც ძალიან საეჭვო “სამხილებით”, თანაც ამ კომპანიებს სერიოზული ფინანსური დავალიანებები აქვს ბიჯეტის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფარული ჩანაწერების მიხედვით, მათი ნამდვილობა რომც ვირწმუნოთ, “ოცნებისსახელისუფლო ეშელონებთან დაახლოებული პირები ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე ორიოდე ბიზნესმენს, უბრალოდ, სთავაზობენ თავიანთი გავლენების გამოყენებით ბიზნესის გადარჩენას, რაშიც ითხოვენწილში ჩაჯდომას”. მართალია, ესეც უკანონობაა, მაგრამ, საზოგადოების გაღიზიანებისა და “ქუჩაში გამოვარდნის” თვალსაზრისით, ეს ახლოსაც ვერ მივა იმ ასეულობით შემთხვევასთან, როდესაც ბიზნესებს “ახევდნენ” სრულიად სუფთა ბუღალტერიის მქონე, ბიუჯეტთან პირნათელ და პატიოსან ბიზნესმენებს, თანაც არა “წილში ჩაჯდომით”, არამედ სრულიად, 100 პროცენტის ერთ ღამეში ნოტარიული გადაფორმებით.

სიმართლე ითქვას, ცოტა საეჭვოა ნაციონალების ასე გამოტვინება, რომ ამ უსუსური “სკანდალებით” ცდილობენ რევოლუციის მოწყობას… უფრო მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს აფერასთან, რომელიც ნიკა გვარამიამ, ელისო კილაძემ და კიდევ რამდენიმე “მსხვილმა” და თაღლითმა ჟურნალისტმა ჩაატარეს ნაცების შურისძიებით აღვსილი “ბელადებისთვის” დიდი ფულის გამოცინცვლის მიზნით. ვფიქრობ, უკანასკნელი შტერიც მიხვდება, რომ თუნდაც აშკარავდებოდეს ამ ჩანაწერებით, ასევე სარალიძის საქმითა და “ომეგას” საქმით გარკვეული უკანონობები სახელმწიფოში, ეს მაინც არ არის მმართველი ძალის ხელისუფლებიდან გაგდებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისთვის საკმარისი საფუძველი. საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, “ოცნების” პირდაპირი “დამსახურებაა”, რომ დღეს მწამებლები, მკვლელები, ბიზნესის რეკეტირები და ტოტალიტარული მმართველობის ტიპური წარმომადგენლები “ქართულ ოცნებას” აქეთ უწოდებენ “მწამებლებს”, “მკვლელებს”, “ბიზნესის რეკეტირებსა” და “ტოტალიტარულ მმართველ ძალას”.

ეს კოჰაბიტაციის სრულიად ლოგიკური შედეგია. ხოლო ტაქტიკა, რომ დააბრალოს მოწინააღმდეგეს ყველა ის სიბინძურე და უკანონობა, რომელსაც თვითონ სჩადიოდა, “ნაციონალური მოძრაობის” აპრობირებული მეთოდია ხალხის მოსატყუებლად და ხელისუფლების ხელში რევოლუციური გზით ჩასაგდებად…

ერთია მხოლოდ _ დღეს 2003 წელი აღარ არის, არც საზოგადოებაა ისეთი მოუმზადებელი და გულუბრყვილო, რომ ყველა ტყუილი დაიჯეროს და აღარც “რუსთავი 2”-ს აქვს ისეთი “პირუთვნელი” და “მიუკერძოებელი” იმიჯი, როგორიც “ვარდების რევილუციის” დროს ჰქონდა. მით უფრო, რომ ისეთი ტუტუცი, უზრდელი, შეურაცხადი და სამარცხვინოდ არასერიოზული გენერალური დირექტორი, რომელსაც, ჭკუადამჯდარი და მოაზროვნე კი არა, ორკლასდამთავრებული ცანცარა მოსწავლეც კი ვერ აღიქვამს სერიოზულ პერსონად, არათურუსთავი 2”-, არამედ მსოფლიოს არც ერთ ასე თუ ისე თავმოყვარე ტელევიზიას არასოდეს ჰყოლია.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. 100%-ანი სამართლის მღაღადებელი სტატიაა.
    უფრო მეტიც შეიძლებოდა თქმულიყო ყველა ჭურნალისტ მიშმაკზე მიყიდულებზე…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Maverick Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here