Home რუბრიკები საზოგადოება თანამედროვე ლიბერალიზმის რეალური სახე ქართულ სინამდვილეში

თანამედროვე ლიბერალიზმის რეალური სახე ქართულ სინამდვილეში

304

ივლისის ცხელ დღეებს მაღალი პოლიტიკური ტემპერატურაც დაემატა. დასავლეთში დაწერილი სცენარით მოქმედმა კოაბიტირებულმა ქოცნაცურმა პოლიტიკურმა ელიტამ საქართველოში საზაფხულო გასტროლები დაიწყო. რა თქმა უნდა, წარმოდგენების დასკვნითი ნაწილი შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

21 ოქტომბრის არჩევნებში წარმოჩნდება სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი ქოც-ნაცური სპექტაკლის შედეგები. ასეთ გარემოში სრულიად განსხვავებული ორიენტაციის კონსერვატიულ ძალებს პოლიტიკურ განზომილებაში დამკვიდრების არც ისე ურიგო შანსი გაუჩნდათ. თანამედროვე ლიბერალიზმის იდეოლოგებმა, რომლის თავგამოდებული ლობისტებიც ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებებია, 1-5 ივლისს “თბილისის პარაიდის” კვირეულის გამართვა განიზრახეს. ამ მიზნის მისაღწევად მძლავრად აამოქმედეს მათგან მართული თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება.

ლიბერალები “თბილისის პრაიდის” არსს ასე განმარტავენ: “თბილისის პრაიდი” არის სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც უპირისპირდება ჰომო და ტრანსფობიას და საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენების გზით იბრძვის მის დასაძლევად. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტ ადამიანები არიან დაცული, მიღებული, თავისუფალი და სხვა მოქალაქეების თანასწორი”. ერთი შეხედვით, პრაიდის მონაწილეთა ინტერესები სრულად ექცევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ რომის კონვენციის ჩარჩოებში და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში. ქართველი კონსერვატორები და პატრიოტები, საქართველოს პატრიარქი, მართმადიდებელი ეკლესია და მრევლის უდიდესი ნაწილი პრაიდის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მათ დასავლელ ქომაგებს ქრისტიანული მორალისა და ზნეობის ხელყოფაში ადანაშაულებენ.

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ლიბერალების “ღირსების მარში” ვერ შედგა. ამ დღეს კონსერვატორების რადიკალურმა ჯგუფმა პარლამენტის წინ დაბანაკებულ პრაიდის მონაწილეებსა და მათ მხარდამჭერებს შეუტია. დამფრთხალი მოწინააღმდეგე პანიკურად უკუიქცა, ჭყლეტაში მოყოლილებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს, თუმცა ზოგიერთ მათგანს გაავებული კონსერვატორის მუშტიც მტკივნეულად მოხვდა. რამდენიმე წუთში მიტოვებული კარვები და იქიდანსათნოდ მომზირალიყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სურათი ნაგვის გროვად იქცა. ამ ორი დაპირისპირებული ძალის ინტერესთა კონფლიქტი მხოლოდ უმცირესობის უფლებათა ხელყოფით ან ამ უმცირესობათა უზნეობის აღკვეთის მოთხოვნით რომ შემოიფარგლებოდეს, გაცილებით ნაკლებ უბედურებასთან გვექნებოდა საქმე.

თუ ყველაფერს გონების თვალით შევხედავთ, დავინახავთ, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები და თავისუფლებები თანამედროვე ლიბერალებს ფეხებზე ჰკიდიათ. სინამდვილეში მათი ქმედებები წარმოუდგენლად საგანგაშო შედეგებზეა გათვლილი. ამგვარი პრაიდები და სხვა გაცილებით მასშტაბური ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაციონალური სახელმწიფოებისა და ერების აღრევას, ოჯახის ინსტიტუტის გაქრობას, საბოლოო ჯამში კი შობადობისა და მოსახლეობის კონტროლის გზით დედამიწის მოსახლეობის კარდინალურად შემცირებას. ახალი გლობალური წესრგის მესვეურები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ლიბერალიზმით გაჯერებულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციონ ინდივიდები და თითქოსდა მათ კეთილდღეობაზე ზრუნვის თვალთმაქცური მოტივით შეძლონ უმრავლესობის სრული იზოლაცია და კონტროლი.

2015 წელს გერმანიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში ქართულ-გერმანული კავშირი დავაფუძნე, რომელშიც გერმანელებთან ერთად იქ მცხოვრები წარმატებული ქართველები მოვიზიდე. კავშირში გაწევრებულ ყველა თანამემულეს უმაღლესი განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული და საქვეყნოდ ცნობილ “ფოლკსვაგენის” ქარხანაში ინჟინრად, იურისტად და პროგრამისტად მუშაობდნენ. მათ შორის იყო ერთი უცნაური პროგრამისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ისეთი მათემატიკური ფორმულა ჰქონდა შექმნილი, რომ სათანადო დაფინანსების პირობებში შეეძლო, მსოფლიო წესრიგი შეეცვალა. მისი ფორმულის ამოქმედების შემთხვევაში აღარ იარსებებდა ფული, დაიწყებოდა ტოტალური კონტროლი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე, ისეთი უვარგისი და დრომოჭმული საქმიანობა, როგორიც ფილოსოფია და პოეზიაა, წარსულს ჩაბარდებოდა, არც ლიტერატურასა და ხელოვნების მიმართულებებს დაუდგებოდა კარგი დღე. მოკლედ, მსოფლიოში გამეფდებოდა უსაზღვრო ტექნოლოგიური კონტროლი.ეს ლიბერასტი ქართველი უბრალო გერმანელსაც კი ქედმაღლურად უყურებდა, განსაკუთრებით ვერ იტანდა ეკლესიას, მღვდელს, ქრისტინულ რელიგიას. მასთან საუბრისა და კამათისას მეჩვენებოდა, რომ რობოტს ვესაუბრებოდი. მისთვის ბიბლია და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსთაველისვეფხისტყაოსანიცკი საბავშვო ზღაპარი და მდარე ღირებულების ქმნილება იყო.

მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი გალიბერალებული ახალგაზრდა კაცის ილუზიები ცხოვრებაში უკვე ხორციელდებოდა. მალე მე სამშობლოში დავბრუნდი და უეცრად კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა.განვითარებულმა მოვლენებმა გერმანიაში დარჩენილი უცნაური თანამემულე გამახსენა. უეცრად მსოფლიოში ერთი ხელის დაკვრით დამყარდა ახალი წესრიგი და ტოტალური კონტროლისა და ციფრული ტექნოლოგიების ბატონობის ხანა დადგა. საინფორმაციო და შესაბამისი საკანონმდებლო ძალადობის შედეგად ადამიანები სრულ იზოლაციაში მოექცნენ, უშუალო კონტაქტები და ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ფუნქციების აღსრულება და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესები ინტერნეტის მეშვეობით ვირტუალურ განზომილებაში გადავიდა. ფულის ნაცვლად გაჩნდა გაურკვეველი წარმომავლობის ბიტკოინები. უზარმაზარი სივრცე ეკონომიკურმა კოლაფსმა მოიცვა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა საშუალო ფენასა და მცირე ბიზნესს (აღარაფერს ვამბობ უქონლებზე), უზარმაზარი ვალი წამოიკიდეს პატარა და განვითარებადმა ქვეყნებმა. ტოტალურად მართული საკანონმდებლო და საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად პირბადეაფარებული და სახედაკარგული ადამიანები უეცრად იქცნენ ინდივიდუალურობაწართმეულ, ლაგამამოდებულ, დამფრთხალ არსებებად. ამ არნახული მასობრივი ფსიქოზისა და კონტროლის პირობებში არსებობს ადამიანების მცირე ნაწილი, რომელიც ამ ყველაფერში ტრანსნაციონალური ლიბერალური ფინანსური კლანისა და მისგან მართულ ზესახელმწიფოთა ინტერესებს ხედავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში დამყარებული ახალი წესრიგი წყალს ასხამს ძლევამოსილთა ფიფნასურ და პოლიტიკურ კაპიტალზე, აჩერებს საშიშ მიგრაციულ პროცესებსა და მსოფლიო მოსახლეობის კატასტროფულად მატების ტენდენციებს. სხვათა შორის, თუ ევროპაში კოვიდპანდემიის “აფეთქების” მომენტს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ევროპული პანდემია ემთხვევა სირიაში განვითარებულ მოვლენებს, როცა რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა თურქეთის ჯარს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, არც ევროკავშირმა და არც მოკავშირეთა სამხედრო ალიანსმა მას მხარი არ დაუჭირეს. მოვლენების ამგვარი სცენარით განაწყენებულმა ერდოღანმა კი დაარღვია ევროკავშირთან დადებული შეთანხმება, რომელიც თურქეთის სახელმწიფოს ავალდებულებდა, სოლიდური თანხის სანაცვლოდ არაბული ქვეყნებიდან დევნილების ევროპისკენ გადაადგილება შეჩერებინა. თურქეთმა საზღვარი გახსნა და დევნილების უზრმაზარი ნაკადი ევროპას მიაწყდა. ზუსტად მაშინ “იფეთქა” რატომღაც ევროპაში კოვიდ 19-ის პანდემიამ და ევროპის სახელმწიფოებმა საზღვრები ჩაკეტეს.

რადიკალური ლიბერალიზმი, რომელმაც დღეს ასეთი მასშტაბური სახე მიიღო, საკმაოდ შორიდან მოდის. ინგლისელმა მღვდელმა, ეკონომისტმა, სოციოლოგმა და დემოგრაფმა თომას რობერტ მალთუსმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველა მოსალოდნელი დემოგრაფიული აფეთქების საგანგაშო შედეგები. თავის კვლევებში მეცნიერი მღვდელი ამტკიცებდა, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა გეომეტრიული პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებების, ანუ სამომხმარებლო პროდუქტის (საკვების) მოპოვება (წარმოება) _ არითმეტიკული პროგრესიით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა სოციალურ აფეთქებას. მას მიაჩნდა, რომ მოსახლეობის ზრდის ტემპების შეჩერებაში დიდ როლს თამაშობდა დაავადებები, განსაკუთრებით ინფექციური (ეპიდემიები), ძალადობა, თავშეუკავებული სექსუალური ცხოვრება, გვიანი ქორწინება, ომი, კატასროფები და სხვა კატაკლიზმები. მალთუსი ცდილობდა, მოსახლეობის ზრდის პროცესების ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები “მოსახლეობის კანონის” სახით ჩამოეყალიბებინა.

არადა, მალთუსის სიცოცხლეში მსოფლიოს მოსახლეობამ ძლივს მიაღწია 1 მილიარდს. კიდევ ერთი მილიარდით მოსახლობის მატებას თითქმის 1 საუკუნე დასჭირდა. ნამდვილი დემოგრაფიული აფეთქება კი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ამის თვალსაჩინო მაგალითია შემდეგი სტატისტიკური მონაცემები: მსოფლიოს მოსახლეობა 1962 წელს 3 მლრდ გახდა, 1974 წელს _ 4 მლრდ, 1987 წელს _ 5 მლრდ, 1999 წელს _ 6 მლრდ, ხოლო 2011 წელს _ 7 მლრდ. ამრიგად, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოს მოსახლეობამ უსწრაფესი ტემპით დაიწყო მატება უსასრულობისკენ. მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდის ტენდენციებში მეცნიერებმა, ფინანსურმა ოლიგარქიამ და პოლიტიკოსებმა სერიოზული საფრთხე დაინახეს. არის სხვა საგანგაშო ტენდეციაც _ ამჯერად მოსახლეობის ზრდის ტემპით ჩინეთსა და ინდოეთს აფრიკულმა და არაბულმა ქვეყნებმა გაუსწრეს. პარალელურად სრულიად საპირისპირო რამ ხდება უკიდურესი ლიბერალიზმის სენით დაავადებულ დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. აქ ძირძველი მოსახლეობა მცირდება. მხცოვან ადამიანთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ახალგაზრდობა საგანგაშოდ მცირდება. ეს მოვლენა ევროპაში დემოგრაფიული პირამიდის სახელით არის ცნობილი. ევროპულ ქვეყებში ამ შემაშფოთებელი დისბალანსის აღდგენა, ემიგრაციის, ძირითადად, აზიური, აფრიკული და არაბული ქვეყნებიდან შემოსული ლტოლვილების ხარჯზე ხდება. ამრიგად, დემოგრაფიულ აფეთქებას ახლავს არანაკლებ არნახული მიგრაციის ტალღა, რომელსაც განსაკუთრებით უწყობს ხელს ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმები (სამხედრო კონფლიქტები, საომარი მოქმედებები, რევოლუციები და სხვა პროცესები). მაგალითად, 2016 წელს სირიაში გაჩაღებული ომის შედეგად გერმანიას მილიონამდე ემიგრანტი მიაწყდა. რამდენიმე წლის წინათ, გაეროს მონაცემებით, ემიგრანტების საერთო რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 67 მილიონს გადააჭარბა. ძალზე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მალთუსის თეორია გამომდინარეობს და ეფუძნება არსებობისთვის ბრძოლის პრინციპებსა და შედეგებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და არსებობის საშუალებების მოპოვების ტემპებს შორის დისბალანსი განსკუთრებით ამძაფრებს სოციალურ დაძაბულობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა კაცობრიობის ისტორიაში პირველი სოციალური (სოციალისტური) იმპერიის, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. ფაქტია, რომ ამ გლობალურ მოვლენას დაუყოვნებლივ მოჰყვა გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილებისათვის გააფთრებული ბრძოლა, რომელშიც წამყვან როლს თამაშობს ზესახელმწოფოების ინტერესებთან შერწყმული ტრანსნაციონალური ფინანსური კლანი. დღეს საიდუმლო აღარ არის, რომ ხუთივე კონტინენტზე მსოფლიო სიმდიდრის 99%- ფლობს ადამიანთა 1%, მათგან კი 45 უმდიდრესი ადამიანი გიგანტური ქონების მეპატრონეა. სწორედ ამ ერთი მუჭა მდიდრებისა და იმპერიალისტურ სახელმწიფოთა გაუმაძღრობის შედეგია განვითარებადი ქვეყნების უმოწყალოდ ძარცვა, ხელოვნურად შექმნილი და წახალისებულიფერადი რევოლუციები”, ეთნოკონფლიქტები თუ პირდაპირი საომარი მოქმედებები (ინტერვენციისა და ოკუპაციის სახით), დევნილობა და არნახული მიგრაციული პროცესები.

ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ადამიანური შრომის შემსუბუქებისა და კომფორტული გარემოს შექმნის პარალელურად, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა კიდევ უფრო გაამწვავა არსებობისთვის ბრძოლის პროცესი. ისიც უდავო ფაქტია, რომ სწორედ თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიურმა პროგრესმა მისცა საშუალება ერთ მუჭა ადამიანებს, ხელში ჩაეგდოთ უსაზღვრო სიმდიდრე. უფრო მეტიც: მათ თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებლობა მისცა, ერთი ცენტრიდან მართონ ადამიანთა უდიდესი მასები. არსებული სიტუაციის თავისებურება არის ისიც, რომ ფინანსურ კლანს თავისი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად დღეს აღარ სჭირდება იაფი მუშახელის უდიდესი ბაზარი. მათთვის საკმარისია მაღალკვალიფიციური და ზომბირებული ადამიანების მცირერიცხოვანი კადრები. დიახ, თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერული მიღწევები საშუალებას იძლევა, შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსები ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლო. უდავო ფაქტია, უსულო რობოტი თანდათან იკავებს ადამიანის ადგილს ნებისმიერ სფეროში.

ამრიგად, თანამედროვე მსოფლიოში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

1. მეცნიერულტექნიკურმა პროგრესმა და არსებულმა პოლიტიკურმა ფონმა ნაციონალურ სახელმწიფოებს ტრანსნაციონალური ფორმა შესძინა;

2. მსოფლიო სიმდიდრის ფაქტობრივი მეპატრონე მცირერიცხოვანი კლანი აღმოჩნდა და პოლიტიკური გავლენებიც მის ხელში მოექცა;

3. დემოგრაფიული აფეთქებების შედეგად მსოფლიოს მოსახლეობამ, კარგა ხანია, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია;

4. დემოგრაფიული აფეთქების ეპიცენტრები, ძირითადად, აზიის, აფრიკისა და არაბულ ქვეყნებშია, დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კი პირიქით _ ძირძველი მოსახლეობა საგანგაშოდ მცირდება;

5. აზიური, აფრიკული და არაბული ქვეყნებიდან დაძრული ემიგრაციის უზარმაზარი ტალღა მძიმედ ტვირთად აწვება დასავლეთს;

6. ფინანსური და პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად ცდილობს, მის ხელთ არსებული რესურსებით, მათ შორის თანამდროვე სამეცნიეროტექნოლოგიური მიღწევებით, ლიბერალიზმის პროპაგანდითა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ტოტალურ კონტროლს დაუქვემდებარონ ადამინები და მსოფლიო მოსახლეობა სასურველ ნიშნულამდე დაიყვანონ.

ამრიგად, ფინანსური და პოლიტიკური ელიტა, კარგა ხანია, თავს იმტვრევს არა მხოლოდ მოსახლეობის ზრდის ტემპის შესაჩერებლად, არამედ მისი რაოდენობის “სასურველ” ნიშნულამდე დასაყვანად (სხვადასხვა მოსაზრებით, ასეთი ნიშნული 1-2 მილიარდია). ამ თვალსაზრისით, მათ, დიდი ხანია, ლიბერალიზმის სახით მიაკვლიეს ქმედუნარიან საშუალებას, რომელიც სქესობრივი უმცირესობებისა და გენდერული თანასწორობის პოროპაგანდასა და წახალისებაში მდგომარობს. პარალელურად დაიწყეს შეტევა ტრადიციულ (პატრიარქალურ) ოჯახებზე (მოსახლეობის ზრდის ერთერთ მნიშვნელოვან წყაროზე), ჰეტეროსექსუალებსა და მათ დამცველ ეკლესიაზე. ფაქტია, გასულ საუკუნეში სექსუალური რევოლუციებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ევროპის მასშტაბით გარკვეულ “წარმატებებსაც” მიაღწიეს, თუმცა მსოფლიოს სხვა ნაწილში მათთვის ჯერჯერობით სანუგეშო არაფერია. გლობალურ პრობლემებს შეჭიდებული გაბატონებული ელიტა ამიტომაც ცდილობს, ადამიანების მასობრივკასტრაციას”. ასე რომ, საქართველო დიდი ექსპერიმენტის პატარა ნაწილია, ჩვენთან არსებული პროცესები და პოლიტიკური ვნებათაღელვა კი _ მისი მცირე გამოძახილი.

და მაინც რატომ ცდილობს ასე თავგამოდებით ლიბერალური ელიტა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, განახევრებული, ტერიტორიაწართმეული და მსოფლიოს სხვადახვა კუთხეში მიმობნეული უძველის კულტურის მქონე ერის საბოლოოდ გაქრობას? რატომ გვახვევენ თავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებების პრინციპებს ამოფარებულნი, ისეთ კანონებს, რომლებიც ძირს უთხრის ოჯახს, სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ თვითმყოფადობას, ჯანსაღ ტრადიციებს, ქრისტიანულ მორალსა და ზნეობას, მართლმადიდებელ ეკლესიასა და რწმენას? რატომ გვჩრიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისმოოქროვილ ჩარჩოშიჩასმულ ისეთ კანონებსა და იდეოლოგიას, რომელიც რყვნის ახალგაზრდობას, სექსულური და ასაკობრივი ნიშნით ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს? იქნებ მათ ჩვენი ღვთივკურთხეული მიწა სურთ ქართველების გარეშე?

აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როცა ლიბერალიზმის მესვეურებმა ძალიან კარგად იციან, რა მოუტანა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ლიბერალიზმის სამშობლოს _ დასავლეთს ამგვარმა რეფორმებმა. თითქმის 10 წელი ვიცხოვრე გერმანიაში და კარგად ვიცი იქ არსებული დემოგრაფიული პირამიდის შემაშფოთებელი შედეგები. გერმანელები (ისე, როგორც სხვა ევროპელები) ჯერჯერობით ამ პრობლემას, როგორც უკვე აღვნიშნე, ემიგრანტების ხარჯზე უმკლავდებიან. ემიგრნატები და მათი შთამომავლობა კი თანდათან იკავებენ აქტიურ პოზიციებს ადგილობრივ ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ეს პროცესი განსაკუთრებით აშფოთებს ძირძველ მოსახლეობას. სწორედ ამის გამოძახილია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალისტური და კონსერვატიული ტენდენციების გააქტიურება.

ამ გადასახედიდან საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ ევროპელებს, მათ მძლავრ სახელმწიფოებს უკიდურესმა ლიბერალიზმმა უმცირესობაში ყოფნისა და სხვა კატაკლიზმების საფრთხე შეუქმნა, რას მოუტონს მათი კანონებისა და წესრიგის ისეთ ქვეყანაში დამკვიდრება, რომელსაც, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობა არ აქვს; რას დამართებს უკიდურესი ლიბერალიზმი იმ ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ისედაც სულს ღაფავს და უცხოური სესხით სულდგმულობს, რა ბედი ეწევა უმოკლეს პერიოდში თითქმის განახევრებულ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფნტულ ძირძველ მოსახლეობას.

ჩემო გონიერო მკითხველო, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ საყოველთაო გამოწვევებისა და საშიში ტენდენციების ფონზე, ჩვენ, პატარა ერის შვილებს, განსაკუთრებული წინდახედულობა გვმართებს. დადგა დრო, განგაშის ზარები დავარისხოთ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გლობალური პროექტების არქიტექტორებს ქართველი ერის მომავალი და მისი მართლმადიდებლური მრწამსი არ ანაღვლებთ. მეტიც, ქართული კონსერვატიზმი, ნაციონალური ინტერესები, თავისი მართლმადიდებელი ეკლესიით მათთვის ზედმეტი თავის ტკივილია, ამიტომაც ებრძვიან მას ასე თავგამოდებით. საქართველო არასდროს მდგარა ასეთი განსაცდელის წინაშე. უწინ მტერი აშკარად, იარაღმომარჯვებული გვებრძოდა, დღეს კი შორეული “მოყვარე” ფოჩიან კანფეტში ჩაღვენთილი შხამით გვწამლავს. ალბათ, დადგა ჟამი, ამ უთანასწორო ბრძოლაში საქართველოს მოსახლეობა, ქართველი მამულიშვილების მეთაურობით, ზნეობრიობის დროშის ქვეშ დადგეს.

წინ ახალი დიდგორი გველოდება, მხოლოდ ასეთ, ერთ მუშტად შეკრულ ერთობას შეეწევა უფალი!

ზურაბ დგებუაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here