ადამიანი ზოგჯერ იმას, რის მიღწევაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შეუძლია, სიკვდილით აღწევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი კირკის ტრაგიკულმა აღსასრულმა, რომელიც მსოფლიოს თვალწინ მოკლეს თავისი მრწამსის გამო, ბევრი რამ შეცვალა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში. „მე/ჩვენ ვართ ჩარლი კირკი“ – ეს შეუძლია თქვას დღეს მილიარდობით ადამიანმა, მსოფლიოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ საკუთარ თავზე.
ლიბერალურმა მედიამ (მათ შორის რუსეთის) დაღუპულს „კონსერვატორი“ და „მემარჯვენე რადიკალი“ უწოდა, მაგრამ ეს თავხედური, აღმაშფოთებელი ტყუილია. კირკი ამბობდა ისეთივე აშკარა რაღაცებს, როგორც ორჯერ ორი ოთხია.
ის ამბობდა, რომ კაცს უნდა უყვარდეს თავისი ქალი, ქალს – თავისი მამაკაცი, მათი სიყვარულის უმაღლესი გამოხატულება კი შვილები არიან. ის ამბობდა, რომ ადამიანები ბედნიერებას ოჯახსა და რწმენაში პოულობენ. მისი იდეალი იყო ტრადიციული ოჯახი, რომელშიც ქმარი ყველაფერს აკეთებს, რომ ცოლს არ აიძულოს მუშაობა, ცოლი კი თავის ცხოვრებას შვილებს უძღვნის. საღამოობით ყველა სუფრის გარშემო იკრიბება, ერთმანეთს ხელს ჩაჰკიდებენ და ღმერთს მადლობას სწირავენ.
ის თვლიდა, რომ თეთრკანიანთა საწინააღმდეგო რასიზმი ისეთივე დამანგრეველია, როგორც შავკანიანების სიძულვილი. ამბობდა, რომ არალეგალური იმიგრაცია ღუპავს ქვეყნებსა და ცივილიზაციებს. მას ეშინოდა ბავშვებისა და მოზარდების გამო, რომლებსაც პირდაპირ აზიანებენ რუსეთში აკრძალული ტრანსგენდერი ადამიანების რელიგიური კულტი და ასევე აკრძალული ლგბტ* ჯგუფი.
რა არის ამაში ასეთი „მემარჯვენე -რადიკალური“, ბატონო ლიბერალებო?
ცნობისთვის: ზუსტად ასე ფიქრობს მსოფლიოში ადამიანების დიდი უმრავლესობა, განურჩევლად რწმენისა და ეროვნებისა.
მაგრამ ლიბერალიზმი ხომ, დიდი ხანია, ჩვენი დროის ტოტალიტარულ იდეოლოგიად იქცა. ეს ადამიანები პირაქაფებულნი გაჰყვირიან, რომ „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან“, ნამდვილ ინკვიზიტორებად იქცნენ. თქვენ რომელ თავისუფლებაზე ლაპარაკობთ?

ლიბერალებმა თავდაპირველად თავიანთი იდეური დიქტატურა დაამყარეს, თავიანთ ქვეყნებში ხმა ჩააკმენდინეს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას; „გააუქმეს“ ყველა მოსაზრება, გარდა საკუთარისა, გაანადგურეს ასი ათასობით ინტელექტუალური ლიდერისა და, უბრალოდ, პატიოსანი ადამიანის კარიერა და რეპუტაცია. მათ ყველა ნორმალურ მოქალაქეს „მემარჯვენე რადიკალის“ იარლიყი მიაწებეს, მაგრამ ეს წოდება დღეს შეიძლება მედალივით ატარო.
დღეს ინტერნაციონალური ოლიგარქია ცდილობს, ამ დღის წესრიგის მეშვეობით გააკონტროლოს სრულიად დასავლეთი და, როდესაც ხედავს კირკის მსგავს მამაც და მრწამსის მქონე ადამიანს, უბრალოდ, ანადგურებს მას ზომბირებული გარყვნილის ხელით, რომელიც ცხოვრობდა თვითდასახიჩრებულ და „გენდერულ გარდამავალ მდგომარეობაში“ მყოფ მამაკაცთან.
შესანიშნავი შავკანიანი მქადაგებლის, მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის, დაღუპვამ აფროამერიკელებისთვის მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ შეძლეს აპარტეიდის დასრულება, რომელიც, ფაქტობრივად, 1960-იან წლებამდე არსებობდა. ეჭვგარეშეა, რომ ჩარლი კირკის გარდაცვალება ასეთივე გავლენას მოახდენს მილიონობით ამერიკელზე, რომლებსაც „ულტრამემარჯვენე კონსერვატორებად“ მოიხსენიებენ.
ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი 21 სექტემბერს გაიმართა არიზონის უდიდეს სტადიონზე; კირკის ცხედარი დაკრძალვის ადგილზე ბორტი #2-ით გადაასვენა მისმა ძველმა მეგობარმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. გმირის ხსოვნის პატივსაცემად ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი ტრამპი.
კირკის ქვრივმა ერიკამ უკვე განაცხადა, რომ ქმრის საქმეს განაგრძობს. მისი პოლიტიკური პერსპექტივა უზარმაზარია; საზოგადოების აღშფოთებისა და მწუხარების ტალღამ შეიძლება ის აშშ-ის პოლიტიკური ძალაუფლების ოლიმპზე აიყვანოს.
შეუძლებელია ამ მშვენიერ ქერა ქალს ცრემლის გარეშე უყურო. კირკი ის იშვიათი პოლიტიკური მქადაგებელი იყო, რომელიც თავისი მრწამსით ცხოვრობდა. ის აღმერთებდა თავის ცოლსა და ორ პატარა შვილს. ეს ლამაზი ოჯახი ავადმყოფმა ჰომოსექსუალმა გაანადგურა – არსებობს ლიბერალური აგრესიის უფრო მჭევრმეტყველური ილუსტრაცია?
კირკის გარდაცვალების შემდეგ ტრამპი გასამმაგებული ძალისხმევით ცდილობს მემარცხენე-ლიბერალური ბუდის გაწმენდას გველგესლებისგან. ამ გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი ბუნებრივი მოკავშირეა რუსეთი, სადაც ასი ათასობით ადამიანი გეიაღლუმების ნაცვლად რელიგიურ მსვლელობებს ესწრება, სადაც ყოველდღიურად რეკავენ ზარებს და მილიონობით მორწმუნეს ლოცვისკენ მოუწოდებენ; სადაც სახელმწიფო და საზოგადოება კედელივით დგას ჩვენი შვილების გარყვნის ყველა მცდელობის წინააღმდეგ.
მამაცი მქადაგებელი, ადამიანთა სულების კეთილი მწყემსი ჩარლი კირკი გამორჩეული მისიონერი იყო. ეპოქაში, რომელშიც ქრისტიანობის დევნა ბევრი დასავლური ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა, მას არ ეშინოდა ქრისტეს რწმენის მიტანისა მათთანაც კი, ვისაც სძულდა და სიკვდილს უსურვებდა. ამ ამბავში კონფესიური განსხვავებები არანაირ როლს არ თამაშობს. ათიათასობით ამერიკელი მართლმადიდებლობაზე გადადის, მასში ხედავს რწმენის სიმტკიცესა და ბოროტებისადმი ზიზღს. სწორედ რწმენის სიმტკიცეს ავლენდა პროტესტანტი ჩარლი კირკი ყოველდღიურად, როდესაც უნივერსიტეტების კამპუსებში საქადაგებლად მიდიოდა, როგორც მოწამე, რომელიც ველურ ცხოველებთან არენაზე უნდა გასულიყო. უფრო მეტიც, კირკის ქადაგებამ საერო ადამიანების გულებიც შეძრა. მისი ქადაგებები სიყვარულსა და ცხოვრებაში უზენაესი საზრისის ძიებაზე იყო – და ეს არის ის, რაც ყველას გვაკლია. ლიბერალური დღის წესრიგი ცდილობს, ეს ლტოლვა ნარკოტიკებითა და სექსუალური გარყვნილებით ჩაახშოს, მაგრამ ეს არ მუშაობს, ბიჭებო, დამშვიდდით!
„ჩარლი კირკისა და მისი მემკვიდრეობის ხსოვნა მთელ მსოფლიოში ცოცხლობს“, – წერდა კირილე დმიტრიევი ( ცნობილი რუსი ფინანსისტი და ინვესტორი – გ.გ.) სოციალურ მედიაში ილონ მასკს. „და რუსეთში ჩვენ განვაგრძობთ მისი ხსოვნის პატივისცემას და მის ბრძოლას სინათლისა და სიმართლისთვის“.
ჩარლი კირკის იდეებს იზიარებს მსოფლიოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მაგრამ მხოლოდ რუსეთს შეუძლია მათი დაცვა. ასე რომ, მოდი, ვიბრძოლოთ მათთვის მთელ მსოფლიოსთან ერთად.
*ლგბტ მოძრაობა რუსეთში ექსტრემისტულ მოძრაობად არის აღიარებული და აკრძალულია.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ