Home ახალი ამბები მსოფლიო ვიქტორ ორბანი – აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე...

ვიქტორ ორბანი – აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხისთვის დიდი ამბავია, ჩვენ მზად ვართ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი მზად არის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლოს.

ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტების შეხვედრა „მშვიდობისმოყვარე ხალხისთვის“ მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხისთვის დიდი ამბავია. ჩვენ მზად ვართ!“ – წერს ის X-ზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უნგრეთში გამართავს.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here