„ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს”, –წერს „პოლიტიკო“ და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global -ის შედეგებს ავრცელებს. გამოკითხვის მიხედვით, ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილნი როგორც მსოფლიოში, ასევე საკუთარ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის გამო, აგრეთვე, იმ საფრთხეების გამო, რომლებსაც აშშ–ისპრეზიდენტის მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება ქმნის. გამოკითხულ ევროპელთა 63 პროცენტი ამბობს, რომ საუკეთესო წლები უკან დარჩა, ხოლო 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში აღინიშნა. ევროპელთა უმრავლესობა (76 პროცენტი) აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყნებში დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყორუმინეთში (91 პროცენტი), საბერძნეთსა (88 პროცენტი) და ბულგარეთში (86 პროცენტი). გამოცემის ინფორმაციით, ყველა გამოკითხულ ქვეყანაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზას ადგას. შეკითხვას – იმსახურებს თუ არა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას? – გამოკითხულთა 77 პროცენტმა უარყოფითად უპასუხა. გამოკითხვა სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის მიერ 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა 11000-ზე მეტი ადამიანი ევროკავშირის 23 ქვეყნიდან. გამოკითხვა მიმდინარეობდა ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი. შესაძლო ცდომილება 4,4%-ია.
გამოკვლევაში ცდომილება (გამოყენებით სოციოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება) უფრო მაღალიც რომ იყოს, ეს მაინც ევროპის რენტგენოგრამაა, რომელიც ცუდის მომასწავებელია. როდესაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ „მათი ქვეყანა არასწორ გზას ადგას”, ეს საგანგაშო სიგნალია. აი, რა განაცხადა რომის კლუბის პრეზიდენტმა ალექსანდრე კინგმა: „მსოფლიო საერთო სისტემური კრიზისის მოწმეა. ჩვენი ცხოვრება აღსავსეა ზღვარგადასული მოხმარების ინსტინქტით, ნგრევითა და კონფლიქტებით. ჩვენ გადარჩენის გასაღებს ხელის ცეცებით ვეძებთ. ადამიანის გამოსვლა ცხოველთა სამყაროდან იყო მორალის მიჯნა. ახლა არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ პოლიტიკის დომინირებამ და მოხმარების ინსტინქტმა ადამიანი ჩამოაქვეითოს ყოფიერების დაბალ სართულზე. აქედან სრულ კატასტროფამდე მხოლოდ ნაბიჯია. როდესაც ღირებულებები ეროზიას განიცდიან, ადამიანის გადაგვარება იწყება.”
„ევროპის მზის ჩასვენება” გერმანელმა ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა ოსვალდ შპენგლერმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველა ასეთივე სათაურით გამოცემულ ორტომიან წიგნში (ქართულად ნათარგმნია სათაურით: „ევროპის დაისი”). ეს ნაშრომი 1918 წელს გამოიცა და საოცარი პოპულარობა მოიპოვა. იგი ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი გავლენა იგრძნობა ისეთი მოაზროვნეების ნაშრომებში, როგორებიც იყვნენ ამერიკელი სამუელ ჰანთინგტონი და რუსი ლევ გუმილიოვი.
შპენგლერი ევროპის მზის ჩასვენებას იმ თეორიიდან გამომდინარე წინასწარმეტყველებდა, რომ ყველა კულტურასა და ცივილიზაციას აქვს საწყისი, განვითარების ეტაპები და დასასრულიც. კონცეფციაში განხილულია შვიდი კულტურა (ცივილიზაცია): ეგვიპტური, ბაბილონური, ჩინური, ინდური, ანტიკური, მაიას, არაბული, ევროპული. შპენგლერმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში შეამჩნია, რომ ევროპის დეგრადაცია დაწყებული იყო, თუმცა არ უთქვამს, რომ ევროპა მყისიერად გაქრებოდა და განადგურდებოდა. ეს იყო პროცესი, რომელიც შეიძლებოდა რამდენიმე საუკუნეს გაგრძელებულიყო. ამ ნაშრომის გამოქვეყნებიდან საუკუნე უკვე გავიდა. ევროპამ პირველი მსოფლიო ომის გარდა, რომელიც სულ ახალი დამთავრებული იყო იმ დროს, როდესაც შპენგლერის ნაშრომი გამოიცა, სულ რაღაც, ოც წელიწადში კიდევ ერთი მსოფლიო ომი აჩუქა გაოგნებულ და თავზარდაცემულ კაცობრიობას.
ევროპამ, რომელიც ძველ დროში რენესანსით სუნთქავდა და ხელოვნების ყველა დარგში შედევრებს ქმნიდა, ხოლო ახალ დროში თავისუფლების დროშას დააფრიალებდა, უცებ საკონცენტრაციო ბანაკებით მოჰფინა საკუთარი ტერიტორია და სისასტიკის ისეთი მაგალითები შემოუნახა მომავალ თაობებს, რომლებიც კულტურასა და ცივილიზაციასთან არათუ წილნაყარი არ არის, პირიქით – ჯებირივით ეღობება და ეწინააღმდეგება მას. კულტურისა თუ ცივილიზაციის აღსასრული იქ იწყება, სადაც უნიკალურ, თვითნაბად და გენიალურ იდეებს (შესაბამისად, მოაზროვნეებს) მასობრივი ცნობიერება და კულტურა გადაფარავს. როგორც გაუთავებელ ომებზე, ისტორიულ სისასტიკესა და უსამართლობაზე რეაქციამ, ევროპაში იფეთქა თავისუფლებისა და ლიბერალიზმის კულტმა, რომელიც სულ მალე უკიდურესობასა და ფეტიშში გადაიზარდა. უკიდურესობა კი, წესისამებრ, საკუთარი თავის საწინააღმდეგოში გადადის, მაგრამ მხოლოდ ეს პრობლემა როდი იდგა კონტინენტის წინაშე. სულ უფრო მზარდმა ამერიკულმა გავლენამ, სუვერენიტეტის საბოლოოდ დაკარგვამ, თავისუფლების ფეტიშით გამოწვეულმა მორალურმა დეგრადაციამ, რომელსაც კაპიტალისტური კრიზისების კასკადი მოჰყვა, ნაყოფი ჩქარა გამოიღო და ევროპის გაუგონარ გაუცხოებაში გადაიზარდა. გაუცხოება იმაში გამოიხატა, რომ აშშ-ის პოლიტიკურ გავლენებში ჩაძირული კონტინენტი სიტყვით, ცხადია, არა, მაგრამ საქმითა და კონკრეტული გადაწყვეტილებებით საკუთარ თავს დაუპირისპირდა. ამის საუკეთესო მაგალითია გერმანიის მიერ რუსული ბუნებრივი აირის მიღებაზე უარის თქმა და ე.წ. ჩრდილოეთის ნაკადის უკვე დასრულებული პროექტის აფეთქებაში მონაწილეობა. ეს, საკუთარი თავისთვის მოწყობილი პოლიტიკური და ეკონომიკური საბოტაჟი კი არა, ნამდვილი სუიციდი იყო. გაუგონარი რამ მოხდა, რისი ახსნა ჯერ არც უცდიათ. რა მექანიზმმა უნდა იმუშავოს, რომ ერი და ქვეყანა ასეთი ძალით აღდგეს საღი აზრისა და საკუთარი მომავლის წინააღმდეგ?! იძულება გარედან დიდი ფაქტორია, მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნის ამ მოვლენას. გერმანელი ერისთვის დამახასიათებელმა სიძულვილმა სხვა ერებისა და კონფესიების მიმართ, რომელიც ფაშიზმის ეპოქაში მთელი სისრულით გამოვლინდა, აქაც იმუშავა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, ანტისემიტიზმის პარალელურად, რუსოფობიაც მძვინვარებდა, რომლის მიჩქმალვაც შემდგომ პერიოდებში სცადეს, მაგრამ გარედან პროვოცირების შემდეგ იმან, რაც ცნობიერების ბნელ ხვეულებში არსებობდა, თავი ერთბაშად იჩინა. ახლა ამ რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემას ვერ ჩავუღრმავდები, რადგან იგი მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ დაგვჭირდა, თუ რა შორს არის წასული ევროპული ცნობიერების დეგრადაცია. გამორიცხული იყო, რომ ევროპის საზოგადოებრივ აზრში ეს მდგომარეობა არ ასახულიყო. აკი, აისახა კიდეც: „ყველა გამოკითხულ ქვეყანაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზას ადგას.”

ევროპაში დაუჯერებელი დეგრადაცია მიმდინარეობს. ეს, პირველ რიგში, თვალშისაცემია პოლიტიკურ ცხოვრებასა და პროცესებში. თანამედროვე ევროპული პოლიტიკა პირველად მაშინ ასცდა გზას, როდესაც რუსოფობიით დაავადდა (ვგულისხმობ 21-ე საუკუნის ტალღას). ახლა კი აშშ-თანაც ისე გაიფუჭა ურთიერთობა, რომ ნატოს დაშლის რეალური საშიშროების წინაშე დგას. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს გვჭირდებოდა ნატო, ჩვენ მისთვის არასდროს არაფერი გვითხოვია. ჩვენ მათ ამდენ ხანს ვეხმარებოდით, მათგან კი არაფერი მიგვიღია.” აშშ-ის პრეზიდენტის ეს გამონათქვამი მრავლისმთქმელია. მსოფლიო პრესა და სოციალური ქსელები შემოიარა კარიკატურამ, რომელშიც ტრამპმა ნატოს მიაშარდა.
ასეთი ამბები ტყუილუბრალოდ არ ხდება. აშშ-ევროპის ურთიერთობაში კრიზისი სერიოზულზე მეტია. პრობლემა ნატოსა და ევროკავშირის დაშლა კი არ არის, პრობლემა ევროკავშირის გადაგვარებაა. გადაგვარება იმას ნიშნავს, რომ ევროპა ისეთი არ არის, ოდესღაც ასე საბედისწეროდ რომ შეიყვარეს ქართველებმა. შეიყვარეს, გასაგებია. კულტურა, ფილოსოფია, მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა, თეატრი, ოპერა, ბალეტი… მოდი და, ნუ შეიყვარებ! მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ევროპაში ვერც შექსპირს ნახავ, ვერც გოეთეს, ვერც ჰეგელს, ვერც ლეონარდო და ვინჩის, ვერც მიქელანჯელოს, ვერც ბეთჰოვენს, ვერც ბაირონს, ვერც… ვერც… ვერც… რაც მთავარია, ქრისტეს ვერ ნახავ, მის სულს ვერ მიაგნებ „ქრისტიანულ” ევროპაში.
– ლგბტ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის გადაკეთება, – ბოდავენ ცხოვრებაში, წიგნებში, ფილმებში, სპექტაკლებში ეს გადაგვარებული ტიპები, ისტორიის აჩრდილები, ევროპელთა ლანდები, რომლებიც წარსულსაც მოსწყდნენ და მომავალიც დაკარგეს.
– გააუქმეთ კანონი, რომელიც ჩვენი აგენტურის დაფინანსების კონტროლისთვის შემოიღეთ!
– გააუქმეთ კანონი, რომელიც ოჯახის სიწმინდის დასაცავად შემოიღეთ!
– გააუქმეთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს!
ყვავებივით დაგვჩხავიან თავზე კორუფციაში მხილებული ევროპელი ქალები – ვიღაც ფონ დერ ლაიენი და ვიღაც კაია კალასი. გვემუქრებიან, გვაშინებენ, გვაშანტაჟებენ ვიღაც შარლ მიშელი და ოლივერ ვარჰეი. ასე მგონია, დღემდე თბილისის ქუჩებში დაბორიალებს ვიღაც ბორელი და მთვრალივით ლუღლუღებს: „ევროპა ბაღია. ჩვენ ავაშენეთ ბაღი, რომელშიც ყველაფერი მუშაობს. ეს ადამიანის მიერ შექმნილი პოლიტიკური თავისუფლების, ეკონომიკური აყვავებისა და სოციალური გაერთიანების საუკეთესო კომბინაციაა. დანარჩენი მსოფლიო ჯუნგლებია, ჯუნგლებს კი ბაღში შეჭრა შეუძლიათ.“
ვაჰ, სრული კოშმარია გახსენებაც კი ამ ახვარი მოძალადეებისა.
ერთხელ ჰენრი კისინჯერს ცინიკურად უკითხავს: „ვის უნდა დავურეკო, რომ ევროპას დაველაპარაკო?” მძიმე პასაჟია. ძე ხორციელი არ ჩანს ევროპის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომ ვინმე ევროპის შესახებ დაელაპარაკოს. გადაგვარების გზაზე კი დგანან აშკარად, მაგრამ საზოგადოებრივმა აზრმა ეს საშინელი პროცესი სწორად (ადეკვატურად) რაკი ასახა, ყველაფერი დაკარგული არ არის. იქნებ, გამოჩნდეს ვინმე (ან შიგნით, ან გარეთ), ვინც ოდესღაც ასე დიდებულ და სათაყვანო ცივილიზაციას დაღუპვისგან იხსნის. ერთხელ სტალინმა შეძლო ეს. ახლა ვინ მოახერხებს ამის გამეორებას? მიმოვიხედოთ ირგვლივ!
ვალერი კვარაცხელია







