Home რუბრიკები საზოგადოება ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია!

ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია!

142

ოქროვერცხლზე, ფულის საბეჭდ მანქანასა და, საზოგადოდ, ფინანსებზე ბევრი ცნობილი ლაპიდარული გამოთქმა არსებობს. XX საუკუნეში არნახულად გაიზარდა ინფორმაციის როლი, მისი ძალა და იშვა კიდეც ახალი გამოთქმა: “ვინც ინფორმაციას ფლობს, ის მართავს სახელმწიფოს”. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანულ Der Spiegelში გამოქვეყნდა წერილი სათაურითვინც აკონტროლებს ვაქცინას, ის მართავს მსოფლიოს”. ძნელია, არ დაეთანხმო რომელიმეს და, ცხადია, როცა ფინანსებიც, ინფორმაციაც და პოლიტიკაც ერთ ხელშია თავმოყრილი, ეს პოსტულატი უკვე აბსოლუტური ჭეშმარიტების მნიშვნელობას იძენს.

ამით აიხსნება ის, რომ კოვიდვაქცინაციისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მათი განათლებისა და ცენზის მიუხედავად, ყველა ცენტრალურ მედიაში მაქსიმალურად ზღუდავენ, ბევრი მათგანი კი თავად არ აქტიურობს სამსახურის დაკარგვის შიშით. საარსებო წყაროს გადაკეტვა ნებისმიერი (პატიოსანი, განათლებული, თავდადებული და სხვა დადებითი თვისებებით შემკობილი) ადამიანის გასანეიტრალებელი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ერთი მხრივ, შიში და მეორე მხრივ, მატერიალური წახალისება ფულით, სხვადასხვა პრივილეგიისა და წოდების მინიჭებით, ანუ მოქრთამვა-მოსყიდვა სავსებით საკმარისია ადამიანების “მოსათვინიერებლად”, სასურველ პოზიციაზე გადასაყვანადაც კი (ჯიუტი გამონაკლისებისთვის სხვა მეთოდებიც არსებობს). პანდემიის დასაწყისიდანვე ათასობით და ათიათასობით დოლარს უხდიდნენ ამერიკის ჰოსპიტლებს (სხვა ქვეყნებშიც, ოღონდ უფრო ნაკლებს) კოვიდის ყოველ დიაგნოზში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანილ ყოველ კოვიდპაციენტში, დიაგნოზის სიზუსტეს კი ყურადღება არ ექცეოდა. ამგვარი წახალისება ახლა უკვე ვაქცინაციის მიმართაც გრძელდება, “ახალისებენ” ყველას _ ამცრელსაც და ასაცრელსაც. ასეა ყველგან მსოფლიოში, ჩვენთანაც.

სრული წარმატებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ხელისუფლების მოსყიდვა და დაშინება, ხოლო ტოტალური და გლობალური გავლენის მოსაპოვებლად სახელმწიფოების, მთელი მსოფლიოსთვის ქეჩოში ხელის წავლების უძველესი დროიდან ცნობილი საშუალება კი ხალხის, საზოგადოების ორ დაპირისპირებულ მხარედ გახლეჩაა, რაც, სამწუხაროდ, უკვე მესამედ ხდება საქართველოში: პირველი ორი პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოიშვა _ ბევრს ახსოვს 1990-იან წლებში ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მიშისტებად და ანტიმიშისტებად დაყოფა; ამჟამინდელი კი _ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე მზრუნველ ადამიანებს შორის, ოჯახის წევრებს შორის ხდება, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რომელ მათგანს აქვს ტვინი გადაბრუნებული, ვინ არის ჩამორჩენილი და ვინ _ პროგრესული. ხალხის გახლეჩა არც ისე ძნელი ყოფილა _ დეზინფორმაციით შეზავებული 24-საათიანი პროპაგანდით, გამუდმებით ლაპარაკით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების მატებაზე, კუბოებზე, ვირუსების ახალ-ახალ, უფრო და უფრო საშიშ შტამებზე, ანუ გარედან ორკესტრირებული მასობრივი ფსიქოგენური იატროგენიით და ამ დაუსრულებელი პანდემიის მიზეზად ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აუცრელი ადამიანების დადანაშაულებით, სანუკვარი მიზანი თითქმის მიღწეულია, ცოტაც და… მაგრამ, არავინ იცის, როგორ შეტრიალდება მომენტი _ არც იატროგენული დანაშაულის (მედიცინის მუშაკების შეგნებული ან შეუგნებელი, საზოგადოებისთვის სახიფათო ქმედება) ჩამდენი ადამიანების ხილვაა გამორიცხული განსასჯელთა სკამზე.

პლანეტარული მასშტაბის იატროგენური დანაშაულის მხოლოდ ერთ ახალ ფაქტს მოგაწვდით: ჟურნალ Health and Science-ში 5 აგვისტოს გამოქვეყნდა საუბარი თეთრი სახლის მთავარ სამედიცინო მრჩეველთან, ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორ ენტონი ფაუჩისთან. აი, მისი სიტყვები: დელტა 1 000-ჯერ უფრო კონტაგიოზურია (გადამდებია), ვიდრე პირველი _ ალფა ვარიანტი, მაგრამ ვირუსის კიდევ უფრო საშიში მუტაცია მოგველის ახლო მომავალში”! მხოლოდ ამ სიტყვებისთვის (ძველი ცოდვებიც რომ არ ვახსენოთ) მას უნდა ჩამოერთვას ექიმის ლიზენზია და პასუხისგებაში იქნეს მიცემული. და აი, რატომ:

მართალია, ამერიკის რამდენიმე შტატში დელტა ვარიანტით დაავადებიის მკვეთრი მატებაა და ზოგან ახალი ანტირეკორდებიც კი დამყარდა, მაგრამ როგორ შეიძლება რამდენიმე ათეულ ათასი ტესტით (!) გამოვლენილი შემთხვევისთვის რამდენიმე ასეულის დამატება 1 000-ჯერ მატებად შეფასდეს?! რას ემსახურება ეს ვითომ არითმეტიკული უვიცობა? ცხადია, მოსახლეობაში ტოტალური შიშის დანერგვას. ჯერ ძველი, ბრიტანული შტამი ვერ მოუნელებია მსოფლიოს ხეირიანად, ახალი დელტა შტამით გამოწვეული შოკიდანაც ვერ გამოსულან ადამიანები, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც, და ამ დროს ასეთი რაღაცის დაბრეხვება _ კიდევ უფრო საშიში მუტაციით მოსახლეობის დაზაფვრა, შეუძლებელია, სახელმწიფოს მთავარი ინფექციონისტის უნებლიე შეცდომით აიხსნას. ეს წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ცეცხლზე _ მსოფლიოს მოდებულ კოვიდხანძრებზე _ ნავთის დასხმაა, უფრო ზუსტად, ეს უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ხალხის ფსიქიკურ აშლილობამდე მისაყვანი და დასამონებელი უმოკლესი გზაა. სწორედ ამ მიზნით გადადგმული კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯებისთვის მოუწევს მას (პირველ რიგში!) მთავარ საბრალდებო სკამზე დაჯდომა ამერიკელი ხალხის ძალისხმევით ან 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით (ამის იმედს ტრამპის მიერ 2017 წლის 25 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება იძლევა. მის შესახებ ქვემოთ).

ნათქვამია: “ყველამ თავის … მამიდას მიხედოსო”. ჰოდა, ახლა ჩვენს “მამიდებზეც” ვთქვათ ორიოდ სიტყვა.

ასაკით უფროსისგან, 73 წლის ბატონ თენგიზ ცერცვაძისგან (ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი) დავიწყებ, სოციალურ ქსელში 12 აგვისტოს დადებული მისი განცხადებით: “საქართველოში ბოლო ერთ კვირაშიც კი, როცა ფიქსირდებოდა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები, ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 1%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 კოვიდავადმყოფიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ხოლო მთელი პანდემიის პერიოდში აღებული საშუალო მაჩვენებლით საქართველო (1.35 %) ჯობნის აშშ-ს (1.74 %) და ევროპის 32 ქვეყანას. ჩვენთან სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR Case Fatality Rate  _ დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვლილთა რაოდენობა) ისეთივე რომ იყოს, როგორც, მაგალითად, გერმანიაში (2.42%), მაშინ ჩვენთან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა არა 6 230, არამედ 11 160 კაცი იქნებოდა (საქართველოში კოვიდავადმყოფთა ჯამური რაოდენობა 461 198-ია, ხოლო ამ რიცხვის 2.42 % _ 11 160), ანუ პრაქტიკულად რაც არის, იმაზე ორჯერ მეტი. დღეში 30,40 და 50 გარდაცვალება ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია კოვიდინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით, არა ცუდი კლინიკური მართვით”.

აქვე, სამეულიდან ყველაზე უმცროსის, 68 წლის ბატონ პაატა იმნაძის (ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის, მოადგილე) იმავე 12 აგვისტოს იდენტურ განცხადებასაც გაგაცნობთ: “პროპორციულად რომ შევადაროთ, 100 000 მოსახლეზე ჩვენ დღეს რა ავადობაც გვაქვს, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან. რამდენი ინფიცირებულიც იქნება, იმდენი ათასი ავადმყოფიდან დაახლოებით 10-13 გარდაიცვლება. სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სამწუხაროდ, სხვა მეთოდებით მართვა დაგვჭირდება ხოლმე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ლეტალობა ყველგან, განვითარებულ ქვეყნებში ამ ეტაპზე არის 1% ან 1.3 %”. ზუსტად ამ განცხადებებზეა ნათქვამი: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”.

თუკი ბოლო ერთ კვირაში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხებოდა და იგი მაინც არ აღემატებოდა 1%-, მაშინ გაუგებარია, მთელი პანდემიის პერიოდში აღებული საშუალო მაჩვენებელი როგორღაა უფრო მაღალი _ 1.35 %? პანდემიის პირველ ექვს თვეში (2020 წლის მარტაგვისტოში) ხომ მხოლოდ 19 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მერე კი, ანუ დელტამდე ხომ ასევე ნაკლები იღუპებოდა, ვიდრე ახლა, ბოლო კვირებში?

მაგრამ არითმეტიკულ უზუსტობას არა უშავს, მთავარი და სასიხარულო ისაა, რომ ამ მაჩვენებლით, თურმე, საქართველო განვითარებულ ამერიკა-გერმანიასაც ჯობია, დანარჩენ ევროპას კი ტოლს არ უდებს, ლეტალობა ყველგან 1-1.3 % ყოფილა. და, თურმე, ასე გაგრძელდება ჩვენთანაც: “ყოველი 1 000 ინფიცირებული ავადმყოფიდან 10-13 გარდაიცვლება (ანუ 1-1.3 %), სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება”.

დავიჯერო, ჯანდაცვის ეს მესვეურები ვერ ამჩნევენ, დიდ წინააღმდეგობაში რომ ვარდებიან?! დელტა ვარიანტით გამოწვეულმა კოვიდმა, უპირველესად, იმ სახელმწიფოებში რომ იფეთქა, რომლებსაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ, ეს არ იციან?! დაავადების გავრცელებაც ზოგან ერთნაირად (აცრილებსა და აუცრელებში), ზოგან კი აცრილებში უფრო მეტად რომ აღინიშნა, არც ეს იციან?! თანამდებობრივი მდგომარეობით სწორედ მათ უნდა იცოდნენ, ვალდებულნიც არიან, იცოდნენ ყველაფერი, რაც კოვიდის ირგვლივ ხდება მსოფლიოში. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან კარგად იციან, მაგრამ მე მაინც შევახსენებ:

ინდურმა შტამმა პირველად (ინდოეთის შემდეგ, ცხადია) დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ჩილესა და სეიშელის კუნძულებზე იფეთქა, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი (!) პროცენტული მაჩვენებლები ჰქონდათ – 50-60 % და უფრო მეტიც, იფეთქა ერთმანეთისგან განსხვავებულ გეოგრაფიულ გარემოში, რაც შემთხვევითობით არ შეიძლება აიხსნას. ამ ფაქტზე, როგორ შეიძლება, გამოჩენილი ფრანგი ვირუსოლოგის, შიდსის გამომწვევი ვირუსის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) აღმომჩენის, ნობელის პრემიის ლაურეატ ლუკ მონტანიეს გაფრთხილება არ გაგვახსენდეს: მთელი მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაცია დაუშვებელია, რადგან ამის შედეგად ვირუსის უფრო საშიში შტამები წარმოიქმნება, რომელთა წინააღმდეგაც არსებული ვაქცინები არაეფექტური იქნება”. დიდ ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად, ხოლო 25% ერთჯერადად იყო აცრილი, ინდური შტამის მიზეზით გარდაცვლილი 117 ადამიანიდან 60% (43% _ სრულად, 17% _ ერთჯერ) აცრილი იყო. ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატისგეების მექადწოდებულ პატარა პროვინციულ ქალაქში (ასეთივე სახელით _ Provincetown, მოსახლეობა _ დაახლ. 3 000 ადამიანი), სადაც 12 წლის ზემოთ თითქმის ყველა იყო აცრილი, 3 ივლისს იფეთქა, მაგრამ იფეთქა დელტა კოვიდმა _ სამ კვირაში 833 (!) ადამიანი გახდა ავად და, როგორც CDC იტყობინება, პირველი 469 შემთხვევიდან 74% სრულად იყო ვაქცინირებული (აშშში იმდროისთვის სრულად 44 % იყო ვაქცინირებული, მასაჩუსეტსის შტატში _ 64 %, თავად პროვინსტაუნში კიდევ უფრო მეტი _ 70 %-მდე. იმას აღარ გვეუბნებიან 833-დან დანარჩენ 364 შემთხვევაში რამდენი იყო აცრილთა პროცენტი, ალბათ, კიდევ უფრო მეტი, თორემ, პირიქით რომ ყოფილიყო, ამას სიხარულით გვამცნობდნენ). ასეა თუ ისე, ორივე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი (ბრიტანეთისა და ამერიკის) (ლეტალობისა და გავრცელების) იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსის დელტა შტამისთვის მნიშვნელობა არ აქვს, აცრილია ადამიანი თუ აუცრელი. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ აცრილი ადამიანის უჯრედები უფრო მეტადაც კი იზიდავს მას! ეს მოვლენა ნაკლებად გაგვიკვირდება თუ გავითვალისწინებთ პროვინსთაუნში დადგენილ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს: ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს გადასცემდნენ სხვა ვაქცინირებულებს. როგორც კვლევის ერთერთი მონაწილე ამბობს: ამ მონაცემებმა ისეთი გაოცება გამოიწვია CDCის მეცნიერებში, თითქოს მათკანარის ჩიტი ენახოთ ქვანახშირის მაღაროში”.

ასე რომ, სამეულის მიერ გაცემული დაპირებები, დღემდე რომ გვიჭედავენ ყურებს: აცრილები დაცულები იქნებით ან, საერთოდ, არ გახდებით ავად, ანდა _ ძალიან იშვიათად და იოლ ფორმებში გადაიტანთო, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებების მსგავსი აღმოჩნდა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, როგორც სამეული გვეუბნება, 50-60%-ით აცრილ ქვეყნებთან შედარებით, ოდნავ უკეთესიც კი გვქონია. დელტა ვარიანტით გამოწვეული კოვიდის აფეთქებები დღესაც გრძელდება და ახალ-ახალი ანტირეკორდები მყარდება 60-70, 80%-ით ვაქცინირებულ განვითარებულ სახელმწიფოებში და… 90%-ით აუცრელ და განუვითარებელ საქართველოშიც, მაგრამ რატომ ხდება ასე, არავინ გვიხსნის, ჩვენით კი, აბა, რას მივხვდებით, ეს ხომ ანტივაქსერების გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. ჩვენ მხოლოდ, დაწყებითი კლასების განათლების მქონე ადამიანსაც რომ გაუჩნდება, ისეთი კითხვა გვებადება: მაშ, რაღა ჯანდაბად გვინდა ეს ვაქცინაცია”?! პაატა იმნაძემ ინდოეთი მოიყვანა შესადარებლად; “ინდოეთში რაც ხდებოდა (ანუ წარსულშიო), 100 000 მოსახლეზე ავადობა 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან დღესო”. ასე შორს, ინდოეთში “წასვლა” რა საჭირო იყო, როცა უარესი მაჩვენებელი (როგორც დაავადების გავრცელების, ისე გარდაცვალების შემთხვევების მხრივ) მეზობელ რუსეთთან შედარებითაც გვაქვს, კარგა ხანია, მაგრამ, აქ საყურადღებო უფრო სხვა რამ არის, რასაც ნახევარსიმართლე ჰქვია. რადგან იმნაძემ ინდოეთის მდგომარეობა ასე კარგად იცის, მაშასადამე, მასთან ერთად ცერცვაძე და გამყრელიძეც საქმის კურსში არიან, თუ როგორ, რომელი პრეპარატით გაუმკლავდა  ინდოეთი დელტა ვირუსს, მაგრამ სწორედ  ამის გამჟღავნება არც ერთს არ სურს, არ გვეუბნებიან, რადგანაც ხმის ამოღების  უფლება არ აქვთ, CDCისგანვეტოაქვთ პირზე დადებული. არადა, ინდოეთში გამოყენებულმა  პრეპარატმა, შეიძლება ითქვასგადატრიალება მოახდინა კოვიდის მკურნალობაში, ოღონდ იმ ქვეყნებში (მექსიკა, პერუ, არგენტინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ზამბია, იაპონია, ინდოეთი და სხვ.), რომლებმაც გაბედეს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA),ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC), ამერიკის კვებითი და სამედიცინო პროდუქტების სამმართველოს (FDA) წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დანერგეს ანტიპარაზიტული და ანტივირუსული მოქმედების ივერმექტინით კოვიდპაციენტების მკურნალობა. ცხადია, სათანადო ლაბორატორიულ-კლინიკური კვლევების გარეშე, დაუფიქრებლად და პირდაპირ არავინ დატაკებია მრგვალი ჭიების საწინააღმდეგოდ შექმნილ ამ პრეპარატს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არნახული წარმატებით გამოიყენეს ე.წ. მდინარის სიბრმავის გამომწვევი დაავადების მკურნლობისას (68 მლნ ადამიანს ჩაუტარდა ივერმექტინით მკურნალობა  აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში. მიღებულ შედეგებს “ტრიუმფი მკურნალობაში” უწოდა ჯანმომ 2009 წელს და ეს პათოლოგია დავიწყებულ დაავადებათა ჯგუფში გადაიყვანა).

ივერმექტინის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ღირს მასზე ცოტა ვრცლად შეჩერება, მით უმეტეს, რომ ზემოჩამოთვლილ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებსა და ვაქცინების მწარმოებელ ტრანსნაციონალურ კომპანიებს მასშტაბური დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანია აქვთ გაჩაღებული ივერმექტინის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენი, დასავლეთის შემყურე ჯანდაცვის სამინისტრო და სამეული დღესაც ჭოჭმანობს _ ვერ გაუბედავთ ამ უკვე კარგად აპრობირებული პრეპარატის გამოყენება. პოლიტიკოსები რომ ვერ დგამენ ნაბიჯს დასავლეთის დაუკითხავად, ეს არახალია, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, იმასაც მოვესწარით, რომ ექიმი ვერ ბედავს, ავადმყოფს მისცეს ის წამალი, რომელიც უეჭველად უშველის. ვაითუ ძია სემი გაგვიბრაზდეს, _ ფიქრობს იგი, _ და ჩემი გათავისუფლება მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომელიც თვალის დაუხამხამებლად აღასრულებს მის ნებას, მაშინ? ხომ დარჩა განზე კარგი ანაზღაურება, პრივილეგიები და გრანტები. თუმცა, ადამიანებისგან (ჯანდაცვის მესვეურებს ვგულისხმობ, ცხადია, და არა _ ჰოსპიტლებში მუხლჩაუხრელად მომუშავე მედპერსონალს), რომლებმაც დაივიწყეს ავადმყოფის მკურნალობის ჰიპოკრატისეული პრინციპი: “უპირველესად, არ ავნო და ყოველთვის დაეხმარე”, აღარაფერია გასაკვირი.

აი, რას წერდა თენგიზ ცერცვაძე “ფეისბუკში” 11 აგვისტოს: სადღეისოდივერმექტინსარ აქვს აშშ FDA- ან EMA- ოფიციალური რეკომენდაცია (აპპროვალ), ხოლო ჯანმო და NIH, აგრეთვე, მსოფლიოს სხვა წამყვანი ინსტიტუციები რეკომენდაციას იძლევიან, რომივერმექტინიშეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში. ამ დღეებში ვიმსჯელეთივერმექტინისკოვიდავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარების თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს დღეებში”.

დღეების წინ იმსჯელეს, მაგრამ დასკვნის გამოტანას კიდევ დღეები სჭირდება, თურმე. არათუ მასობრივი მკურნალობის, ნებადართული კლინიკური კვლევის ჩატარებაც კი ვერ გაუბედავთ. ეს დაბეჩავებულები, მაგრამ ჩვენთან დიდი გულის მქონე ვაჟბატონები ცუდ დღეში არიან, ეშინიათ, ძია სემის უკითხავად და გაიდლაინის გვერდის ავლით მხოლოდ მძიმე ავადმყოფების მკურნალობაც კი დაუმორჩილებლობაში არ ჩამოართვან. ცერცვაძეს ისიცავიწყდება”, კრინტს არ ძრავს, რომ არათუ ივერმექტინს, დღემდე არც ერთ ვაქცინას არ აქვსაპროვალი”, არც ერთი მათგანი არ არის მოწონებულდამტკიცებული და, რომ ყველა ვაქცინა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ(!) შემთხვევებში გამოსაყენებლად, როგორცგადაუდებელი გენური თერაპიული საშუალება”. ვაქცინადწოდებული ამ პროდუქტის ინსტრუქციის მიუხედავად, მაინც დაჟინებით გვაიძულებენ (ვირეშმაკურად მოფიქრებული შეზღუდვებით), დავთანხმდეთ აცრებს, თანაც არავითარი დიფერენციაცია _ ღრმად მოხუცებულს, ზრდასრულსა თუ მოზარდს, 120, 60 თუ 40 კგ წონის ადამიანს, განურჩევლად ყველას, ერთი და იმავე დოზას უშხაპუნებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. მხოლოდ ბრიყვი და აბსოლუტურად ჩაუხედავი თუ დაიჯერებს, რომ ასეულ მილიონობით უკვე აცრილი ადამიანი ყველაგანსაკუთრებულიდაგადაუდებელიშემთხვევა იყო, რომ სათანადოდ შეუსწავლელი კოვიდვაქცინები ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა შექმნილი, ხოლო მრავალ მილიონ ადამიანზე წარმატებით გამოცდილი, სერიოზული გვერდითი მოვლენების არმქონე ივერმექტინი კიდევ თვეობით დაკვირვებას საჭიროებს. ქვემოთ მოგახსენებთ, რა შედეგები და რეაქცია მოჰყვა ივერმექტინის გამოყენების დაუსაბუთებლად შეწყვეტას ინდოეთის ერთ-ერთ შტატში.

იაკობ ლეჟავა

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here