Home ახალი ამბები საქართველო ვაშინგტონის გზავნილი „ქართულ ოცნებას“ – სახელმწიფო დეპარტამენტი კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს

ვაშინგტონის გზავნილი „ქართულ ოცნებას“ – სახელმწიფო დეპარტამენტი კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს

ივანიშვილის პარტიამ შტატებიდან ახალი გზავნილი მიიღო. “ნეტგაზეთისთვის” გაგზავნილ წერილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუბიოს უწყება მუშაობს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას იმ შემთხვევაში, თუ მათ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად უნდათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება და თბილისთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ესწრაფვის.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს თანამშრომლობის დღის წესრიგსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.

ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება, გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

https://newposts.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here