Home სხვადასხვა დაიჯესტი ვატიკანი ბრალს სდებს: კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს

ვატიკანი ბრალს სდებს: კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს

11621
ფორტ დეტრიკი

კარდინალი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი შექმნილიაერთი ძლევამოსილი და მდიდარი ქვეყნის ლაბორატორიაში

კარდინალი, არქიეპისკოპოსი კოლომბო მალკოლმ რანჟიჩი (Ranjith) დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი Covid-19 ადამიანის ხელით შეიქმნაერთი ძლევამოსილი და მდიდარი ქვეყნის ლაბორატორიაში”. კარდინალმა მოითხოვა, რომ ამის გამო გაერომ დაიწყოს გამოძიება, დამნაშავეები მიცემულნი იქნან პასუხისგებაში გენოციდის ბრალდებით და მკაცრად დაისაჯონ,” _ წერს იტალიური გაზეთიმესაჯეროსკორესპონდენტი.

“ზოგიერთი ვირუსი, აღნიშნა კარდინალმა, რომელთა შესახებაც ჩვენ ბოლო ხანს ვლაპარაკობთ, უპრინციპო ექსპერიმენტების შედეგია. ჩვენ უნდა ავკრძალოთ ასეთი ტიპის ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევს ადამიანურ დანაკარგებს და კაცობრიობის ტანჯვას… ამ სახის გამოკვლევებს არ აწარმოებენ ცალკეული ადამიანები ღარიბ ქვეყნებში, მათ აწარმოებენ მდიდარი სახელმწიფოების ლაბორატორიებში. ასეთი რაღაცების წარმოება ძალიან სერიოზული დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ. ღმერთს ვევედრები, რომ დამეხმაროს იმ ადამიანების პოვნაში, რომლებმაც ეს შხამი დათესეს. ვფიქრობ, უნდა გააქტიურდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რათა გაარკვიოს, როგორ წარმოიქმნა ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავენი. ასეთი კვლევები უნდა აიკრძალოს”.

კარდინალი რანჟიჩი
კარდინალი რანჟიჩი

ვინ შექმნა ვირუსი?

ვატიკანის კარდინალი პირდაპირ არ ამბობს, სახელდობრ, რომელ ქვეყანას ადანაშაულებს ვირუსის შექმნაში, მაგრამ მიხვედრა რთული არ არის, რომელი სახელმწიფო ჰყავს მხედველობაში, როდესაც ლაპარაკობს “ძლევამოსილი და მდიდარი ქვეყნის” ლაბორატორიაზე.

როგორც ცოტა ხნის წინათ განაცხადა კანადური კვლევითი ცენტრის _ GLOBAL RESEARCHის მიმომხილველმა ლერი რომანოფმა, კორონავირუსი შექმნეს აშშში. მისი თქმით, ვირუსი ნამდვილად არ აღმოცენებულა ჩინეთის ქალაქ უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში, სადაც იფეთქა ეპიდემიამ. რომანოფი მიიჩნევს, რომ ვირუსი იქ გარედან შეიტანეს და დაასახელა კიდეც ადგილსამყოფელი ლაბორატორიისა, რომელშიც მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე.

“კორონავირუსის ერთადერთი შესაძლო წყარო არის აშშ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ქვეყანაშია კორონავირუსის ევოლუციური ხის ყველა განტოტება. Covid-19-ის საწყისი წყარო იყო აშშ-ის სამხედრო ლაბორატორია ფორტ-დეტრიკში”, განაცხადა ლერი რომანოფმა. ექსპერტის დასკვნები ეფუძნება იაპონელი და ტაივანელი ეპიდემიოლოგების კვლევებს. რომანოფმა ყველას შეახსენა, რომ 2019 წლის აგვისტოში აშშ-ს გადაუარა პნევმონიის ტალღამ, რომლის წყაროდ ამერიკელებმა ვეიპები (ელექტრონული მინიყალიონები) დაასახელეს. დაავადების რამდენიმე შემთხვევა სიკვდილით დასრულდა. ტაივანელმა ექიმმა გააფრთხილა აშშ, რომ პნევმონიის მიზეზი შეიძლება კორონავირუსი ყოფილიყო, მაგრამ მისი ნათქვამი ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს. რომანოფმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეპიდემიის აფეთქების წინ აშშმა რატომღაც დახურა თავისი მთავარი სამხედრო ბიოლაბორატორია ფორდდეტრიკში.

სიკვდილის ლაბორატორია

როგორც მასმედია იუწყებოდა, ამ ლაბორატორიაში ატარებდნენ ექსპერიმენტებს ისეთ საშიშ მიკრობებსა და ტოქსინებზე, როგორებიც არის ციებ-ცხელების ვირუსი ებოლა, ციმბირის წყლული, ყვავილი, ჭირი, აგრეთვე, შხამი რიცინი; იკვლევდნენ, ამასთანავე, ეპიდემიურ აფეთქებებს; ახორციელებდნენ პროექტებს სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, უნივერსიტეტებისა და ფარმაცევტული კომპანიებისთვის. 2019 წლის აპრილში USAMRLLD-ის მოლეკულურმა და ტრანსლაციურმა განყოფილებამ გამოაქვეყნა ღამურებში კორონავირუსის შესწავლის შედეგი, რომლის თანახმად “…პანკორონავირუსის საწინააღმდეგო წამლების დეფიციტი ზრდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უუნარობის საფრთხეს კორონავირუსის მაღალპათოგენური პანდემიის მიმართ”.

ჩინეთში პანდემიის დაწყებამდე _ 2019 წლის 31 აგვისტოს გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსში” დაიბეჭდა მასალა აშშ-ში იდუმალ ეპიდემიაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ფილტვების მანამდე უცნობი დაავადება, რომლისგანაც იმხანად დაზარალდა 200-ზე მეტი ადამიანი.

ეჭვი მიიტანეს კანაბისზე (მარიხუანაზე), ელექტრონულ სიგარეტებსა და ვეიპებზე, მაგრამ ავადდებოდნენ ისინიც, ვინც საერთოდ არ ეწეოდა, ამიტომ არავის გამოურიცხავს ფილტვთა სისტემის მძიმე დაავადების ვირუსულ-ბაქტერიოლოგიური ბუნება. მხოლოდ 2019 წლის 1 ოქტომბერს აღირიცხა ამ დაავადების 1080 შემთხვევა აშშ-ის 48 შტატსა და ვირჯინიის კუნძულებზე, იყო სიკვდილის შემთხვევებიც.

სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს კიდევ ერთ ეპიზოდზე, რომელიც დაკავშირებული იყო ვირუსის გავრცელებასთან. 2019 წლის 18-27 ოქტომბრის პერიოდში უჰანში გაიმართა მორიგი საერთაშორისო სამხედრო თამაშები, რომელზეც პენტაგონმა რამდენიმე ასეული კაცი გაგზავნა. იმხანად GLOBAL RESEARCHმა ჩინურ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა, რომ 5 უცხოელი სპორტსმენი უცნობი ინფექციით მოთავსებული იყო უჰანის ჰოსპიტალში. შემდგომ დაავადების შემთხვევების მომატება შეესაბამება მედიკოსების მიერ დადგენილ სტანდარტს კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდის (14 დღე) შესახებ.

ჩჟაო ლიძიანი
ჩჟაო ლიძიანი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ უჰანში სახიფათო კორონავირუსი ამერიკელმა სამხედრებმა შეიტანეს.

ლიძიანის თქმით, ამერიკელები ვალდებულნი არიან, ახსნან, რატომ გაჩნდა ეს დაავადება უჰანში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაწერა, აგრეთვე, რომ რობერტ რედფილდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უჰანში დაავადების აფეთქებამდე აშშ-ში იყო შემთხვევები, რომელთა შედეგადაც ადამიანები თითქოს დაიღუპნენ გრიპით, მაგრამ გარდაცვალების შემდგომ მათ სახიფათო კორონავირუსი აღმოუჩინეს.

ჩინეთის საგარეო უწყების ამ დემარშმა აშშ-ში აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ცრუინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ქალაქი უჰანი
ქალაქი უჰანი

თეთრ სახლში გამარულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ “ჩინეთმა გაავრცელა ცრუინფორმაცია, თითქოს ჩვენმა სამხედროებმა მას მისცეს ეს (ვირუსი). ეს ტყუილია. და ნაცვლად იმისა, რომ ვიკამათო, ვალდებული ვარ, ვთქვა საიდან მოვიდა ის (ვირუსი). ის ნამდვილად მოვიდა ჩინეთიდან,” _ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა მას კონკრეტული ბრალდება არ წამოუყენებია.

ვერსიას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიძლება გამოიყვანეს ოკეანისგაღმა ლაბორატორიაში, შემდეგ კი შეგნებულად თუ შეუგნებლად გამოვიდა კონტროლის ზონიდან, იზიარებენ რუსი ექსპერტებიც.

ბიოლოგიური იარაღის საკითხების გაეროს კომისიის ყოფილმა წევრმა იგორ ნიკულინმა განაცხადა, რომ “COVID-19” შედგება სამი ნაწილისგან: ღამურის კორონავირუსისგან, გველის კორონავირუსისა და აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) კომპონენტისგან ცილის გლიკოპროტეინისგან. ბუნებაში ასეთი კომბინაცია ვერ შეიქმნებოდა”.

ნიკულინმა, აგრეთვე, გაიხსენა, რომ 2000 წლამდე კორონავირუსით ადამიანი არ დასნებოვნებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც 1999 წელს ამერიკელებმა მიიღეს ეთნიკურად სპეციფიკური ბიოლოგიური იარაღის პროგრამა, 38-დან 8 ვირუსი გადავიდა ცხოველებიდან ადამიანზე.

კითხვებს აჩენს აშშ-დან წამოსული ცნობები იმის შესახებ, რომ მიღწეულია წარმატება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის საქმეში. როგორ შეძლო აშშ-მა, სხვა ქვეყნებისთვის ეჯობნა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში იმ ვითარებაში, როცა ეს შეუძლებელია ტექნოლოგიური პროცესის თვალსაზრისით? “ისინი ისე წავიდნენ წინ ვაქცინის შექმნის საქმეში, რომ ტექნოლოგიურად ასეთი წინსვლა შეუძლებელია”, ამბობენ ექსპერტები.

სპეციალისტების აზრით, მოცემულ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რამ განაპირობა ასეთი წინსვლა ტექნოლოგიური თვალსაზრისით? ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვითარებაში, როცა ვირუსის პირველი შემთხვევა აღირიცხა ჩინეთში და როცა ჩინეთმა თითქოს პირველმა დაიწყო ვაქცინის შექმნასა და გამოცდაზე მუშაობა.

შენ ან ტოვებ ვირთხებზე ცდების ჩატარების გარკვეულ ეტაპებს, ან არ ტოვებ, მაშინ როდის დაიწყე ეს? ამ ეტაპებს აქვს ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და მათი გამოტოვება შეუძლებელია! ისინი რა, არღვევენ ტექნოლოგიურ ციკლს თუ უკვე ჰქონდათ ეს? და, თუ ეს უკვე ჰქონდათ, რა იყო ეს? ანტიდოტი? ეს ნიშნავს, რომ არის დოტი?” განაცხადა ერთერთმა ექსპერტმა.

როგორც ცნობილია, დღეს მსოფლიოში მოქმედებს აშშ-ის დაახლოებით 400 ცენტრი და ლაბორატორია, რომლებშიც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე, მათგან დაახლოებით 40 განლაგებულია უშუალოდ რუსეთის საზღვართან, მათ შორის, საქართველოშიც.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეპიდემიამ იფეთქა თვით აშშ-შიც, მაგრამ ცნობილია, რომ, თუ შემთხვევითაც კი ჯინს ბოთლიდან გამოუშვებ, ის დაიწყებს ყველას გადასანსვლას, მათ შორის, იმ ადამიანებისაც, რომლებმაც ის გამოუშვეს.

Stoletie.ruზე გამოქვეყნებული ვლადიმერ მალიშევის მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

2 COMMENTS

  1. კარგი იქნება თუ მსოფლიო გამოიძევს სინამდვილეში რა მოხდა, ვინაა ის ბრიყვი, ვინც ამ კატასტროფას აწყობს. ეტყობა ბოლომდე ვერ მიიყვანა გამოგონება და ღმერთმა მანამ დასაჯა.
    ფაქტია თვითონაც მოყვა თავის დაგებულ მახეში. მჯერა გაირკვევა ვირუსის შექმნის ადგილი და პლანეტის მოსახლეობა შეიტყობს ბიო ომის ავტორს.

  2. არ კარგი ამბავი ნეტავ თუ არის რამე ამის შესაჩერებლად გან რა ვირუსია რომ.ამდეხანი ვერ გაჩერეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here