Home ახალი ამბები ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებულთა მკურნალობის დამატებით ხარჯებს, თბილისი მერია დააფინანსებს

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებულთა მკურნალობის დამატებით ხარჯებს, თბილისი მერია დააფინანსებს

773
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევში თბილისის მერია დაფარავს.

“მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა. დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.

დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან.

პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია”, –  წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებში.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here