Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი კვარაცხელია: 27 წელიწადი დასავლეთმა ნგრევისა და ქაოსის გზით გვატარა და ანტიდასავლური...

ვალერი კვარაცხელია: 27 წელიწადი დასავლეთმა ნგრევისა და ქაოსის გზით გვატარა და ანტიდასავლური განწყობილებების მოძალება რა გასაკვირია?

2749
ვალერი კვარაცხელია

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთერთ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას რუსულქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრეა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ერთიერთზე ესაუბროს რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე: “სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს”, _ განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების რეჟიმში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი წითელ ხაზად უნდა დარჩეს

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პირველ პირთან პირისპირ შეხვედრისთვის მზადყოფნა მედიასთან ჯერ კიდევ 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის დროს, გამოთქვა, თუმცა მარგველაშვილმა მაშინ ეს დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე შეუძლებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე შეხვედრა ვერ შედგებოდარატომ იზრდება დღეს ქართველ საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მოთხოვნა და რა მზადყოფნაზე საუბრობს პრეზიდენტი მარგველაშვილი? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ექსპერტი ვალერი კვარაცხელია.

_ ბატონო ვალერი, რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მოთხოვნა იზრდება, ამიტომ მზად არის, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. დაახლოებით ოთხი წლის წინათ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება, მარგველაშვილი შეხვედრისთვის მზად არ იყო, თქვენი აზრით, დღეს რა შეიცვალა?

_ მარტივად გიპასუხებთ: არა მგონია, რომ მარგველაშვილი მზად იყოს ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. ეს არც არავის ჰგონია, ვინც ოდნავ მაინც არის საქმეში ჩახედული…

_ თვითონ მარგველაშვილს რატომ შეიძლება ეგონოს, რომ მზადაა?

_ თვითონაც არ ჰგონია, წინასაარჩევნოდ უნდა, ალბათ, ეს თემა გამოიყენოს, მაგრამ რეალურად ამის უკან არაფერი დგას. მეტსაც გეტყვით, ამას წინათ მან ისიც კი თქვა, რომ თურმე მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე ჩვენ გვრდით დგას დასავლეთი, რომელიც გაცილებით ძლიერია რუსეთზე და ამის გამო რუსეთს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ცხადია, ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია და ამით უკვე ერთმნიშვნელოვად ნათელია ყველაფერი. მარგველაშვილს არასოდეს უთქვამს, არასოდეს გამოუხატავს თავისი პოზიცია და ნაბიჯი არ გადაუდგამს იმ მიმართულებით, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების თუნდაც რაღაც წინაპირობები შექმნილიყო. მარგველაშვილმა არც იცის, რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობები საქართველოსთვის. გარდა ამისა, მას არ ესმის, როგორია დღეს მსოფლიოში ზოგადი გეოპოლიტიკური ვითარება. ის, უბრალოდ, ხელმძღვანელობს იმ სტერეოტიპებით, რომლებიც დასავლეთიდან მოდის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთი ყველაფერში მართალია, ხოლო რუსეთი დარჩა ბოროტების იმპერიად, რომელიც დასუსტდა და პერსექტივა აღარ აქვს. არადა, ეს მიდგომა უკვე რეალურად აღარ მუშაობს. მსოფლიო, დიდი ხანია, აღარ არის ერთპოლუსიანი. ამის ნათელი დადასტურება იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა, რომელიც ხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელით, ამერიკას რუსეთმა არ დაანება. ამის კიდევ უფრო ნათელი დადასტურება იყო ყირიმთან დაკავშირებული მოვლენები, როდესაც, კანონიერების სრული დაცვითა და ყოველგვარი ძალადობის გარეშე, რუსეთმა დაიბრუნა ყირიმი, რომელიც მას ღალატით ჰქონდა დაკარგული. ხოლო ის, რაც მოხდა სირიაში, სადაც რუსეთმა ამერიკელების მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაცია გაანადგურა, რუსეთისთვის ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნების მიმართულებით პუტინის მოღვაწეობის აპოთეოზი იყო. სხვათა შორის, როდესაც სირიასა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რასაც რუსეთი ამ რეგიონში აკეთებს, არის თავიდან ბოლომდე ლეგიტიმური, ხოლო ის, რასაც დასავლეთი აკეთებს, არის თავიდან ბოლომდე არალეგიტიმური. იმიტომ, რომ დღეს რეალურად რუსეთია ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ოფიციალური მიწვევა სირიის კანონიერი ხელისუფლების მხრიდან. დანარჩენი სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ სხვა, არაოფიციალურად და უკანონოდ მოქმედებენ იქ, იმიტომ, რომ არც ერთს არ აქვს არც სირიის ხელისუფლების მიწვევა და არც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. აი, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ნათლად ვხედავთ სამართლიანობისა და უსამართლობის დაპირისპირებას. სამართლიანობა, ამ შემთხვევაში, არის რუსეთის მხარეს, ხოლო უსამართლობა დასავლეთის მხარეს. აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერში, რაშიც დასავლეთი რუსეთს უპირისპირდება, რუსეთი ყველგან მართალია, დასავლეთი ყველგან ტყუის. მარგველაშვილი კი დადის ხან ევროპაში, ხან ამერიკაში და რუსეთის ლანძღვაში ხედავს ქართველი ხალხის მიერ მისთვის დაკისრებული საპრეზიდენტო მისიის განხორციელების ერთადერთ გზას. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის ამაო მცდელობა, რომ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხი, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ მას არც საკუთარი თანამდებობრივი მოვალეობები აქვს გააზრებული და არც ის ესმის, მსგავსი თამაშები რამე შედეგს მოიტანს თუ არა.

_ ვთქვათ, მარგველაშვილი რუსეთთან დიალოგის თაობაზე განცხადებებს გარკვეული პოლიტიკური მიზნით, მაგალითად, არჩევნებისთვის აკეთებს. ეს რა შანსებს მისცემს მას რეალურად?

_ ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი, რადგან ასეთი განცხადებებით ის ვერც რუსეთში შეაცდენს ვინმეს და ვერც საქართველოში. სხვათა შორის, რუსეთიდან უკვე მოვიდა პასუხი, რომელიც აშკარად შიფრავს იმას, რასაც რეალურად ემსახურებოდა მარგველაშვილის ეს განცხადებაარანაირი საფუძველი საიმისოდ, რომ მარგველაშვილმა კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობაზე იფიქროს, მას არ აქვს, ვინაიდან მას არც ხალხი უჭერს მხარს და არც რომელიმე სერიოზული პოლიტიკური პარტია. მხარდაჭერა მას არც არასდროს ჰქონია და ვერც ექნება, რადგან არ არის იმ მასშტაბის პოლიტიკოსი, რომ ქართველმა ხალხმა ოდესმე პრეზიდენტად წარმოიდგინოს. მისი გაპრეზიდენტება, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ივანიშვილმა მოინდომა და, ვინაიდან ხალხს ივანიშვილისთვის უკვე ჰქონდა ნდობა გამოცხადებული, ეს დივიდენდიც იმ ნდობის გაგრძელების იყო. მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას ახლა აღარც ივანიშვილი მოინდომებს და აღარც ხალხი. მარგველაშვილმა, როგორც ჩანს, სწორად გათვალა, რომ მსოფლიოში ერთადერთი კაცი, რომელსაც საქართველოში მარგველაშვილის მეორე ვადით გაპრეზიდენტება შეუძლია, ვლადიმერ პუტინია, მაგრამ ამაზე თავიდანვე უნდა ეფიქრა. ახლა ამაზე ოცნებაც კი დაგვიანებულია.

_ რა განაპირობებს დღეს ქართველ საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მოთხოვნის ზრდას? რა არის მთავარი ფაქტორი?

_ ბოლო პერიოდში, თუ მიაქციეთ ყურადღება, დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ხშირად გაჰყვირიან, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები იზრდება და ამის მიზეზი თურმე პრორუსული პროპაგანდაა. სინამდვილეში მათ არ ესმით ან არ უნდათ, გაიგონ უმარტივესი რამ, რომ ამის მიზეზი თვით დასავლეთია _ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს სასარგებლოდ არაფერი უკეთებიათ. ახლა, ვიღაც თუ სასარგებლო მოვლენად ვიზალიბერალიზაციას ჩათვლის, ეს არ ვიცი; სხვა, კიდევ ვიმეორებ: არაფერი სასიკეთო ჩვენთვის არ გაუკეთებიათ. პირიქით, ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რა მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საქართველო, რომელიც იყო ტერიტორიულად მთლიანი და ვერც წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამის ხელყოფა მოხდებოდა, დაიშალა. საქართველო, რომელიც ყოველმხრივ მოწინავე რესპუბლიკა იყო, პრაქტიკულად განადგურდასაბჭოთა პერიოდში აყვავებული მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ნაცვლად დღეს მთავარ ღირებულებებად გამოცხადებულია ნარკომანია, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები და კიდევ ათასი უბედურება და სიბინძურე. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: 27 წელიწადი დასავლეთმა ამ ნგრევისა და ქაოსის გზით გვატარა და ანტიდასავლური განწყობილებების მოძალება გასაკვირია? რუსეთის პროპაგანდისტები მომრავლდნენო, ტყუილია ეს. მე კი არა ვარ ანტიდასავლური და პრორუსი პროპაგანდისტი, ცარიელი კუჭი, ცარიელი ჯიბე, ცარიელი მაცივარი, უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და უსამართლობაა ასეთი პროპაგანდისტი, კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება და სამშობლოდან იძულებითი გადახვეწილობაა ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისტი. ვინც ამის შესახებ გაუთავებლად გაჰყვირის, იმან თავის თავს უნდა ჰკითხოს: მე ვარ პროპაგანდისტი, ვინც ამდენი წელი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ვსაუბრობ, თუ ის გაუსაძლისი რეალობა, რომელიც დასავლეთმა შექმნა საქართველოში?!

_ ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრეთა რაოდენობა, მაგრამ მოდი, ასე შევხედოთ ამ ყველაფერს, რატომ არ აისახება ეს განწყობები არჩევნებზე? რატომ არ არიან უფრო სერიოზულად პოლიტიკურ სპექტრში დღეს ის ძალები წარმოდგენილნი, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ კრემლთან პირდაპირი დიალოგის წარმართვა?

_ ზუსტად ეს არის ჩვენი უბედურება და შედეგი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ავტომატურად ხდება ყველა არჩევნების ფალსიფიცირება. ახლა ნახეთ შეუსაბამობა, თვითონ “ენ-დი-აი” დებს ხოლმე კვლევებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი პრორუსულადაა განწყობილი. გასაგებია, რომ ეს შემცირებული რაოდენობაა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი და ჩავთვალოთ, რომ რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილთა რაოდენობა მხოლოდ 30 პროცენტის ფარგლებშია. კი მაგრამ, იმ 30 პროცნტის ნება ხომ უნდა იყოს არჩევნების შდეგებში ასახული?! ამ დროს ჩვენ ვხედავთ რას _ საკმარისია, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან ლიდერმა გააკეთოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებული თუნდაც ზერელე განცხადება და იწყება თავდასხმები და ცილისწამება. უბედურება არის ის, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური სივრცე დასავლეთს აქვს ოკუპირებული. ის კი, ვინც ოდნავ განსხვავებულად აზროვნებს, ამ სივრცეს აღარ ეკუთვნის, გარიყავენ პროცესებიდან და მიდის პროპაგანდა გასამარგინალებლად. თეორიულად (სოციოლოგიის დონეზე) ისინი აღიარებენ, რომ საზოგადოებაში მაღალია ანტიდასავლური განწყობები, მაგრამ პოლიტიკურ რეალობაში ამას არ ასახავენ. სწორედ ეს არის პოლიტიკური წნეხი, რომლის გამოც ამ ქვეყანაში არჩევნების გზით სერიოზული ცვლილებების მოლოდინი ჯერჯერობით არ უნდა გვქონდეს, თუმცა სხვა გამოსავალი მოცემულ ეტაპზე არც არსებობს. ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ, რომ არჩევნების შედეგებზე რეალური საზოგადოებრივი განწყობა აისახოს და ხელისუფლების სათავეში კვლავაც არ მოვიდნენ ის ძალები, რომლებიც აცდენილნი არიან ხალხის ნებას…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. მართალს ბრძანებ ბატონო ვალერი მაგრამ ვის ესმის,მივდივართ თვით დინებით მშიერ მწყურვალი.

  2. მოსახლეობას მოვუწოდებ წაიკითხონ გოგი თოფაძის საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული ჯონ პერკინსის წიგნი “ეკონომიკური მკვლელის აღსარება” და ყველაფერში გაერკვევიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here