Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: მშიერი ბუნტი კი არა, მშიერი რეალობა იქნება. ვირუსს თუ გადავურჩებით,...

ვალერი კვარაცხელია: მშიერი ბუნტი კი არა, მშიერი რეალობა იქნება. ვირუსს თუ გადავურჩებით, მოვა მისი შედეგი _ შიმშილი

“ღმერთმა არ ქნას, ვითარება გართულდეს, თორემ ვინ დაგვეხმარება, ევროპა?”

3959
ვალერი კვარაცხელია

დარჩი სახლში!” _ მოუწოდებენ პლანეტის მოსახლეობას და ეს, შესაძლოა, აუცილებელიც არის პანდემიის შესაჩერებლად. “დარჩი სახლში!” _ მოგვიწოდებს საქართველოს ხელისუფლებაც, მაგრამ შინ დარჩენილ ხალხს რა ეშველება, ამის გეგმას არავინ გვაცნობს. “პარტნიორიქვეყნები ტრილიონობით დოლარსა და ევროს გამოყოფენ სახლში დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად, ქართველებისთვის კი კომუნალური გადასახადების გადავადების გეგმაც არ არის მოფიქრებულიჩაივლის პანდემია და რა იქნება შემდეგ? ვინ გამოუწვდის საქართველოს დახმარების ხელს? ვის უნდა მიმართოს ჩვენმა ქვეყანამ დახმარებისთვის? _ ამ და ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია გვესაუბრება.

_ ბატონო ვალერი, კორონავირუსის გავრცელების ლოკალიზებისთვის მთავრობას ერთი გეგმა აქვს _ ლოზუნგიდარჩი სახლში! “ და ეს გასაგებია, რადგან, თუ ვირუსი მასობრივად გავრცელდება, საქართველოს არ აქვს საშუალება, ყველა მოქალაქეს სათანადოდ მიხედოს. მაგრამ პანდემიის შემდგომ შეიძლება შეიქმნას არანაკლები საშიშროება _ მშიერი ბუნტი. მოიხსნება შეზღუდვები და გამოვა ხალხი ქუჩაში, რით დასრულდება ეს ეიფორია?

_ კორონავირუსი გლობალური მოვლენაა. იგი სრულიად მსოფლიოს ებრძვის. ავსტრალიელმა მეცნიერებმა საგანგაშო პროგნოზი გააკეთეს: მოვლენათა ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში პანდემიის გამოცხადებიდან ერთ წელიწადში მსოფლიოში 68 მილიონი ადამიანი დაიღუპება და მსოფლიო ეკონომიკას 9,2 ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგება. სხვა, შედარებით ზომიერი პროგნოზის მიხედვით, მაგალითად, “ბლუმბერგის” პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2,7 ტრილიონ დოლარს იზარალებს, რაც ავსტრალიელების მიერ დასახელებულ რიცხვთან შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ თავისთავად კატასტროფის მაუწყებელია ეკონომიკაში. არის უფრო დამამშვიდებელი პროგნოზიც. მაგალითად, ამერიკელი ბიოფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი მაიკლ ლევიტი 68 ქვეყნის მონაცემების შესწავლის საფუძველზე აცხადებს, რომ კორონავირუსის მრუდი, როგორც გავრცელების, ასევე ფატალური შედეგების თვალსაზრისით, დაშვებას იწყებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ზუსტად ვერავინ იტყვის, ამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროგნოზებიდან რომელი გაამართლებს.

საქართველოში ჯერჯერობით ძალიან რთული ვითარება არ გვაქვს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ეპიდემია ისეთი ვერაგი რამაა, რომ ვითარება, შესაძლებელია, ერთბაშად გაუარესდეს.

რაც შეეხება ბუნტს, მე ასე ვიტყოდი: ეს მშიერი ბუნტი კი არა, მშიერი რეალობა იქნება. ვირუსი დაანგრევს მსოფლიოს ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკაში ხომ დასანგრევი ბევრი არაფერია, ამიტომ, ვირუსს თუ გადავურჩებით, მოვა მისი შედეგი _ შიმშილი. სოციალისტური ეკონომიკა და განაწილების სამართლიანი პრინციპი რომ გვქონდეს, პრობლემას უფრო მარტივად დავძლევდით, მაგრამ ოლიგარქიის, მძარცველი საბანკო სისტემისა და მგლური კაპიტალიზმის პირობებში საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელსაც არაფერი იცავს, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება. ბუნტიც, ცხადია, არ დააყოვნებს, მაგრამ რას მოიტანს ბუნტი, თუკი მას, უკმაყოფილების გამოხატვის გარდა, სხვა მიზანი და ორიენტირი არ ექნება?! თუკი საზოგადოება ისეთ პოლიტიკურ სიმწიფეს გამოიჩენს, რომ მის მიზნებში რომელიღაც პერსონის შეცვლა კი არა, სისტემის შეცვლა იქნება მთავარი, ეს უკვე სხვა საკითხია. მშიერმა ხალხმა ის კი არ უნდა მოითხოვოს, მშია და დამაპურეთო, მშიერმა ხალხმა უნდა მოითხოვოს, რაც წამართვით, ის დამიბრუნეთო. რაც წაართვეს, ხომ გახსოვთ _ ფაბრიკები, ქარხნები, კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები, კლუბები, კინოთეატრები, უფასო ბინები, უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, უფასო დასვენება, უფასო კურორტები და სანატორიუმები და .. წაართვეს სახელმწიფო და სისტემა, რომელიც ყველაფერ ამას უზრუნველყოფდა; წაართვეს ღირსეული ცხოვრება და აქციეს მონათა არმიად. არსებობის საშუალებას აქ რომ ვერ პოულობს, საზღვარგარეთ გარბის საცოდავი და დაყვედრებული ლუკმაპურის საძებნელად. ხალხი ამ მოთხოვნებით თუ გამოვა და ყოველივე ამის მაორგანიზებელი ძალაც ეყოლება, ეს სხვა საკითხია. ამას, გნებავთ, ბუნტი დაარქვით და, გნებავთ, სოციალისტური რევოლუცია, მეც შევუერთდებოდი.

სამწუხაროდ, აქ სოციალისტური რევოლუციის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. უწინარესადიმიტომ, რომ ხალხის შეგნება (ცალკეულ პიროვნებებს არ ვგულისხმობ) აქამდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაკარგა, ბევრი ჯერ კიდევ უდიერად მოიხსენიებს კომუნისტებს. არა უშავს, ბოლომდე როცა დაიჩოქებენ, გაეხსნებათ დახშული სმენა, აეხილებათ თვალი და შეჰღაღადებენ ზეცას, _ ვცდებოდითო.

_ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი ამბობს, რომ ქართველი ემიგრანტების ჩამოყვანა რთული საკითხია იმ მწირი რესურსების პირობებში, რომელიც ქვეყანას გააჩნია. საქართველოს მართლაც არ აქვს საშუალება, ათასობით ჩვენი მოქალაქე უზრუნველყოს შესაბამისი პირობებით საკარანტინო ზონებში. არც საკარანტინო სივრცეები გვაქვს საკმარისი. რატომ არ გვეხმარებიან ჩვენისტრატეგიული პარტნიორებიან ჩვენ რატომ არ ვთხოვთ დახმარებას არავის?

_ ევროკავშირის წევრ იტალიას ყველამ ზურგი შეაქცია, არავინ არ დაეხმარა _ არც ევროკავშირი, არც აშშ და არც ნატო, ამიტომ იტალიელებმა დახმარება ჯერ ჩინეთს სთხოვეს და შემდეგ _ რუსეთს. რუსეთისგან უზარმაზარი დახმარება მიიღეს. ევროკავშირმა მათ ზურგი აქცია, რუსებმა კი დახმარებაზე უარი არ უთხრეს, ჩინეთსა და კუბასთან ერთად. ეს დასავლური რეალობაა.

გასულ კვირას დიდი ოცეულის შეხვედრაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში გაიმართა, თითქოს შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსით დაზიანებული ეკონომიკების დასახმარებლად ხუთ ტრილიონ დოლარს გამოყოფდნენ, მაგრამ მეორე დღეს ევროკავშირის კონფერენციაზე უარყვეს კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზიანებული იტალიისა და ესპანეთის თხოვნა ფინანსური დახმარების თაობაზე. იტალიელები ფიცხი და ტემპერამენტიანი ხალხია, ამიტომაც რეაქციამ არ დააყოვნა. მატეო სალვინიმ, იტალიის ყოფილმა ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ევროკავშირს გველებისა და აფთრების ბუდე უწოდა. რუსეთმა კი იტალიაში ასკაციანი მისია მიავლინა და უზარმაზარი ლაბორატორიები ჩაზიდა. ახლა იტალიაში რუსეთის ჰიმნს უკრავენ. საფრანგეთში არის ერთი პატარა ქალაქი _ კალე. მისი მერის მოადგილემ პუტინს მიმართა: სრულიად საფრანგეთს თუ არა, ჩვენს ქალაქს მაინც დაეხმარე, მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვსო. ღმერთმა არ ქნას, ვითარება გართულდეს, თორემ ვინ დაგვეხმარება, ევროპა? გახარიამიმედსინტერვიუ რომ მისცა, თქვა, _ ჩინეთი დაგვეხმარაო, რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ისე გაუჭირდათ, რამდენჯერმე იქით გავუწიეთ დახმარებაო. ეს, ალბათ, უფრო სახის შესანარჩუნებლად იყო ნათქვამი. ევროკავშირმა იტალიას აქცია ზურგი და საქართველოს დაეხმარება?!

_ ევროკავშირი არ გვეხმარება, მეტიც, ის მოკავშირეებსაც არ ეხმარება და კიდევ უფრო მეტი _ ევროკავშირის ქვეყანამ _ ჩეხეთმა, ჩინეთიდან იტალიელებისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მიითვისა. ტრილიონები გამოყო ამერიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, თანაც აპრილის ბოლოს კარანტინსაც აუქმებს, მაგრამ ჩვენთვის ერთი საცოდავი მილიონი ძლივს გაიმეტა. სამაგიეროდ, ანტირუსულ კამპანიაზე რომ ყოფილიყო საქმე, მილიონებს თვლა არ ექნებოდა

_ ანტირუსულმა ისტერიკამ ჩვენი ქვეყანა ძალიან დააზარალა. ეროვნული მოძრაობით დაწყებული, დღევანდელობით დამთავრებული _ ეს სახადი ვერ მოვიცილეთ. ოფიციოზსა და მედიაში დღემდე ანტირუსული ისტერიკაა გამეფებული. ამერიკელები აკეთებენ და აფინანსებენ ამას. თვითონაც გაოცებულნი არიან, ამდენი ფული დახარჯეს, ეს თავიანთი ძუკნები ამდენი აყეფეს და შედეგს ვერ მიაღწიეს _ ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი ვერ შეაძულეს. ხელისუფლებები გადაამტერეს ერთმანეთს, ხალხი _ ვერა. ანტირუსულმა ისტერიკამ ევროპა იქამდე მიიყვანა, რომ რუსული თვითმფრინავების ქარავანს, რომელიც იტალიაში ჰუმანიტარული მისიით მიფრინავდა, პოლონეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. წარმოგიდგენიათ?! პოლონეთი და იტალია ხომ მოკავშირეები არიან, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ფარგლებში, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლებას რუსეთის სიძულვილი ისე აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ დაბრმავებულმა არც იცის, რა მასშტაბის ბოროტებას სჩადის, როდესაც ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებებს იღებს.

იტალიაში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და რუსეთის დროშა ააფრიალეს
იტალიაში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და რუსეთის დროშა გამოფინეს

_ ჰუმანიტარული დახმარებისთვის რუსეთს ბევრმა ქვეყანამ მიმართა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებმა, საქართველო კი ხმას არ იღებს. რა აქვს სასწრაფოდ გასაკეთებელი საქართველოს, რათა გადავრჩეთ და შიმშილით არ გავწყდეთ?

_ კორონავირუსი ლაკმუსის ქაღალდად იქცა. მსოფლიო ჩაახედა სარკეში და გააწითლა. როგორ და რა ნიშნით ახარისხებენ დღეს ავადმყოფებსა და გარდაცვლილებს ევროპასა და ამერიკაში _ ქალები და მამაკაცები, ხომ? ლგბტ ნიშნით რატომ არ აქვთ საავადმყოფოებში პალატები დაყოფილი? სად არიან ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები? რატომ დაავიწყდათ მათი არსებობა? აკი ეგ ჰქონდათ უზენაეს ღირებულებად გამოცხადებული?! სად არიან მდიდრები? როგორ მოხდა, რომ მილიარდერებისთვის აღარც კონტინენტი დარჩა დაუბინძურებელი, აღარც კუნძული, აღარც ქალაქი და აღარც სოფელი? სად აპირებენ წასვლას? სხვა პლანეტასა და სხვა გალაქტიკაზე ვერ მიფრინავენ ჯერჯერობით, ამიტომ აქ მოუწევთ ყოფნა და საერთო ჭირის გაზიარება, თუმცა საოცარია, ამ კრიტიკულ ვითარებაშიც კი თავისას რომ არ იშლიან. ამ ვითარებაშიც ვერ შეისმინეს სახარებისეული “სძლიე სიხარბესა შენსა”.

იტალიაში მცხოვრები ორი ქართველი ემიგრანტისგან ასეთი ინფორმაცია მივიღე: ფულადი გზავნილების ადრე მოქმედი სისტემების შეზღუდვის გამო, ისინი იძულებულნი შეიქნენ, თავიანთი ოჯახებისთვის გარკვეული თანხა საბანკო გადარიცხვის საშუალებით მოეწოდებინათ.

ერთმა მათგანმა საქართველოში დარჩენილი მცირეწლოვანი შვილებისთვის 350 ევრო გადმორიცხა, მეორემ _ 400 ევრო. იტალიის ბანკმა ამ ოპერაციაში მათ 5 ევრო გადაახდევინა, თბილისში კისაქართველოს ბანკმა” 350 ევროდან 32 ევრო დაიტოვა, “თიბისი ბანკმაკი 65 ევრო წაჰგლიჯა. აი, სად არის რესურსები საძებნი. კი, გარეთაც მოგვიწევს მათხოვრობა და რუსეთისკენ სამათხოვრო ხელის გაშვერაც მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ ჯერ შინაურ ყაჩაღებს უნდა ამოადინო ძმრად ხალხის ნაძარცვი ქონება. გლობალური ნაციონალიზაცია, ხალხის ქონების ხალხისთვის დაბრუნება და სახალხო სისტემის აღდგენა, ამაშია სამართლიანობაც და გადარჩენაც. ეს, ასე ვთქვათ, პერსპექტივაში.

დღეს ისეთი პრობლემაც არის, რომელსაც ახლავე უნდა მიხედვა. სოციალურ ქსელში უკვე გამოვთქვი მოსაზრება ამაზე და აქაც გავიმეორებ: სააკაშვილი ოცნებობს საქართველოში დიდ მსხვერპლზე, რომელიც ქვეყანაში გააჩენს მასობრივ უკმაყოფილებას, რომლის გამოყენებითაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების იმედი აქვს. მან ზოგიერთ რეგიონში სამედიცინო პაკეტების დარიგება დაიწყო. ამ აქციის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ადამიანთა მასობრივი თავშეყრის პროვოცირების გზით მოხდეს ვირუსის გავრცელება.

სააკაშვილი ვითომ რაღაც ღონისძიებებს სახავს ჩვენი ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებლად. ეს თავმოყვარეობადაკარგული კაცის პოპულიზმია და სხვა არაფერი და საზოგადოების მოკლე მეხსიერებაზეა გათვლილი. ეს ემიგრანტები სააკაშვილის ავანტიურისტულმა და კაცთმოძულე პოლიტიკამ აყარა სამშობლოდან და საზღვარგარეთ გადახვეწა იმ დროს, როცა არც ეპიდემია იყო და არც პანდემია. ახლა, როცა მსოფლიო პანდემიის ციებცხელებაშია გახვეული, ეს არამკითხე მოამბე, რომელსაც, მადლი უფალს, საქართველოსთან აღარაფერი ესაქმება, ემიგრანტების დაბრუნების მისიას ვითომ საკუთარ თავზე იღებს, რათა შემდეგ იძახოს: უფლება არ მომცეს, თორემ ემიგრანტებს ვეხმარებოდიო.

ესეც უკმაყოფილების ტალღის გამოწვევაზეა გათვლილი.

სააკაშვილი ამასაც არ სჯერდება და საერთო უბედურების გამოყენებით გამდიდრებას აპირებს, სწრაფი ტესტების შემოტანის გზით დიდი ფულის შოვნა აქვს გადაწყვეტილი. ეს მაშინ, როდესაც არანაირი სწრაფი ტესტირება, როგორც ირკვევა, ბუნებაში არ არსებობს. ამგვარი ტესტების ცდომილება ისე მაღალია, რომ იგი ექიმებისა და პაციენტებისთვისაც ხელისშემშლელი ფაქტორი უფროა, ვიდრე ხელისშემწყობი.

ავანტიურისტული და ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო გეგმების პროპაგანდაში სააკაშვილს დახმარებას, თანაპარტიელებთან ერთად, ის ჟურნალისტებიც უწევენ, რომელთა ნაწილს თვითონ აფინანსებს, ნაწილს კი _ აქაური ვაიბიზნესმენები.

საქართველოში მოქმედი ტელეარხების უმრავლესობა მათ საკუთრებაშია და ისინი იმ სამარცხვინო საქმიანობას ეწევიან, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ “მთავარზე”, “ტვ პირველზე”, “კავკასიაზე” და სხვაგან. ამ ტელეკომპანიების საქმიანობა თუ არ შეჩერდება, ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის ამ დაუძინებელი მტრის, ამ მეტისმეტად საშიში ვირუსის _ სააკაშვილისა და მისი ხროვის დესტრუქციულ საქმიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მდგომარეობა აუცილებლად გართულდება.

ამიტომ მე, როგორც ჟურნალისტი, კატეგორიულად მოვითხოვ: შეიზღუდოს მედიის საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად! ხაზს ვუსვამ, არა თვითნებურად და უკანონოდ, არამედ _ კანონის შესაბამისად!

მე კარგად ვიცი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფასი, მაგრამ იმას, რასაც სააკაშვილის “ჟურნალისტები” აკეთებენ, თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო, პირიქით _ ეს მონების საქციელია, ზომბირებული მონების საქციელი.

ჩვენ მხოლოდ კორონავირუსთან კი არა, დიდი ხნის წინათ შემოგზავნილ იმ ხელოვნურ ვირუსთანაც გვიწევს გამკლავება, რომელმაც საქართველო შეიწირა ტერიტორიულად, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად, მორალურად… დღეს საქართველოს ფიზიკურად გასანადგურებლად იბრძვის ვირუსი, რომელსაც სააკაშვილი და მისი ხროვა ჰქვია.

აი, ასეთ რეალობაში ვართ.

ხომ ნახეთ, რა მდგომარეობაშია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. ყველაფერს ვიტყვიო, _ ამბობდა გამწარებული. ჩვენ ხომ ამ ე.წ. ნაცვირუსის ნამოქმედარი იმდენი სიბინძურე ვიცით, რომ თვლა არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ არის და კიდევ უამრავი რამ გამოაშკარავდება.

_ როგორ მსოფლიოს მივიღებთ, როდესაც გადაივლის პანდემია? რა ახალი რეალობის წინაშე დავდგებით?

_ გააჩნია, რა მასშტაბებს მიიღებს პანდემია. დასაწყისში გითხარით, რომ სრულიად განსხვავებული პროგნოზები კეთდება და არავინ იცის, რით დასრულდება ეს ყველაფერი, თუმცა ფაქტია, რომ სადღაც, რომელიღაც ეტაპზე გადაივლის. საუკუნეების წინათ გადაუარეს მსოფლიოს ეპიდემიებმა და კაცობრიობამ ყოველთვის გადაიტანა, ახლაც გადაიტანს, მაგრამ მსოფლიო აშკარად შეცვლილი იქნება:

* აშშში აუცილებლად გადაიხედება მსოფლიოში ერთპიროვნული ჰეგემონიისკენ სწრაფვის აწ უკვე სრულიად უპერსპექტივო ტენდენციები;

* დაიშლება ევროკავშირი, დაიშლება ნატო! აქედან გამომდინარე, საქართველო იძულებული იქნება, თავის რეგიონში ეძებოს პარტნიორები და მოკავშირეები;.

* დასავლეთისთვის ფუჭი და უაზრო შეიქნება საქართველოშიმეხუთე კოლონის” (პოლიტიკური პარტიების, .. არასამთავრობოებისა და ტელეარხების) შენახვა;

* ამიერიდან ქართველი ხალხის სახელით მუქთახორა არამზადები კი არ ილაპარაკებენ, ერი თვითონ იტყვის თავის სათქმელს.

ერთი სიტყვით, გადაიაროს ამ ეპიდემიამ და ბევრი რამ თვისებრივად შეიცვლება. იქნება ბრძოლა, იქნება ტკივილი, მაგრამ საქართველო საკუთარ ისტორიასა და ორბიტას დაუბრუნდება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

3 COMMENTS

  1. ბატონო ვალერი კობველტვის ვკიტხულობ და ვუსმენ ტკვენს გადაცემებს. აბსოლუტურად გეტანხმებიტ, მაგრამ იციტ რა მიკვირს, მარტო ანალიტიკა და მოსაზრებებიტ რომ არ სჰეიცვლება მდგომარეობა ეს ხომ კველამ კარგად ვიციტ??
    კიტხვა მაკვს ტქვენტან: რატომ არ სჰეიკრიბებიტ ის დზველი ტაობის გამოცდილი ადამიანები(ახალგაზრდებიც ჩარტეთ არაპერია საწინააღმდეგო) ასევე პატრიოტები, ასევე ბატონი ჭიჭინაძე, რომელმაც არაჩვეულებრივი ანალიზი და შეპასება გაუკეტა შეწმნილ სიტუაციას(საქარტველოს) და კიდევ რამდენი შეიძლება დასახელდეს რომლებსაც ძალიან კარგად გესმიტ რა არის საჭირო და აუცილებელი რომ სესრულდეს რომ ქვეყანა გადარჩეს და სახელმჭიპოდ შედგეს.
    გტხოვტ სერიოზული მოლაპარაკებები და შეხვედრები მოაწყვეტ და შეიკრიბეტ რომ ერტი საერტო გონივრული სტრატეგიული გეგმა სემუშავსდეს , და მერე დაიწყოს ამ გეგმის სესრულება ქარტველი ხალხის აქტიური ჩარტულობიტ. სხვაგვარად შეჭამეს ქვეყანა ამ არამზადებმა მტავრობა რომ ჰქვია.
    გმადლობტ!

  2. კაცთამოდგმა ერთად და ერთადრულად განიცდის სიკვდილის შიშს და ეს ჩემი აზრით შთამბეჭდავია. ალბათ ასე მოვეგებით გონს.
    როგორც სჩანს კაცობრიობამ უკიდურესი უნდა ნახოს, რადგან უკეთესი გზა ამოვქოლეთ.
    და თუ გონს მოვეგებით, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ჯერ უნდა ვიცოდეთ – რა გვინდა?
    მოდით ყველა ჩავუფიქრდეთ და გავარკვიოთ, თუ რა გვინდა? როგორი ცხოვრება გვინდა? როგორ ცხოვრებას ვინატრებდით?
    მოდით ვინატროთ! ამის დრო ხომ ახლა მაინც გვაქვს. სულ დროის უკმარისობაზე ვსაუბრობდით.
    ცხოვრებაში ერთხელ ხომ მაინც უნდა ვინატროთ საუკეტესო ცხოვრება.
    ინატრეთ უკიდურესობამდე, წარმოაჩინეთ თქვენი გემოვნება. ოღონდ უწყვეტლივ გახსოვდეთ, რომ ნატვრის თვალი მხოლოდ კეთილ ნატვრებს ასრულებს. – ინატრეთ და აგისრულდებათ!
    ყველა საუკეთესო ნატვრა ერთმანეთს დაემთხვევა და ის აუცილებლად ასრულდება. – სწორედაც რომ ისეთი ცხოვრება უნდა მოვიყვანოთ, როგორიც ინატრეთ, ეს ყოველივე შესაძლებელია, თანაც უმარტივესი გზით და უმარტივესად! – ღმერთმა ხომ ყველაფერი უმარტივესში ჩადო…
    ასეთი გახლავთ აღსრულება სიკეთისა, რომელიც მხოლოდ, მხოლოდ სიმართლით მოიპოვების, რამეთუ ყოვლად იყო და არის სამარადჟამო წერილი ღმრთისა:
    “პირველ ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს!”

  3. ბატონო ვალერი, თქვენ, როგორც ყოველთვის სამართლიანად წერთ: „მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაკარგა, ბევრი ჯერ კიდევ უდიერად მოიხსენიებს კომუნისტებს“. მაგრამ ეს პოზიციაა და ყველას შეუძლია, იქ იდგეს, სადაც სურს. უარესი ის არის, როდესაც პოზიციებს ურევენ და ვერ გაუგიათ, სად დგანან. მაგალითად, ჟურნალისტი გიორგი გიგაური „ასავალ-დასავალში“ (23-29.03) ასეთ წინააღმდეგობრივ აზრს გამოთქვამს: „ღმერთმა დამიფაროს, ან საბჭოთა კავშირის დანგრევაზე მოვთქვამდე მწარე ცრემლით, ანდა კომუნისტურ-მარქსისტულ-ლენინური იდეებით მქონდეს გონება დაჭიანებული… სწორედ ამ დამპალმა (გორბაჩოვს გულისხმობს) გააცამტვერა ყველა ის სიკეთე, რასაც სოციალისტური, ანუ სოციალური სიკეთე ერქვა და რომლითაც 250 მილიონი ადამიანი სარგებლობდა, თანაც – სრულიად დამსახურებულად“!!! სოციალისტური ანუ სოციალური სიკეთე კომუნისტურ-მარქსისტულ-ლენინური იდეების შედეგი არ იყო?! პოზიცია სულ სამი არსებობს: ფეოდალისტური უთანასწორობის, ოლიგარქისტული უთანასწორობისა და კომუნისტურ-მარქსისტულ-ლენინური თანასწორობის. ზვიად გამსახურდია, მაგალითად, რომლის თანამოაზრედაც ბ-ნ ჟურნალისტს თავი მოაქვს, უფრო ლოგიკური გახლდათ: კომუნისტურ-მარქსისტულ-ლენინურ პოზიციასაც ლანძღავდა და სოციალისტურ ანუ სოციალურ სიკეთესაც. მისი იდეალი ფეოდალისტური უთანასწორობა იყო: „როგორც საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ გიორგი (ხორხე) ბატონიშვილმა განაცხადა, საქართველოში მონარქია შეიძლება აღდგეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების გადაწტვეტილებით…“ ლოგიკური იყო შევარდნაძე და ლოგიკურია ივანიშვილიც, რომლებიც იდგა და დგას ოლიგარქისტული უთანასწორობის პოზიციაზე, იმ განსხვავებით, რომ პირველი ძარცვავდა საქართველოს მოსახლეობას, მეორე – ნაძარცვით ეხმარება მას. მაგრამ სად დგანან ზვიადისტები, რომლებიც მისტირიან კომუნისტურ-მარქსისტულ-ლენინური იდეებით მოტანილ სოციალისტურ ანუ სოციალურ სიკეთეს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here